საინტერესო ამოცანებს ნებისმიერ სახელმძღვანელოში იპოვით. ისინი ხომ ნებისმიერ მასალას უფრო საინტერესოს და დასამახსოვრებელს ხდიან. ამოცანების ამოხსნა არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც უყვართ. ეს კარგია, რადგან მსგავს „მათემატიკურ განტვირთვას“ არა მხოლოდ სიამოვნება მოაქვს, არამედ სასარგებლოა გონებრივი შესაძლებლობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.
„პაპარაცი“ გთავაზობთ რამდენიმე ამოცანას, რომლებიც არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. კარგი შესაძლებლობა გაქვთ, რომ თქვენი ყურადღება და ლოგიკური აზროვნება შეამოწმოთ.
საინტერესო ამოცანები
ამოცანების პირობები
1. პირველი ამოცანის პირობით, სამი ქათამი სამ დღეში 3 კვერცხს დებს. რამდენ კვერცხს დადებს 12 ასეთი ქათამი 12 დღეში. ვიმედოვნებთ, რომ მთელი 12 დღე ქათამი ასეთ შესაშურ სტაბილურობას შეინარჩუნებს.
2. ცნობილია, რომ ოჯახის ოთხი წევრის საერთო ასაკი 68 წელია. თუმცა 4 წლის წინ ოჯახის წევრების ასაკთა ჯამი 53 წელი იყო. როგორ არის ეს შესაძლებელი? რამდენი წლისა ოჯახის ყველაზე პატარა წევრი?
3. ამოცანის პირობით, შვილიშვილი იმდენი თვისაა, რამდენი წლისაც არის ბებია. ამასთან მათი ასაკების ჯამი 65 წელია. გამოთვალეთ, რამდენი წლისაა ბებია და რამდენი წლის შვილიშვილი.
პასუხები
1. თუ 3 ქათამი 3 დღეში 3 კვერცხს დებს, გამოდის თითოეულ ქათამს სამი დღე სჭირდება კვერცხის დასადებად. სწორედ ამიტომ, თითოეული ქათამი 12 დღეში უკვე 12/3=4 კვერცხს დადებს. აქედან გამოდის, რომ 12 ასეთი ქათამი 12 დღეში 4*12=48 კვერცხს დადებს.
2. თუ 4 წლის წინ თითოეული ოჯახის წევრი 4 წლით ახალგაზრდა იყო, მაშინ ჯამური ასაკი 16 წლით ნაკლები უნდა იყოს. შესაბამისად, 68-16=52 წელი. მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვაობა 68-53=15 წელი.
გამოდის, რომ 4 წლის წინ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ჯერ დაბადებული არ იყო. მაშინ გავითვალისწინოთ მხოლოდ ის, რომ დანარჩენი 3 ნათესავი ამ 4 წელში 4 წლით დაბერდა, ამიტომ 3*4=12, აქედან გამოდის 15-12=3 წელი. სწორედ ამდენი წლისაა ოჯახის ყველაზე პატარა წევრი.
3. ახლა შვილიშვილი იმდენი თვისაა, რამდენი წლისაც ბებია, ანუ შვილიშვილი ბებიაზე 12-ჯერ ახალგაზრდაა. აქ სკოლის განტოლება უნდა გავიხსენოთ, სადაც x – შვილიშვილის ასაკი, 12x – ბებიის ასაკია. აქედან 12x+x=65, 13x=65, x=65/13=5. შვილიშვილის ასაკი 5 წელია. ბებიის ასაკის პოვნა რთული არაა. 65-5=60 წელი.
აი, ასეთი საინტერესო ამოცანები. თუმცა მათ, ვინც მათემატიკის გაკვეთილებს აცდენდა, ამოცანების ამოხსნა მარტივი არ მოეჩვენებათ. რაც უფრო რთულია ამოცანის ამოხსნა, მით უფრო სასიამოვნოა, როცა ბოლოს სწორი პასუხის პოვნას ახერხებთ. ასე არაა?