ეპიზოდი, როცა შვილიშვილი ბებიას პირველად ხვდება და იგებს, სად იმყოფებოდა მთელი ეს დრო

827
Photo credit: depositphotos

დღეს „პაპარაცი“ ცხოვრებისეულ, ჭკუის სასწავლებელ ისტორიას გიზიარებთ. უჩვეულო ამბავი შვილიშვილის და ბებიის შესახებ, რომლებმაც ერთმანეთი მხოლოდ ვაჟის დაბადებიდან 10 წლის შემდეგ გაიცნეს. რატომ მოხდა ასე და შეძლეს თუ არა კონტაქტის დამყარება, ამის შესახებ სტატიაში გაიგებთ.

ამბავი ბებიაზე

როცა ჩემი შვილი 10 წლის გახდა, ვუთხარი, რომ ბებია ჰყავდა: „ბებია ქალაქთან ახლოს, სოფელში ცხოვრობს. მაპატიე, რომ გიმალავდი“. პაშკამ ვერ გაიგო, თუ რატომ არ იცოდა ბებიას შესახებ მთელი ეს დრო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე უბრალოდ სიმართლე მეთქვა.

„ბებიას შენი მამა არ მოსწონდა და ერთმანეთის ნახვა აგვიკრძალა. როცა ჩუმად ვიქორწინეთ, ჩვენთან ურთიერთობა უბრალოდ შეწყვიტა. ეს წლები მტანჯავდა, მაგრამ დარეკვას ვერ ვბედავდი. ახლა ვხდები, რომ დრო ძალიან სწრაფად გარბის. როცა შენს შესახებ გაიგო, მთელი ზაფხულით სტუმრად დაგვპატიჟა. გინდა წასვლა?“ – აკანკალებული ხმით ვკითხე.

Photo credit: freepik

ჩანდა, რომ ვაჟი გაოცებული იყო. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო და რა ეპასუხა. დასაფიქრებლად დრო მივეცი და საღამოს მითხრა, რომ მზად იყო ეცადა. ალბათ, პაშკას ძალიან არ სურდა მზიანი ზაფხულის 3 თვე ცხელი ქალაქის ბეტონის კედლებს შორის გაეტარებინა. საერთოდ, ყველაფერი ახალი და უცხო უყვარდა.

რამდენიმე დღეში ბებიასთან წავიყვანე. მეშინოდა, რადგან წლები არ მენახა. ის ძალიან დაღლილი და დაბერებული ჩანდა. თმა ჭაღარას შეეღება, თვალებში სევდა ჩანდა, ხელები მუდმივი მუშაობით გაუხეშებული იყო. სანამ ველაპარაკებოდი, პაშკამ ეზო გამოიკვლია. პირველ რიგში, დედის ძაღლი, სან სანიჩი და კატა, პუხი გაიცნო.

Photo credit: freepik

პაშკას ცხოველები ძალიან შეუყვარდა. როცა ბებია ვერ ხედავდა, პუხი ბიჭთან ლოგინში ხტებოდა და მის მკერდზე წვებოდა. სან სანიჩი კი მასთან ერთად ტყეში სეირნობაზე გიჟდებოდა, იცავდა. ბებია ძალიან ნერვიულობდა და ეშინოდა, რომ შვილიშვილთან კონტაქტს ვერ დაამყარებდა, მაგრამ პაშა მას ყველაფერში ეხმარებოდა და მის მიმართ ძალიან კეთილი იყო.

ბედნიერი დასასრული

ზაფხული ერთ ამოსუნთქვაში გაფრინდა. როცა მეუღლესთან ერთად პაშას წასაყვანად მოვედი, ის კატასთან ჩახუტებული იჯდა, ფეხებთან კი სან სანიჩი გაწოლილი იყო. შვილი ძალიან დადარდიანებული იყო, სადაცაა ტირილს დაიწყებდა. „განუყრელები არიან, სამივეს წაყვანა მოგიწევთ“ – მიჩურჩულა დედამ, როცა ერთმანეთს ჩავეხუტეთ.

Photo credit: depositphotos

შემდეგ გულწრფელად ვისაუბრეთ. მეუღლე და დედაჩემი ლაპარაკობდნენ. ალბათ, ასეთი ბედნიერი და დამორცხვებული არასდროს მინახავს. ბოლოს დედა ატირდა და ჩაგვეხუტა. სან სანიჩსა და პუხაზე არ ხუმრობდა. ჩვენც წინააღმდეგი არ ვიყავით, ყოველთვის შინაურ ცხოველებზე ვოცნებობდი.

„პაშკა, ჩვენ მოვილაპარაკეთ. შეგიძლია სან სანიჩი და პუხა თან წამოიყვანო“ – გავახარე შვილი. თვალები გაუნათდა და ცრემლებით გაევსო. ამაზე ვერ კი იფიქრებდა.

Photo credit: freepik

დამშვიდობებისას დედამ ყველა გადაგვკოცნა, ჩემ ქმარს ძლიერ ჩაეხუტა. ჯიბეში ჩუმად კონვერტი ჩამიდო, ეს უკვე სახლში აღმოვაჩინე. როგორც ჩანს, დედამ იგრძნო, რომ დასასრული ახლოსაა.

სახლში ხუთნი წამოვედით და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფიქრობდა, რომ ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. სულში სითბოს და სევდას ვგრძნობდი. „რამდენი წელი, საყვარელო, რამდენი წელი“ – წავიჩურჩელე და ავტირდი.

Photo credit: freepik

1 სექტემბერს პაშკა სკოლიდან ძალიან ბედნიერი დაბრუნდა. „დღეს დავწერეთ ესე, თუ როგორ გავატარეთ ზაფხული. ბებიას შესახებ დავწერე, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა“ – სიხარულით მიყვებოდა შვილი და კვლავ ავტირდი.

რედაქციისგან

წარსულის შეცდომებს ხშირად ვნანობთ, ვფიქრობთ, რომ უკვე არაფრის გამოსწორება არ შეიძლება. ზოგჯერ მხოლოდ ერთ გულწრფელ საუბარს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ეს გულის ამაჩუყებელი ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია. დაკარგული წლების მიუხედავად, ოჯახი გაერთიანდა და კიდევ უფრო გაძლიერდა.

ვიმედოვნებთ, ამ ამბავმა შთაგაგონათ. დაურეკეთ ახლობლებს და მეგობრებს, უთხარით, თუ რამდენად გიყვართ. გახსოვდეთ, რომ დრო წარმავალია. იზრუნეთ ერთმანეთზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს