ტორტი ფქვილის გარეშე, რომლის მიტანაც უცოლო კაცთან არ შეგრცხვებათ

1764

ტორტი „შოკოლადის პლომბირი“ – ესაა ცილოვანი ბისკვიტი კაკლით და გემრიელი, მოხარშული კრემი კაკაოს და კონიაკის ნოტებით.

თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ მორთოთ დაქუცმაცებული ორცხობილით, გამდნარი შოკოლადით ან კაკლით. მოამზადეთ გემრიელი დესერტი და ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდით.

შოკოლადის პლომბირი

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 10 კვერცხის ცილა
  • 240 გრ შაქრის ფხვნილი
  • 2 ს/კ სახამებელი
  • 380 გრ კაკალი
  • შავი შოკოლადი, ფხვიერი ორცხობილა და კაკალი გასაფორმებლად

კრემის ინგრედიენტები:

  • 10 კვერცხის გული
  • 160 გრ შაქრის ფხვნილი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 100 მლ რძე
  • 200 გრ კარაქი
  • 160 გრ შაქრის ფხვნილი
  • 8 გრ ვანილის შაქარი
  • 1 ს/კ კონიაკი

მომზადება:

1. ნიგოზი შეწვით და დააქუცმაცეთ.

Photo credit: depositphotos

2. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ.

3. უმი, ცივი კვერცხის ცილა აქაფებამდე ათქვიფეთ. ნაწილ–ნაწილ შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და მკვრივ მასამდე ათქვიფეთ.

4. სახამებელი დაუმატეთ და ცილოვანი მასა კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.

5. დაქუცმაცებული კაკალი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.

6. ცომი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.

7. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთით აცხვეთ.

8. ამ დროში ოთახის ტემპერატურის კვერცხის გულები და შაქრის ფხვნილი აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

9. ათქვეფა გააგრძელეთ, წვრილ–წვრილად რძე დაუმატეთ.

10. მიღებული მასა სუსტ ცეცხლზე დადგით. მუდმივად აურიეთ და მოხარშული მასა თხევადი არაჟნის მასამდე დაიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ.

11. გასაგრილებლად გააჩერეთ.

12. თბილი კარაქი მიქსერით ათქვიფეთ.

13. საშუალო სიჩქარეზე ათქვეფა გააგრძელეთ და კარაქს მოხარშული მასა დაუმატეთ.

14. ვანილის შაქარი და გაცრილი კაკაო დაუმატეთ. 1 ს/კ კონიაკი დაუმატეთ. ერთგვაროვანი, ჰაეროვანი კრემის მიღებამდე ათქვიფეთ.

15. ბისკვიტს ქაღალდი მოაშორეთ, გააგრილეთ და 3 ნაწილად გაყავით.

16. თითოეულ ბისკვიტის ფენას კრემი წაუსვით და ერთმანეთს დაადეთ. კრემი გვერდებზე და ზემოთ წაუსვით.

17. ფხვიერი ორცხობილა ცომის საგორავის დახმარებით დააქუცმაცეთ.

18. ტორტის ზედაპირი გამდნარი შოკოლადით, კაკლით და ორცხობილით მორთეთ.

19. ტორტი მაცივარში 5-6 საათით გააჩერეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს. ნაჭრებად დაჭერით და ახლობლებს დაუძახეთ.

ტორტი „შოკოლადის პლომბირი“ მზადაა. სასიამოვნო ჩაის სმას, ოჯახურ სითბოს და ყველაფერ კარგს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს