არასდროს გააშროთ გარეცხილი თეთრეული ოთახში: გვერდითი მოვლენა სიცოცხლისთვისაა საშიში

268

ალბათ, იცით, რომ არასდროს არ უნდა გააშროთ თეთრეული ოთახში, რომელშიც ცხოვრობთ, რამდენადაც მისი ორთქლი შეიძლება საშიში იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

კრეიგ მაზერი(43) ბოლტონიდან არასდროს ითვალისწინებდა ამ გაფრთხილებას და, საბოლოოდ, ფილტვების ინფექცია მიიღო. მან სერიოზული დაავადება გადაიტანა ობის სპორების გამო, რომლებიც ტანსაცმლის რადიატორზე გაშრობამ გამოიწვია.

-“მკურნალობა მხოლოდ მაშინ დავიწყე, როცა ფილტვების ქრონიკული ასპერგილეზი დამიდგინეს და სპეციალური პრეპარატები დამინიშნეს სოკოვან ინფექციებთან საბრძოლველად”. – თქვა სამი შვილის მამამ.

ექიმმა მას უთხრა, რომ მისი პრობლემები შეიძლება გაუარესდეს, ამიტომ უნდა შეწყვიტოს ტანსაცმლის შრობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში დახურულ ოთახებში. ამ 12 თვეში მან ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.

მისი შემთხვევა ერთ-ერთი სხვა უამრავიდან. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ტანსაცმლის შრობა ოთახში სერიოზულად ვნებს ჯანმრთელობას. ტანსაცმელი, რომელსაც რადიატორზე ფენთ, სახლში ჰაერის ტენიანობას 30%-ით ზრდის, რაც იდეალურ პირობებს ქმნის ობის სპორების გასაჩენად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს