ნივთები, რომლებიც თქვენს ცარიელ საფულეს და საბანკო ანგარიშს წამებში გამოაშკარავებს

1715

ჩვენ, ყველას გვსურს თავი შეძლებულ ადამიანად წარმოვადგინოთ. ზოგჯერ ზედმეტად ვცდილობთ. ამ მომენტში მოდა ბოროტად გვეხუმრება: საყვარელი ნივთები აქტუალური და პრაქტიკული აღარაა. რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? სწორია, ზედმეტ ნივთებს ვყრით და მაღაზიაში აქტუალურ, შესაფერის ნივთებს ვყიდულობთ.

Photo credit: Depositphotos

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ რამდენიმე ნივთზე, რომლებიც გარდერობიდან და საერთოდ, სახლიდან უნდა მოიშოროთ. ნივთები, რომლებიც მფლობელის უგემოვნობაზე უბრალოდ ყვირის. მოკლედ რომ ვთქვათ, ხარახურა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ.

ვყრით უსარგებლო ნივთები

უზარმაზარი ფოტოს ჩარჩოები

დასვენების ან ქორწილის დღეს გადაღებული საყვარელი ფოტოები კედელზე ან ავეჯზე ლამაზად გამოიყურება. ზოგიერთს ძალიან სურს საყვარელ სურათს პათოსი შემატოს და სქელ ჩარჩოებში სვამს, როგორც მუზეუმის ნახატებს. თუნდაც ფოტო პატარა ზომის იყოს. სიმართლე გითხრათ, სასაცილოდ გამოიყურება.

ფოტოსთვის უფრო მსუბუქი, აქტუალური ჩარჩო შეარჩიეთ ან საერთოდ ტილოზე დაბეჭდეთ. ასე მთელ ყურადღებას ფოტოზე გადაიტანთ. ამას პრაქტიკული მხარეც აქვს: უფრო ნაკლები მტვრის გადაწმენდა მოგიწევთ.

„მახვილგონივრული“ წარწერები მაისურებზე

ასეთი ნივთები ნამდვილად ნანახი გაქვთ და თან არაერთხელ. ციტატები ფილმებიდან, პოპულარული სატელევიზიო შოუდან ან ინტერნეტ რგოლიდან. ერთი შეხედვით საინტერესოა, თუმცა დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ფრაზა შეიძლება უადგილო იყოს ან უბრალოდ მოსაწყენი გახდეს.

კიდევ უფრო სასაცილოდ გამოიყურება ზრდასრულ ადამიანზე, რომელსაც თმაში ჭაღარა შეეპარა. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. აირჩიეთ შესაფერისი სტილი. მხიარული წარწერები კი ახალგაზრდებს დაუთმეთ.

ფუმფულა სათამაშოები

დავიწყოთ იმით, რომ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ამით შეგიძლიათ ითამაშოთ და ა.შ. ზოგჯერ ეს რომანტიკული ან მეგობრული საჩუქარია, ყურადღების საჩვენებლად. სათამაშო ნოსტალგიის ობიექტი და მტვრის შემგროვებლად ხდება.

გირჩევთ, სათამაშოები ბავშვთა სახლს გადასცეთ. აქ, დანიშნულებით უფრო გამოიყენებენ. შეგიძლიათ მეზობელ ბავშვს ან მეგობარს აჩუქოთ, ვისაც ბავშვი ჰყავს. ბუნებრივია, თავად სათამაშო კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ გადააგდეთ.

ცნობილი ბრენდების ყალბი ნიმუშები

ეს ყოველთვის იყო. ადრეც იცვამდნენ ჩინეთიდან შემოსულ სპორტულ ტანსაცმელს, რომელსაც სახელში რამდენიმე შეცდომა შეიძლება ჰქონოდა. ახლა ბრენდების სახელები ყველამ იცის, მაგრამ მაინც ყიდულობენ ტანსაცმელს ან ტექნიკას, რომელიც ოფიციალურთან შედარებით უფრო იაფი ღირს. ყალბი? რა თქმა უნდა, სამაგიეროდ ნამდვილივით გამოიყურება!

არა, არ გამოიყურება და ყველამ ვიცით. ტანსაცმლის ძაფები შეიძლება გაწყდეს. ფერი შეიძლება გახუნებული იყოს. ტექნიკაც განსხვავდება: გამოყენების ვადა, ზოგიერთი ფუნქცია, დაბალი ენერგიის ბატარეა. გთავაზობთ, ნაკლებად ცნობილი ბრენდები შეიძინოთ. სამაგიეროდ, ოფიციალური და გარანტიით.

აბრეშუმის თეთრეული

ადრე ატლასის თეთრეულზე დიდი მოთხოვნა იყო. რაც უფრო გლუვი და ბზინვარეა ქსოვილი, მით უკეთესი. სხვადასხვა ფერები, მაგრამ აუცილებლად „ბზინვარე“, რაც მფლობელის ფინანსურ მდგომარეობას განსაზღვრავდა. ახლა მოხმარებელი მიხვდა, რომ სრიალა მასალა კომფორტული ძილისთვის ნაკლებად გამოდგება. ხელოვნური აბრეშუმი კი მოვალეობას ცუდად ასრულებს: ზაფხულში ცხელია, ზამთარში ცივი.

თანამედროვე თეთრეული უფრო ნატურალური მასალისგან მზადდება. იდეალურია, ბამბა და სელი. ჩვეულებრივ, პასტელური ან უბრალოდ თეთრი ფერის. თეთრეული კარგად სუნთქავს და ძილზე დადებით გავლენას ახდენს. ადრე რატომ არ ვიცოდით?

ასევე გვინდა გავიხსენოთ ისეთი უსარგებლო ნივთები, როგორიცაა იაფი სამზარეულოს ტექნიკა 3–1–ში, რომელსაც რაღაც აუცილებლად გაუტყდება, ძველი დალაქავებული პირსახოცი, რომელიც დროა გადააგდოთ, ფერადი ჯინსი, რომლის მოდაც უკვე დიდი ხანია გადავიდა. თქვენ უბრალოდ კარგი ინტუიცია, გემოვნება უნდა გქონდეთ და მას დაეყრდნოთ. ძველი ნივთების გადაყრა არ დაგავიწყდეთ. სახლი ნაგავსაყრელად არ აქციოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს