როდის მოხდა? 10, 100 თუ 1000 წლის წინ? როცა ქალმა საკუთარი თავი გააუფასურა და კაცების მოსაწონად ყველაფრის გაკეთება დაიწყო? თუ ეს უბრალოდ ინსტინქტია, რომლის გადალახვაც ღრმა თვითშეგნებითაც შეუძლებელია? და კითხვა: როგორ შეიყვაროს ქალმა საკუთარი თავი?
„პაპარაცმა“ არაერთხელ სცადა სწორი პასუხის პოვნა, მაგრამ რეაქცია ყოველთვის განსხვავებულია. ზოგი გვეთანხმება, ზოგი ამტკიცებს, რომ ასე არაა. ჩვენ თითოეულის მოსაზრებას ვაფასებთ: ნებისმიერი გამოცდილება სამართლიანი და მნიშვნელოვანია. დღეს ვეცდებით კიდევ ერთხელ პოლემიკაში შემოვიდეთ.
როგორ შეიყვაროს ქალმა საკუთარი თავი
ალბათ, ყოველთვის უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს: რას გაძლევთ თქვენი სილამაზე? რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი 50 კგ–მდე დაკლება და არა 75–მდე? რა უნდა ქნათ, თუ სიმაღლეში 1,9 მეტრი ხართ და 44 ფეხის ზომა გაქვთ? ან, პირიქით, დაბალი ხართ, მაგრამ არა გამხდარი და დაკლებაც გიჭირთ: ძვალი ისეთი არაა!
აი, სარკეში საკუთარ თავს უყურებთ და აცნობიერებთ, რომ ინსტაგრამის პროფესიონალური ლამაზმანი ვერ გახდებით. მონაცემები არ გაქვთ, ფინანსები უმარტივეს პლასტიკური ჩარევის საშუალებას არ გაძლევთ, რომ არაფერი ვთქვათ უბრალო საშუალებებზე, რომლებიც იაფი არ ღირს.
ამ კითხვაზე პასუხი სცადეთ: ვინ არის ნამდვილად ბედნიერი ამ პროფესიონალი ლამაზი ქალებიდან და რატომ სჭირდებათ მუდმივად ყურადღების მიპყრობა? იქნებ ფარული ინსტინქტი იმალება: თმა დაივარცხნა და უკვე თაყვანისმცემლების რიგია. ჩვენი აზრით, ყველაფერი ფულის გამომუშავების შესაძლებლობას ეყრდნობა.
ასეთი ვარიანტი გამორიცხული არაა: თითოეულ ასეთ ქალს ჰყავს შეყვარებული, რომელსაც ძალაუფლება სურს. ასე დომინირებს: ქალს აიძულებს მის სილამაზის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ეს გადაჭარბებული სურვილია, რომ უფრო ლამაზი იყოთ, ვიდრე ხართ. აქ სიყვარულს ადგილი აქვს?
ჩვენ ვცდილობთ სტატუსის გამომუშავებას, მაღალ სოციალურ გარემოში ყოფნას. ეს ინსტინქტია. თანამედროვე სამყაროში შეგიძლიათ ამას არ დაემორჩილოთ, მაგრამ მაინც მუშაობს. კაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც კანონებში ჯდებიან. ეს ქცევის ზოგადი ბრძანებაა. თუმცა ახლა შეგიძლიათ დაინახოთ ქალები, რომელთაც მოსწონთ რომ არავის ჰგვანან.
უამრავი ისტორია არსებობს. ძლიერი ქორწინება ყველაზე მოულოდნელ ადგილებში დაიწყო. ჩვენს ერთ–ერთ მეგობარს მომავალი მეუღლე შეუყვარდა მაშინ, როცა ანესთეზიის შემდეგ საავადმყოფოში დახეტიალობდა და წვეთოვანი სისტემა ელეგანტურად მიჰქონდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ინსტაგრამელ გოგოს ჰგავდა. ის უბრალოდ გაბრუებული, გაოგნებული იყო. ბოლოს, მან მხოლოდ ერთი რამ გვითრა: „თვალები, მეგობრებო. მისი ხედვა დავინახე“.
მეორემ მშობიარობის დროს 100 კგ მოიმატა. ამასთან ყოველთვის 50 კგ–ს ფარგლებში იყო. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქმარმა არა მხოლოდ არ მიატოვა, არამედ განაცხადა, რომ ახლა ორმაგად უყვარს, რადგან ახლა ორზე უფრო მეტია. მოკლედ, ამან მისი ცოლი არ დაამშვიდა და ერთ წელში ჩვეული ფორმა დაიბრუნა. თქვა, რომ ეს საკუთარი თავისთვის გააკეთა.
მამაკაცები ხედავენ, როცა ქალი არ თვალთმაქცობს. ხედავენ, როცა ქალს საკუთარი თავი უყვარს. აქ, შეგვიძლია გავიხსენოთ ერთი ბრძენი ფსიქოლოგის სიტყვები: „წარმოიდგინეთ, რომ ტყეში, სადაც ცხოვრობს ირემი, ბეჰემოთი და სპილო, ყველამ მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ ირემი ყველაზე ლამაზია. ამით სპილო და ბეჰემოთი ნაკლებად ლამაზი გახდება და განუვითარდებათ თუ არა არასრულფასოვნების კომპლექსი?“
ყველა ვიღაცას ჰგავს
ადრე გამოვაქვეყნეთ სტატია იმის შესახებ, თუ რატომ უჯდება ფუმფულა ფორმების ქალს ცხოვრება უფრო ძვირი, ვიდრე გამხდრებს. ერთ–ერთი მესიჯი ასეთია: ყველა გამხდარი ქალი ვიღაცას ჰგავს. ინდივიდუალურობის მასიური დაკარგვა. ამის მიუხედავად „სპილოები“ და „ბეჰემოთები“ თავს დიდებულად ცხოვრების უფლებას აძლევენ და გარეგნობაზე საერთოდ არ ნერვიულობენ.
კიდევ ერთი მომენტი. ქალს ყოველთვის შეუძლია გახდეს ისეთი, როგორიც სურს. დღეს ისეთი განწყობა აქვს, რომ სხვებს თავი მოაწონოს: ყველა თვალს არიდებს და ხედვას მასზე არ ჩერდება. ხვალ კი მუცელში პეპლები დაფრინავენ და ყველა მას უყურებს. როგორიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს.
დიახ, ზოგჯერ ეს აშინებთ (ღმერთო, სხვები რას იტყვიან!) და კვლავ იმალებიან, ფირებს და სთორებს უყურებენ, ოჰ, ნეტავ, ასეთი დუნდულები მქონდეს! მაგრამ მთავარია, თქვენი შეგრძნება, როცა სარკეში იყურებით. საკუთარი თავი უნდა შეიცნოთ. სილამაზით, რომელიც შიგნით გაქვთ.
რედაქციისგან
საჭირო არაა, ვინმეს დაემსგავსოთ – სჯობს საკუთარ თავს ჰგავდეთ. როცა საკუთარ ბუნებრიობას მიიღებთ, საკუთარი სურვილებს გაუგებთ, მაშინ კომპლექსები გაქრება, როგორც უსარგებლო რუდიმენტი. აი, მთელი საიდუმლოც.
მოგვწერეთ, თუ როგორ შეიყვაროს ქალმა საკუთარი თავი. სავარაუდოდ, ფასდაუდებელი გამოცდილება გაქვთ, რამაც შეიძლება სხვები შთააგონოს. იქნებ, ეს სხვებს დაეხმაროს? გვიამბეთ, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე.