ზამთრის ცივ ამინდში, როცა დღე პატარაა, სახლში უფრო მეტი დროის გატარება გვიწევს. ეს პერიოდი შეგიძლიათ მზარეულობას დაუთმოთ და ოჯახის წევრები სახლში გამომცხვარი კერძებით გაახაროთ. დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ ღვეზელის შიგთავსის წაუგებელ ვარიანტებს, რომლის წყალობით მარტივ კერძს სუფრიდან წამებში დაიტაცებენ.
შიგთავსები ღუმელში გამომცხვარი ღვეზელისთვის
სწორი შიგთავსის გარეშე სასურველ ღვეზელს ვერ გამოაცხობთ. თუნდაც იდეალურად გამოიყურებოდეს, თუ შიგთავსი არ უვარგა, არავინ შეჭამს. სწორედ ამიტომ, მარტივი, მაგრამ გემრიელი შიგთავსები თქვენს კულინარიულ არსენალში უნდა იყოს.
1. კომბოსტო კვერცხით
ღვეზელი კომბოსტოს შიგთავსით ნამდვილი კლასიკაა. ეს შიგთავსი იმედს არავის გაუცრუებს. უბრალოდ კომბოსტო დაჭერით და ზეთში ცხელ ტაფაზე დაყარეთ. მარილი და შავი, დაფქული წიწაკა მოაყარეთ. თავსახური დაახურეთ და მომზადებამდე თუშეთ. დრო და დრო აურიეთ.
ამ დროში კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და კუბებად დაჭერით. კვერცხი გაგრილებულ კომბოსტოს აურიეთ და ცოტა კამა დაუმატეთ. ახლა ღვეზელის მომზადებას შეუდექით.
2. ლორი ყველით
წვრილად დაჭრილი ლორი შიგთავსისთვის საკმარისია. თუ ძალიან ჩქარობთ, შეგიძლიათ მსხვილ სახეხზე გახეხოთ, თუმცა დაჭრილი უფრო გემრიელია. შემდეგ ყველი წვრილად გახეხეთ. მოხარშული კვერცხი კუბებად დაჭერით. შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი კამა დაუმატოთ. მარილის მოყრა აუცილებელი არაა.
3. კვერცხი ბრინჯით
ამ შიგთავსს შეიძლება სკეპტიკურად შეხედოთ, თითქოსდა მშრალი გამოვა. ტაშკენტში იციან, თუ როგორ გამოასწორონ სიტუაცია, რომ შიგთავსი წვნიანი გამოვიდეს, ხოლო ღვეზელი ბრინჯით და კვერცხით წამებში გაქრეს. თუნდაც ხმაურიან ბაზრობაზე.
თავდაპირველად, ბრინჯი მოხარშეთ. წინასწარ კარგად გარეცხვა არ დაგავიწყდეთ. ცხელ ბრინჯს ხარისხიანი კარაქის დიდი ნაჭერი დაუმატეთ. აქ, ბევრი ცოტა კარაქს იყენებს, რაც მთავარი შეცდომაა. შემდეგ დაჭრილი კვერცხი დაუმატეთ. აღსანიშნავია, რომ ბრინჯი და კვერცხი თანაბარი პროპორციით უნდა აიღოთ.
მწვანილი უხვად გამოიყენეთ. გამოგადგებათ კამა, ოხრახუში და ცოტა მწვანე ხახვი. მწვანილი წვრილად დაჭერით და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. შიგთავსი რომ უკეთესი გახდეს, მარილი სოუსით ჩაანაცვლეთ. ასეთი ღვეზელი წარმოუდგენლად გემრიელი გამოვა.
ყველაზე მარტივი შიგთავსი ღვეზელისთვის
4. კარტოფილი
გემრიელი ღვეზელი უბრალო კარტოფილითაც გამოვა. საკმარისია გასუფთავებული კარტოფილი მოხარშოთ, შემდეგ რძესთან ერთად დაჭყლიტოთ და კარაქი აურიოთ. კარტოფილის ნახარში შეგიძლიათ ღვეზელის ცომში გამოიყენოთ. ყველაზე ეკონომიური დიასახლისის ვარიანტი.
თუ გსურთ ოჯახის წევრები ტკბილი ღვეზელით გაანებივროთ, ვაშლზე უკეთეს შიგთავსს ვერ მოიფიქრებთ. გახეხეთ, შაქარი მოაყარეთ და საწურზე დატოვეთ. როცა წვენი დაიწურება, ვაშლის შიგთავსი ღვეზელში ჩადეთ ან ერთი დიდი ღვეზელი გააკეთეთ. წვენი შეგიძლიათ ნებისმიერი, სხვა მიზნით გამოიყენოთ.
რა თქმა უნდა, დღეს ღვეზელის შიგთავსისთვის ყველაზე გამოცდილ და ყველაზე წარმატებულ ვარიანტებს გთავაზობთ. გემრიელად მიირთვით!