ცხოვრებაში ხდება ხოლმე, რომ სიყვარული და ღალატი ერთმანეთის პარალელურად, გვერდიგვერდ მიმდინარეობს. ვიღაცისთვის, ეს შეიძლება ნამდვილი ტრაგედია იყოს, ხოლო სხვა, პირიქით, მოვლენათა ასეთ განვითარებას საკმაოდ მშვიდად ხვდება.
რედაქციაში მოგვწერა გოგონამ, რომელმაც, გასაგები მიზეზების გამო, არ ისურვა ვინაობის გამხელა. მისი სიტუაცია, ჩვენი აზრით, საკმაოდ ნაღვლიანია, თუმცა, ჩვენ არავის განსჯას არ ვაპირებთ. იქნებ, თქვენ შეძლოთ მისთვის სასარგებლო რჩევის მიცემა, რათა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
სიყვარული და ღალატი
-“გამარჯობა. არ აქვს მნიშვნელობა, რა მქია, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 38 წლის ვარ. შესანიშნავად გამოვიყურები, კარგი ხელფასიც მაქვს და მიყვარს საკუთარი თავის კარგი დასვენებით განებივრება. დაქორწინებული ვარ, 3 შვილი და საყვარელი ქმარი მყავვს. ისიც არ უჩივის ხელფასს, ჩემზე უფრო მეტსაც იღებს.
ერთმანეთი ინსტიტუტში გავიცანით, თუმცა, დიდხანს ვერ ვაწყობდით რომანტიკულ ურთიერთობას. ვმეგობრობდით, მეტი არაფერი. კინოში, თეატრში დავდიოდით. ეს ახლა ვითარდება ურთიერთობები სწრაფად, ადრე ასე ვერ ვახერხებდით. არც ბევრი ვარიანტი იყო პაემნისთვის – გასეირნება პარკში ან ხეივანში.
შემდეგ ყველაფერი აჩქარდა… ქორწინება, ნორმალური სამსახური, ბავშვი. შემდეგ უფრო პრესტიჟული სამსახური, ბიზნესი, ბავშვები… ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად იყო. რეალურად კი, იდეალურთან ახლოს. მიყვარს ქმარი, მასაც ვუყვარვარ, თუმცა, ნაპერწკალი გაქრა. უკვე აღარ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, როგორიც ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ. ჩვენთვის სასაუბრო თემა მხოლოდ ბავშვებსა და სამსახურს ეხებოდა.
გამოდის, რომ უკვე აღარ ვიყავით ის ორი შეყვარებული ადამიანი, არამედ ერთგვარი ბიზნეს-პარტნიორები. მე ყველაფერი ვიცი ჩემი ქმრის შესახებ, ქმარმა – ჩემ შესახებ. ნუ, მთლად ყველაფერი არა – მე მარ ვღალატობ.
ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყო და თავიდან რაღაც საშინელებად, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასირცხვილო საქციელად მეჩვენებოდა. ისეთი პერიოდი იყო, როცა მე და ქმარი ვკამათობდით, პრობლემებმა კი ძალიან დამთრგუნა. მჭირდებოდა მხარდაჭერა და ადამიანური სითბო. თავი ვეღარ შევიკავე.
შემდეგ, გაუაზრებლად, გემო გავუგე და მამაკაცებს წინდებივით ვიცვლიდი. მქონდა უფრო სერიოზული ურთიერთობაც, როცა მთელი წლის განმავლობაში ვხვდებოდით, მაგრამ უცებ გადავწყვიტეთ, აღარ შევხვედრილიყავით. იგი სხვა ქვეყანაში გადავიდა და მასთან კონტაქტი სრულად გავწყვიტე.
თუმცა, ქმარი ვერაფერს ხვდება. ჩემი სამსახურის სპეციფიკა საშუალებას მაძლევს, დიდხანს არ მივიდე სახლში, ამიტომ ქმარი მიჩვეულია ჩემს არყოფნას. თუმცა, მუდმივად მირეკავს. სამწუხაროდ, არა ჩემს შესამოწმებლად, არამედ იმის სათქმელად, თუ სადაა… ეს ფაქტი გულს მტკენს, რამდენადაც ასეთ მომენტებში ვხვდები, რა საზიზღარი ადამიანი ვარ სინამდვილეში.
ჩემი შვილების მამას ძალიან ვაფასებ, ეს არაფერ შუაშია. მან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვისაც, ამიტომ განქორწინებაზე საუბარი არც კი მიფიქრია. თუმცა, ერთი ცხოვრება გვაქვს და მინდა, რაღაც სიხარული და მრავალფეროვნება გამოვცადო. სამსახურზე გადაყოლილ ადამიანთან ცხოვრება ერთი დიდი განსაცდელია. მისი ნება რომ ყოფილიყო, დასვენების დღეებს ან შვებულებას არ გამოიყენებდა. ისე იმუშავებდა.
რატომ? ბავშვები კარგად სწავლობენ, კარგად აცვიათ… მე არასდროს მიწუწუნია, რადგან მთელი ოჯახის რჩენა მე თვითონაც შემიძლია. მხოლოდ ყურადღება მაკლია.
მაპატიეთ, არეულად რომ ვწერ, უბრალოდ ეს აზრთა და გრძნობათა ნაკადი უფროა, ვიდრე რაღაც გამართული ისტორია. თანაც, სასაუბრო არაფერია, მთელი პრობლემის არსი გიამბეთ. ბოლოს მინდა იმ ქალებს ვუთხრა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ქმრები საკმარის ფულს ვერ აკეთებენ: ძვირფასებო, მთავარი სიყვარული და ურთიერთგაგებაა. მთავარია, გიყვარდეთ და გულახდილად ესაუბრებოდეთ ადამიანს, რომელთან ერთადაც ცხოვრობთ. ამას ფული ვერ ჩაანაცვლებს. გიყვარდეთ თქვენი მამაკაცი და იყავით თავადაც საყვარელი. ამას მთელი გულით გისურვებთ!”