სილამაზე მრავალმხრივი ცნებაა. არ არსებობს ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ადამიანები განსაზღვრავენ, ლამაზები არიან თუ არა. ქალის სილამაზის არსი რამდენიმე ნაწილს მოიცავს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანელმა სოციოლოგებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს. მათ ჰკითხეს მამაკაცებს, თუ რა მოსწონთ მათ ქალებში ყველაზე მეტად. გასაკვირია, თუმცა, მამაკაცთა 70-მა %-მა უპასუხა, რომ მათ ქალის თავდაჯერებულობა იზიდავდა.
როცა ქალი თავდაჯერებულია და თავის ნაკლზე არ ამახვილებს ყურადღებას, იგი იზიდავს საზოგადო ყურადღებასა და ინტერესს. აგრეთვე, მამაკაცთა 47% თვლის, რომ ქალში მნიშვნელოვანია სტილის შეგრძნებაც. ის, რასაც მამაკაცებმა მიმზიდველი უწოდეს, ასაკთან ერთად მოდის. სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თითოეული ქალი, ასაკთან ერთად, სულ უფრო ლამაზდება. ქალის ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე ეტაპი, როცა იგი ვარდივით ყვავის.
ქალური სილამაზის არსი
დედობის სილამაზე
ბავშვი, რომელსაც დედა დიდხანს ელოდა, მის სიცოცხლეს ახალ აზრს აძლევს. გარდა იმისა, რომ ორგანიზმი ახლდება, იგი თავს განსხვავებულად გრძნობს. ესე იგი, განსხვავებულადაც გამოიყურება. ქალი იწყებს ელვარებას, მას თვალს ვეღარ მოსწყვეტთ.
იმედგაცრუებული ქალი
წარუმატებლობები და იმედგაცრუებები ცხოვრებაში გვასწავლის პრობლემების გადაჭრასა და მათზე განსხვავებულად რეაგირებას. ქალი, რომელმაც ცხოვრებაში ძლიერი დარტყმა გადაიტანა, აღარასდროს იქნება ბავშვური გოგონა, რომელიც პირველ პაემანზე კისკისებს. არა, ესაა ქალი, რომელიც წინასწარ ჭვრეტს რისკებს და არ მოგცემთ თავის მოტყუების საშუალებას. იგი მამაკაცისთვის იდუმალია, რაც მას ძალიან იზიდავს.
სიყვარული და სილამაზე
გრძნობა, რომელიც ქალს მაშინ ეუფლება, როცა ვიღაც უყვარს, მას აძლევს უსაზღვრო სასიცოცხლო ენერგიას. შეყვარებული ქალი კი ბედნიერი და მშვენიერია. იგი სინათლეს ასხივებს ღიმილის დროს და ოცნებით ხუჭავს თვალებს. მასთან სასიამოვნოა საუბარი, რამდენადაც თავის ბედნიერებას სხვებსაც უზიარებს. სიყვარულის უნარი ასაკთან ერთად მოდის. ქალი სწავლობს საკუთარი თავის მოსმენას, მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი რამეების ერთმანეთისგან გარჩევას. ამისთვის, პირველ რიგში, უნდა გაიგოს, რომ, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა შეიყვარსო, მხოლოდ ამის შემდეგ – თავისი პარტნიორი. მხოლოდ ასე შეძლებს, გახდეს ბედნიერი.
მამაკაცი და თავდაჯერებულობა
ის თავდაჯერებულობა, რომელიც მამაკაცებს ასე იზიდავს, თანდაყოლილი არაა. იგი მაშინ ჩნდება, როცა ქალი თავისი ცხოვრების მეგზურს იპოვის. შესაძლოა, სწორედ ამიტომ იზიდავენ დაქორწინებული ქალბატონები მამაკაცებს უფრო მეტად, ვიდრე მარტოხელები. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსიყვარულე და საყვარელ ქალს ესმის, რომ მას ისეთად აღიქვამენ, როგორიც ბუნებამ შექმნა. თავის ნაოჭებიან-ნაკეცებიან-ჭორფლებიანად.
სიმშვიდე და სილამაზე
როცა ქალი ახალგაზრდაა, იგი ემოციებს ათავისუფლებს. მხოლოდ წლების შემდეგ შეუძლია მას მათი მიჩქმალვა. სიმსვიდე და შინაგანი წონასწორობა ადამიანებს იზიდავს. მშვიდი ადამიანის ცქერა, მასთან ურთიერთობა და თავის შედარება ძალიან სასიამოვნოა.
როგორც ხედავთ, ქალური სილამაზის არსი გარეგნობაში სულაც არ მდგომარეობს. დროა, მოეშვათ ნაოჭების დაფარვასა და ჭაღარების სიძულვილს. შეიყვარეთ საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ თქვენთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი შინაგანი წონასწორობის პოვნაა. როცა საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით, ნამდვილად შეძლებთ გარშემომყოფებისთვის თავის მოწონებას. თუმცა, ზრდასრულ ქალს გარეშე პირთა აზრი არ აინტერესებს, რამდენადაც იცის საკუთარი თავის ფასი.
თქვენ როგორ ფიქრობთ? როდისაა ქალი ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი?