როგორ შევარჩიოთ ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი დერმატინის ნაკეთობებს შორის

1013

გამარჯობა! ამ სტატიაში წამოვწევ ისეთ მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო საკითხს, როგორიც ფეხსაცმლის შერჩევაა. მგონი, ყველამ იცის, რატომაცაა ეს საკითხი მნიშვნეოვანი. ხარისხიანი ფეხსაცმელი ხომ მოხერხებულობა, კომფორტი, თავდაჯერებულობა და ჯანმრთელობაა. ამიტომაც, ფეხსაცმლის შერჩევას განსკაუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ.

Photo credit: Depositphotos

როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი ფეხსაცმელი

პირველ რიგში, სხვადასხვა ფეხსაცმელი არსებობს: სპორტული, ტურისტული, ყოველდღიური და ოფიციალური. რა თქმა უნდა, არავინ ირბენს გალაქული ფეხსაცმლით სტადიონზე, ისევე, როგორც არ ჩაიცვამს კედებს მნიშვნელოვან შეხვედრაზე. ალბათ, მოდის სამყაროში გამონაკლისი იქნება, თუმცა, მათ დეტალურად არ განვიხილავთ.

Photo credit: Depositphotos

მეორეც, ფეხსაცმლის თითოეული სახეობა სხვადასხვაგვარად იქმნება. დანიშნულებიდან გამომდინარე, მას სხვადასხვა მასალისგან ამზადებენ. მაგალითად, კედების სარბენი მოდელები სინთეტიკისგან მზადდება, ხარისხიანი მოდელები, ქეჟუალის სტილში – ნატურალური ტყავისგან. გარდა ამისა, ფეხსაცმელები ფასითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ, ნამდვილ ტყავს ხელოვნურით ანაცვლებენ. უფრო მეტი ვარიანტი ჩნდება, როცა კონკურენციაში ერთვება ზამშის ან ნუბუკის მოდელები. ფეხსაცმლის მაღაზიებში თვალები გვიჭრელდება.

Photo credit: Depositphotos

რამდენიმე წლის წინ, ფეხსაცმლის მაღაზიაში გამყიდველ-კონსულტანტაც ვმუშაობდი. ამიტომ, ფეხსაცმელებში საკმაოდ კარგად ვერკვევი – ბევრ ადამიანს დავხმარებივარ მოდელის არჩევაში. პირველი, რაც უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს ფეხსაცმლის შერჩევისას: რისთვის მჭირდება ფეხსაცმელი? წლის რომელ დროს უნდა ჩავიცვა? ამ კითხვებზე პასუხი უკვე გვიბიძგებს სწორი სახეობისკენ, საბოლოოდ კი შევარჩევთ შესაფერის მასალასა და ბრენდს.

Photo credit: Depositphotos

თუ ხარისხიანი ფეხსაცმელი ყოველდღიური მოხმარებისთვის გჭირდებათ, აირჩიეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული ნაკეთობა. მე გირჩევთ ნატურალური ტყავის კლასიკური ფეხსაცმლის, ჩექმის ან კედის შეძენას. იგი არ ახურებს კანს, ტერფებს სწორ მიკროკლიმატს უქმნის. აგრეთვე, ნატურალური ტყავის ნაკეთობა უფრო დიდხანს მოგემსახურებათ, არ იხევა ან სკდება ზამთარში. თუმცა, უფრო ძვირიც ღირს. როგორც ამბობენ, ძუნწი ორჯერ იხდის.

Photo credit: Depositphotos

გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალი ფეხსაცმელი თავიდან მოუხერხებელია, იგი ფეხს უნდა მოერგოს. მოკლედ: ტყავის ფეხსაცმელთან ასეთი პრობლემა არ გექნებათ – იგი შესანიშნავად იწელება. იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი ცოტათი გიჭერთ, მისი გაწელვა ნახევარი ან 1 სრული ზომითაც კი შეიძლება. თუმცა, უნდა იცოდეთ, როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი ფეხსაცმელი სწორად. ამისთვის უნდა შეძლოთ ტყავისა და მისი შემცვლელის განსხვავება.

როგორ გავასხვავოთ ტყავი და დერმატინი?

დასაწყისისთვის, უბრალოდ დახედეთ სპეციალურ იარლიყს. ტყავის ფეხსაცმელზე ცხოველის ტყავია გამოსახული, ხოლო ტყავის შემცვლელის ნაკეთობაზე – რომბი. ამასთან, შეიძლება ეტიკეტზე ან ფეხსაცმლის ყუთზე წაიკითხოთ კიდევაც დამზადების მასალა. ინგლისურად ტყავს “Genuine leather”, ხოლო იტალიურად “Vera pelle” აწერია.

Photo credit: Depositphotos

აგრეთვე, შეგვიძლია საკუთარი ტაქტილური შეგრძნებების გამოყენებაც. ანუ, შეეხეთ ფეხსაცმელს ხელებით. დაადეთ მას ხელის გული – ნატურალური ტყავი სულ ცოტა ხანში გათბება ხელის სითბოთი. თუ იმავეს ხელოვნური ტყავის ფეხსაცმელზე გააკეთებთ, ცვლილებას ვერ შეატყობთ. გარდა ამისა, თავად ფეხსაცმელზე დარჩება ნოტიო კვალი იქ, სადაც შეეხეთ.

Photo credit: Depositphotos

მასალის შესამოწმებლად, დააწვეთეთ ფეხსაცმელს 1 წვეთი წყალი. არამგონია, ეს ფეხსაცმლის მაღაზიაში შეძლოთ, თუმცა, მეთოდი გამოდგება სახლის პირობებში. ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი წვეთს თანდათან იწოვს, შემცვლელზე კი წყალი უბრალოდ სრიალებს. აგრეთვე, ტყავის შემოწმება ცეცხლითაც შეიძლება – იგი არ იწვის. იმედია, ეს მარტივი, თუმცა, სასარგებლო რეკომენდაციები დაგეხმარებათ ხარისხიანი ფეხსაცმლის შერჩევაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს