რა ცვლილებები გველოდება 21 დეკემბრის, მერწყულის ეპოქის დაწყების შემდეგ

762

2020 წელმა ბევრი რამ გვასწავლა. პირველ რიგში, მან კაცობრიობის ღირებულებები და სისუსტეები დაგვანახა. ჩვენ თითქოსდა უხილავ ზღვარს მივუახლოვდით, რომლის მიღმაც სწორედ ის უსასრულობა ჩანს. ნიღბების ტარება და თვალებით სხვადასხვა ემოციების გარჩევა ვისწავლეთ. ჩუმად ყოფნა და მარტოობასთან შეგუება ვისწავლეთ. მაგრამ ცხოვრება ახალ სამყაროში მხოლოდ ახლა იწყება.

photo credit: GettyImages

ამ წარმოუდგენელმა 2020 წელმა კიდევ ერთი სიურპრიზი მოგვიტანა. ეს არის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, რომელზეც ბევრი და ხშირად ლაპარაკობს. 21 დეკემბერს ორი სოციალური პლანეტის, იუპიტერის და სატურნის შერწყმა მოხდა, რაც მერწყულის ეპოქის დასაწყისია. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რას ნიშნავს ეს თითოეული ჩვენგანისთვის.

photo credit: pixabay

ცხოვრება ახალ სამყაროში

ასტროლოგები სასიგნალო რაკეტებს გვიგზავნიან და ამბობენ, რომ ცხოვრება ძველებური აღარ იქნება! ახალი ეპოქა თითქმის საუკუნეზე მეტი გაგრძელდება და ყველაფერს ჰაერის სტიქიის ნიშანი, მერწყული მართავს. აი, რამდენიმე პუნქტი, რას უნდა ელოდოთ და რა უნდა დატოვოთ რთულ 2020 წელში სამუდამოდ.

1. “სამეფო ასპექტი“ სოციალური წესრიგის ახალ პროგრამას გვპირდება. მოწყობილ სტრუქტურას ამწამსვე ვერ დავინახავთ, კაცობრიობას კრიზისის და ტრანსფორმაციის გავლა მოუწევს. ეს მბზინავი მექანიზმი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდება.

2. მერწყულის ღირებულებები წინა პლანზე წამოვა. ისინი საზოგადოებისთვის ახალი წერტილი გახდებიან, ურთიერთქმედების და მიზნების მიღწევის გზები შეიცვლება. ვიხსენებთ ამ წელს, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე მათგანი გააშიშვლა. საუბარია თავისუფლებაზე, თანასწორობაზე, შემოქმედებით თვითგამოხატვასა და თვითშეცნობაზე. ურთიერთდახმარება და ცხოვრების შენარჩუნება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

photo credit: GettyImages

3. ახალი კანონები და სახელმწიფოებს შორის მკაცრი საზღვრების გაქრობა. განვითარების მულტიპოლარული ვექტორი ძალებს მოიკრეფს. განათლების ახალი სისტემა, ოჯახური ურთიერთობის ახალი წყობა და საერთოდ, ცხოვრების ახალი გზა გველოდება.

4. მეცნიერებაში ახალი ფუნდამენტური აღმოჩენებია მოსალოდნელი, რაც ხელს შეუწყობს ისეთი მიმართულებების განვითარებას, რაზეც ადამიანები მხოლოდ ოცნებობდნენ. საუბარია ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, რომლებიც პლანეტის სწრაფად „ცვეთას“ შეაფერხებს.

photo credit: GettyImages

5. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ დღეს სამყარო სამუდამოდ შეიცვალა, მაგრამ ჩამოყალიბებული სქემების ახალ რელსებზე გადატანა რთულია. სხვადასხვას პროგნოზირებენ: სერიოზული სამხედრო კონფლიქტებიდან დაწყებული ბუნებრივი კატასტროფებით დამთავრებული. როგორც არ უნდა იყოს, ამ ყველაფერმა კიდევ უფრო უნდა გაგვაერთიანოს.

2021: რას და ვის დავემშვიდობოთ

თქვენ შეიძლება ვერაფერი შეამჩნიოთ და მომდევნო დღეები ზუსტად ისეთი იყოს, როგორც ერთი წლის წინ. შეგრძნებებს ენდეთ: ცვლილებები ყველას შეეხება და მათ შორის თქვენც. შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ და მომავალ წელს თქვენი წარმატება განავითაროთ. რა საჭიროა ლოდინი, სანამ ეს სტრესის ან სხვა მიზეზით მოხდება?

1. გადახედეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთაც არ სურთ ან არ შეუძლიათ კომპრომისზე წასვლა. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულნი არიან. ისინი შეცდომებს არ უშვებენ, ამიტომ არაფერზე პასუხისმგებლობის აღება არ სურთ. ამისთვის დრო არ გაქვთ.

photo credit: depositphotos

2. თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ, ის უბრალოდ არ აპირებს თქვენს ადგილზე ყოფნას და არ ჩქარობს თანაგრძნობას. მისთვის სულერთია, გიჭირთ თუ არა. შესაძლოა, არ შეუძლია გაგება, რომ თქვენი მგრძნობელობა და დიდი გული სისუსტე არაა.

3. ალბათ, სჯობს დაემშვიდობოთ მათ, ვინც თქვენს აზრს არ ითვალისწინებს და თქვენს პირად გამოცდილებას უარყოფს. ვალდებული არ ხართ გააკეთოთ ის, რაც სხვებს მოსწონს. მთლიანობაში მათ ნაკლებად აინტერესებთ, ისინი მხოლოდ საკუთარი თავით არიან დაკავებულნი. დაფიქრდით ამაზე.

photo credit: GettyImages

4. დაემშვიდობეთ მათ, ვინც საჭირო დროს თქვენს გვერდით არ არიან. სამაგიეროდ ყოველთვის ჩნდებიან მაშინ, როცა სჭირდებით. მაგალითად, ფულის სესხება და შემდეგ რამდენიმე თვე ან წლები იკარგებიან.

5. ტოქსიკურ ხალხს ყოველგვარი სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ. თქვენ არავის უნდა შეეჯიბროთ, რაიმე დაუმტკიცოთ, თავი მეორეხარისხოვნად, დამცირებულად და უსიყვარულოდ იგრძნოთ. გახსოვდეთ, ზოგიერთს თქვენი წარმატების მიღება უჭირს. ისინი სიამოვნებას იღებენ მხოლოდ მაშინ, როცა შურთ.

რედაქციისგან

ტრანსფორმაცია გარდაუვალია. ნებისმიერი ადამიანისთვის ნორმალურია მუდმივად სწავლა და დროზე ფეხის აწყობა. ვინც ამას არ ეთანხმება და უკვე დაკავებულ პოზიციაზე გაჩერებას ამჯობინებს, სიცოცხლე უმოწყალოდ გააგდებს. ასე ამბობენ ასტროლოგები. მოგვწერეთ, რას ფიქრობთ ამის შესახებ და გვიამბეთ, რასთან და ვისთან აპირებთ დამშვიდობებას ახალ ეპოქაში.

photo credit: pixabay

ცხოვრება ახალ სამყაროში ახალ გამოწვევებს გვპირდება. კარგი შანსია, რომ ყველაფერი მოიშოროთ, რაც გაფერხებთ და დაიწყოთ თავიდან, ცხოვრებას კარი გაუღოთ და მზესავით ანათებდეთ. თითოეულს თავისი გზა აქვს და ყველა იმ ნაბიჯს დგამს, რომელსაც საჭიროდ თვლის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს