ღარიბთა ჩვევები რომელთა გამოც სიღარიბის ჭაობიდან ვერ ამოდიან

16487

დღეს ღარიბი ადამიანების ისეთ ჩვევებზე ვისაუბრებთ რომლებიც მათ გამდიდრებაში უშლით ხელს. სამწუხაროთ უმეტესი ჩვენთაგანი ამ შეცდომებს ყოველდღე უშვებს და არც კი უფიქრდება თუ რა ზიანს აყენებს საკუთარ მომავალს. დროა გავაანალიზოთ სიტუაცია და რაიმე შევცვალოთ.

1. მომანტალური სურვილების დაკმაყოფილება

ადამიანების უმეტესობა მომენტალური სურვილების დაკმაყოფილებაში საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს, ამ სურვილის ასრულებას სიამოვნება მაქსიმუმ 10-20 წუთის განმავლობაში მოაქვს. მაგალითად გამოთვლებს თ დავუჯერებთ ადამიანი წელიწადში 500 ლარს ყავის შეძენაზე ხარჯავს, 785 ლარს კი საღამოს ხემსზე – ჩიფსებსა და სასმელებზე.

2. ფრაზის – “ფული არ მაქვს” ხშირი გამოყენება

“ამისთვის ფული არ მაქვს”, “ძალიან ძვირია”, “თავს ამის საშუალებას ვერ მივცემ” – რამდენად ხშირად იყენებთ მაგვარ გამოთქმებს? ჩვენი ტვინი უნიკალური რამ არის. რაც უფრო ხშირად გაუმეორებთ თქვენს თავს ამ ფრაზებს მით უფრო გაუარესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ფრაზაც რეალობად იქცევა.

აჯობებს უფრო ყურადღებით მიუდგეთ ფინანსებს და ხარჯებს უფრო მშვიდად შეხვდეთ. ამ სამყაროში გამომუშავება ნებისმიერი სურვილის ასასრულებლად შეიძლება.

3. ისეთი ნივთების ყიდვა რომლებიც იმ მომენტში თქვენს შესაძლებლობებს აღემატება

ზოგიერთი ადამიანი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ბრენდებს. მზად არიან აიღონ კრედიტი ან წლობით ინახავენ ფულს პათოსური ნივთების შესაძენად. თმცა ბოლოს აღმოჩნდება, რომ ამ შენაძენისგან გაცილებით ნაკლებ სიამოვნებას და სარგებელს იღებთ ვიდრე მოელოდით.

ეცადეთ თქვენი ხარჯი – თქვენს ხელფასს შეეფერებოდეს. პირიქით ასეთი მიდგომა უფრო გააზრებული და სწორია თქვენი მომავლისთვის.

4. იმპულსური შენაძენი

მოგინდათ რაიმე ნივთი და მაშინვე იყიდეთ… შემდეგ კი თვის ბოლომდე ძლივს გაგაქვთ თავი. ნაცნობი სიტუაციაა?! გირჩევთ ნივთების შეძენას უფრო სერიოზულად მიუდგეთ და ისინი ყოველგვარი აჩქარების გარეშე, გააზრებულად შეიძინოთ.

5. გეგმის არ ქონა

როგორც წესი, წარმატებული ადამიანები მუდმივად გეგმას მისდევენ. მაგალითად კარგი ავტომანქანის ან საცხოვრებლის შეძენა. ამიტომ ისინი ფულ რეგულარულად და ნელ-ნელა ინახავენ. გირჩევთ მათ მიბაძოთ.

6. კრედიტით ცხოვრება

ბანკის ფულის ხარჯვა გაცილებით იოლია ვიდრე მისი გადახდა. გახსოვდეთ, რომ ნასესხები ფული დაბრუნება მოგიწევთ. ამიტომ კარგად გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები და ფული მხოლოდ იმ შემთვევაში ისესხეთ თუ მისი დაბრუნება არ გაგიწირდებათ.

იმედი გვაქვს სტატია მოგვწონათ და სასარგებლო რჩევებიც მიიღეთ. გისურვებთ ახალ წელს ახალი პრინციპებითა და სასარგებლო ჩვევებით შეხვდეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს