სახლში მომზადებული დაკონსერვებული პომიდორი ზამთრისთვის

435

მოამზადეთ ზამთარში შესანახი პომიდვრის კონსერვი. მისი მომზადების პროცესი საკმაოდ მარტივია, თუ რა თქმა უნდა ინსტრუქციას ზედმიწევნით დაიცავთ.

ამ სტატიაში აქცენტს არა თავად რეცეპტზე არამედ მისი მომზადების პროცესზე გავაკეთებთ და რამდენიმე რჩევას მოგცემთ იმისთვის, რომ თქვენი კონსერვი მაქსიმალურად ხარისხიანი და გემრიელი გამოვიდეს.

Photo credit: Depositphotos

დასაწყისისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ პომიდორი მყარი და ხორციანი უნდა იყოს. წვნიანი, რბილი, გადამწიფებული და მით უმეტეს ლპობაშეპარული ნაყოფი არ გამოგვადგება. მათი გარეგნული მხარე დროთა განმავლობაში უფრო უარესად შეილახება და სადღესასწაულო სუფრისთვის აღარ გამოგადგებათ.

მომზადების წინ პომიორი გარეცხეთ გამდინარე წყალში და კარგად გაამშრალეთ. შემდეგ ჩაჭერით და ყუნწის ფუძე მოაშორეთ. პომიდორს ორ ნაწილად ნუ გაჭრით. ახლა შეგიძლიათ რჩევების კითხვაზე გადაერთოთ.

Photo credit: Depositphotos

რჩევა 1

აუცილებლად გაასტერილეთ ქილა და თავსახურები. მათი გასტერილება განმეორებით – ბოლო მომენტში შეიძლება. სტერილურ ქილაში პომიდორი მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით.

რჩევა 2

წყალი აუცილებლად მდუღარე უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანია. სინამდვილეში მისი ტემპერატურა არც ძალიან მაღალი უნდა იყოს რათა პომიდორს ქერქი არ მოსცილდეს. დიდი ქვაბის ფსკერსზე პირსახოცები დააფინეთ და მას თბილი წყალი დაასხით. ამ შემთხვევაში ცხელი წყლის გამოყენება სარისკოა. ახლა პომიდვრიანი ქილები ქვაბში მოათავსეთ. წყალი მათ მხრებამდე უნდა წვდებოდეთ. ქვაბი ცეცხლზე შემოდგით და დაელოდეთ წყლის ადუღებას. გაასტერილეთ 17 წუთის მანძილზე. ნახევარ ლიტრიან ქილას 10 წუთიც ეყოფა.

Photo credit: Depositphotos

რჩევა 3

პომიდორს მდუღარე წყალში დიდი ხნით ნუ გააჩერებთ თორემ დარბილდებიან. სტერილიზაციის შემდეგ სახურავი მოხუფეთ და ქილა გადმოაბრუნეთ. ამგვარად შეძლებთ შეამოწმოთ ქილას წყალი ხომ არ გასდის.

რჩევა 4

პომიდვრიან ქილებს პლედში ნუ შეახვევთ რადგან მის ქვეშ პომიდორი ხარშვას განაგრძობს. პირიქით, ქილა მაგიდაზე ან იატაკზე დატოვეთ, სახურავით ქვემოთ. შემდეგ კი ბნელ და გრილ ადგილას დადევით.

Photo credit: Depositphotos

რჩევა 5

პომიდორს განსაკუთრებული მიხედვა არ ჭირდება. შეგიძიათ ასევე დატოვოთ მაგიდაზე, მის გემოვნური თვისებები არ შეიცვლება. თუმცა ის აუცილებლად მოაცილეთ მზის შუქს რადგან ეს პომიდვრის ფერზე მოახდენს გავლენას. ბნელ ადგილას შენახვით კი მათ მუქ წითელ ფერს შეინარჩუნებთ.

ამგვარად შენახული პომიდორი ზამთარში სალათების ან კერძების მოსამზადებლად გამოგადგებათ. მათგან მომზადებული კერძი წვნიანი და გემრიელი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს