ზოგჯერ საკუთარ საქმეებსა და საფიქრალში გართული შვილები მშობლების მიმართ მადლიერების გამოხატვას ივიწყებენ. იმედი გვაქვს ამ სტატიაში მოყვანილი ისტორია დაგაფიქრებთ და მშობლების იმართ კეთილშობილების გამოჩენისკენ გიბიძგებთ.
მადლიერება დედის მიმართ
“ყველა მეგობარი მეუბნებოდა, რომ ეს ცუდი აზრია და უფროს შვილებს ამდენი არ უნდა დაეხმარო. მიუხედავად ამისა ვალდებულებას ვგრძნობდი და როდესაც შვილმა მთხოვა მასთან ერთი კვირით ჩავსულიყავი რათა შვილიშვილისთვის მიმექცია ყურადრება სანამ მისი მეუღლე გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებდა. დაუფიქრებლად დავთანხმდი.”
აღმოჩნდა, რომდ ახმარება არა მხოლოდ შვილიშვილთან დაკავშირებით იყო საჭირო არამედ ზოგადა სახლშიც. სანამ შვილი მუშაობდა და რძალი სწავლობდა სახლის საქმეებს ვერავინ ხედავდა. ვიფიქრე, რომ ერთი კვირა არც თუ ისე დიდი დროა და მშვიდად შევუდექი საქმეს.
პრობლემა არ იქნებოდა ეს ერთი კვირა 2 კვირად რომ არ ქცეულიყო და შემდეგ მთელი თვე არ გაგრძელებულიყო. რძალმა წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა და დაიწყო სამსახურის ძებნა მაგრამ, ორი წლის შვილიშვილი მოვლის მოვალეობები მაინც არსად გამქრალა.
არავის უთხოვია უფრო დიდხანს დავრჩენილიყავი მაგრამ რა საჭიროა თხოვნა თუ ყველაფერი თავადაც მესმის? ვგრძნობ რომ ჩემი მხარდაჭერა აუცილებელია და თავად გადავწყვიტე შვილთან დარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ მადლიერების ნაცვლად მხოლოდ ქირქილსა და ირიბ გამოხედვებს ვიღებდი.