ფუჭი მსხვერპლი, ან სწორია თუ არა დედასთან განშორება პირადი ცხოვრების დასაწყებად.

438
Photo credit: Depositphotos

მშობლები ყველაზე ძვირფასია რაც ადამიანს გააჩნია. ისინი ჩვენი არსებობის პირველივე დღიდან ზრუნავენ ჩვენზე და თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს გვითმობენ. როდესაც ბავშვები იზრდებიან დრო დგება თავიანთი ვალი გადაიხადონ მშობლების წინაშე და მათ მიმართ მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინონ. არავინ მაბობს, რომ ეს იოლია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება, შვილები არჩევანის წინაშე დგებიან: თავიანთი ცხოვრების აწყობა განაგრძონ თუ ახლობელ ადამიანებზე ზრუნვით დაკავდნენ.

ასეთ სიტუაციაშ შეეჩეხა ჩვენი სტატიის გმირიც. მან არ იცის თუ როგორ მოიქცეს. 31 წლის არის და დედას პროგრესირებადი დემენცია აქვს. ძალიან არ უნდა მისი მარტო დატოვება მაგრამ სხვანაირად პირად ცხოვრებას ვერ აწყობს. ის დედასთან ერთად ცხოვრობს მის ბინაში, არც მამა ჰყავს და არც და-ძმა. ყველაფრის მხრებით ზიდვა აღარ შეუძლია და არ იცის რა უნდა ცხოვრებისგან ან მომავალშ რას უნდა ელოდეს. ძალიან უჭირს დედის ტანჯვისთვის ყურება და არც მისი ხანშიშესულთა თავშესაფარში ცაბარება შეუძლია. ამავდროულად ეშინია, რომ მარტოსულ შინაბერად დარჩება.

მშობლების წინაშე მოსახდელი ვალი

არ შეიძლება პირადი ინტერესების იგნორი მაგრამ არც მშობლების კეთილდღეობაზე ზრუნვისგან თავის არიდებაა სწორი საქციელი. როდესაც რთული არჩევანის წინაშე დგები მას სხვადასხვა კუთხიდან უნდა შეხედო. გოგონას შემთხვევაში თუ ის დამოუკიდებლად ცხოვრებას არ ეცდება სხვა სირთულეებს შეეჩეხება.

Photo credit: Depositphotos

ზრდასრული შვილები, თავიანთ პირად ცხოვრებას უნდა აწყობდნენ, იზრდებოდნენ და ვითარდებოდნენ. მშობლების მიმართ პასუხისმგებლობის ქონის სხვადასხვაგვარი აღქმა არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალიტად გერმანშიაში შესაბამისი განათლების დონის მქონის მომვლელის აყვანა არის მირებული. თუ მომვლელი ვერ უმკლავდება მაშნ მშობლები ტავიანთი ინიციატივით ან შვილების გადაწყვეტილებით სპეციალურ დაწესებულებაში გადადიან და აეს ღალატად ან მშობლის მიტოვებად არ ითვლება.

Photo credit: Depositphotos

უნდა გვესმოდეს რომ დედის მდგომარეობის 24 საათიანი კონტროლი და მისი სადღეღამისო მოვლა იოლი საქმე არ არს და მიხედვა პირად ცხოვრებასაც უნდა. გარდა ამისა დაავადების მხედვით ადამიანები სპეციალურ მოვლას საჭიროებებნ რასაც შესაბამისი ცოდნა და პრობები ესაჭიროება. მოხუცთა თავშესაფარი აღსასრული არ არის, იქ მოხუცები თანატოლებს იცნობენ, მეგობრებს იჩენენ და ზოგჯერ უყვარდებათ კიდეც. ასეთ ასაკში კი ურთიერთობები და კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ორგანიზაციები ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს ერთმანეთს უთავსებს და ეს შესანიშნავი იდეაა. უფროსი თაობა ობლების მასწავლებლებად ან მაგალიტებად იქცევიან.

კარგად გააზრებული გადაწყვეტილება

როდესაც ადამიანი ყველაფერს საკუთარ თავზე ირებს და აფთიაქებში, მაღაზიებში და საავადმყოფოებში დაქრის, არ ცლდება მშობლის საწოლს – ფსიქოლოგიურ წნეხში ექცევა და ღრმა დეპრესიაში ვარდება. ასეთ მდგომარეობაში დახმარება არა მხოლოდ მშობელს, მალე შვილსაც დაჭირდება. თუ გოგონა დედას დატოვებს და სხვა ბინაში გადავა – დედა საფრთხეში აღმოჩნდება.

Photo credit: Depositphotos

მოხუც ქალბატონს შესაბამისი მეთვალყურეობა და მკურნალობა ჭირდება. ახლობლების გარდა მასთან ფსიქოლოგებიც უნდა მუშაობდნენ ამიტომ გოგონამ დედას შესაბამისი დაწესებულება უნდა შეურჩიოს. ეს არ ნიშნავს დედის მიტოვებას, ის მშობელს აუცილებლად ინახულებს ხშირად და მასთან საკმაო დროსაც გაატარებს. ამავდროულად საკუთარ ცხოვრებასაც მიხედავს და დედის დატოვება არ შეეშინდება.

ნუ შეგეშინდებათ საკუთარი გადაწყვეტილებების. ყველაფერი აწონ-დაწონეთ, გაიაზრეთ, მიმართეთ სპეციალისტს და ისაუბრეთ იმაზე რაც გაწუხებთ. გადაწყვეტილების მიღებისას კონსულტაცია ახლობლებთან, ნათესავებთან, ფსიქოლოგებთან და სეციალისტებთან გაიარეთ. ნუ დარჩებით თქვენს პრობლემასთან ცალკე – ეს ჩიხში მოგაქცევთ! გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და მშობლებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს