ძვირფასი რჩევები 2021 წელს სიხარულისა და წარმატების მიღწევისთვის

1940

ცხოვრებაში წარმატებისა და ბედნიერების მიღწევა იოლი არ არის. გასაოცარია რ არის, რომ ადამიანები სხვადასხვა კურსებზე და ტრენინგებზე ეწერებიან იმისთვის, რომ ცხოვრების არსს ჩაწვდნენ. ზოგჯერ საკმარისია რამდენიმე რჩევა მიიღონ ბრძენი ადამიანისგან და ყველაფერს სხვაგვარად იაზრებენ. ამ ყველაფერს ჩვენ პატივისცემით ვუდგებით და სხვადასხვა ადამიანების გამოცდილებებს ხშირად გიზიარებთ. დღეს თქვენთვის 5 რეკომენდაცია გავამზადეთ ინდოელი იოგისა და მისტიკოსის – სადჰგურუსგან ის მოგითხრობთ როგორ უნდა დარჩეთ ბედნიერები და წარმატებულები 2021 წელს.

Photo credit: GettyImages

წარმატება და ბედნიერება ცხოვრებაში

დარწმუნებულები ვართ სადჰგურუს ზოგიერთი რჩევა უცნაურად და უჩვეულოდ მოგეჩვენებათ. მაგრამ ნებისმიერ ჩვევას აქვს ერთი მტავარი წესი – დაწყებისთვის მზაობა! თუ ცვლილებეს გადაწყვეტთ, არ დააყოვნოთ – დაიწყეთ!

დააფიქსირეთ თქვენი ყველა სიხარული

თუ საქმიანი ადამიანი ხართ ალბათ ხარჯებს აფიქსირებთ და თქვენ ყველა ნაბიჯს გეგმავთ. ყველაფერი კი იმისთვის ხდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. სადჰგურუ თვლის, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც უნდა აწარმოოთ აღრიცხვა. ის იმისთვის არის საჭირო რომ ყოველ დღე უფრო და უფრო უკეთესი გახდეთ. ამ ყველაფერში კი გაზომვის საშუალება – სიხარული დაგეხმარებათ.

Photo credit: GettyImages

“სიხარული ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება უფრო შემსუბუქდა” – ამბობს იოგი. ბრძენი გვირჩევს ჩავიწეროთ ყველაფერი რამაც დღის განმავლობაში გაგახარათ. თუნდაც ეს სულ რაღაც 2 რამ იყოს. ეს დაგეხმარებათ ნებისმიერ სიტუაციაში დადებითი დაინახოთ.”

გააზრებულად მიუდექით იმას თუ რას მიირთმევთ

სადჰგურუ ამბობს რომ ადამიანები საკვებს დაუფიქრებლად იღებს. ავიწყდებათ რომ მას მადლიერებით უნდა მოეკიდონ. სანამ ის თქვენს თეფშზე დევს მას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ. თუმცა როდესაც ესა თუ ის პროდუქტები თქვენს ორგანიზმში ხვდებიან ისინი თქვენს სისხლად და ხორცად იქცევიან.”

Photo credit: GettyImages

მისტიკოსი გვირჩევს საკვებს ისე მივუდგეთ როგორც ჩვენს ნაწილს. “გამოიყენეთ საკვები დიდი პატივისცემით. თუ მისი გამოყენების ჩვევას შეცვლით, ის თქვენში სხვაგვარად მოიქცევა” -გვარწმუნებს ბრძენი.

ნუ დაკარგავთ კავშირს მიწასთან

სადჰგურუ თვლის, რომ ადამიანის ცხოვრება – ეს ცოცხალ ბუნებასთან და მიწასთან კონტაქტია. “თუ შიშველი ფეხი და ხელის გულები მიწასთან კონტაქტში არიან თუნდაც დღეში რამდენიმე წუთით – ფიზიოლოგიურ პროცესებში გარკვეული ცვლილებები ხდება.” -თვლის იოგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან კონტაქტის დასამყარებლად.

Photo credit: GettyImages

დღე ღიმილით დაიწყეთ

კიდევ ერთი უჩვეულო ჩვევა სადჰგურუსგან – გაიღიმეთ ყოველ დილით, როდესაც საათს უყურებთ და იაზრებთ რომ ცოცხალი ხართ. სანამ ახალგაზრდები ვართ გვეჩვენება რომ მთელი ცხოვრება წინ არის. თმცა ყვეას არ ესმის რომ ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეწყდეს. მისტიკოსის ფილოსოფია იმისგან შედგება, რომ ყოველ ნაცხოვრებ წუთს სიხარულით ხვდება და ამისთვის მადლიერია.

Photo credit: GettyImages

დაიწყეთ მედიტაცია

იმისთვის, რომ თქვენი სხეული და გონება მაქსიმალურად გამოიყენოთ აუცლებლად უნდა იგრძნოთ მცირედიდ აშორება თქვენს თავს, სხეულსა და გონებას შორის. ეს დისტანცია ნებისმიერი ტანჯვისგან გიხსნით. იმისთვის, რომ ამ დისტანციას მიაღწიოთ, აუცილებელია ისწავლოტ – მედიტაცია.

Photo credit: GettyImages

“თქვენ შეძლებთ ამ ცხოვრების ყველა სიღრმისა და განზომილების კვლევას, როდესაც ტანჯვის წინაშე არსებული შიში გაქრება” – გვარწმუნებს სადჰგურუ.
თუ გსურთ ცხოვრებაში წარმატება და ბედნიერება გდევდეთ თან, ამაზე უნდა იმუშაოთ! ეცადეთ თქვენს ყოველდღიურ რუტინაში რამდენიმე ჩვევა შეიტანოთ. შესაძლოა სწორედ ისინი დაგეხმარებიან თავიდან დაამყაროთ კონტაქტი თქვენს სხეულსა და ცნობიერებასთან და ახალი ქმედებები შთაგაგონოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს