ოფიციანტისთვის ჩაის დატოვება კარგ ტონად ითვლება, თუმცა ცოტა ვინმე თუ უფიქრდება საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია. მიუხედავად ამისა არსებობენ ადამიანები რომლებსაც უბრალოდ სინდისი არ აძლევს ოფიციანისთვის ცაის არ დატოვების უფლებას. მათგან განსხვავებით ისეთებიც მოიძებნებიან რომლებიც პრინციპულად არ ტოვებენ თანხას ოფიციანტისთვის.
ჩაის ფული ოფიციანტისთვის
“მე და მეუღლე მუდმივად ვუტოვებდით ოფიციანტს ფულს, შეკვეთის ღირებულების 10%-ს. თუმცა ამას მეუღლის სურვილით ვაკეთებდი. ის თვლის, რომ ასე მოქცევა სწორია. ვერასდროს ვიგებდი რა საჭირო იყო თანხის დამატება. იმისთვის, რომ ადამიანმა შეკვეთა ჩაიწერა, სამზარეულოს გადასცა და შემდეგ მზა საჭმელი მოიტანა? ეს ხომ მისი პირდაპირი მოვალეობებია. სამუშაო რომელშიც ის ფულს ირებს” – წერს აღშფოთებული ავტორი.
“საბავშვო ბაღში სადაც ბავშვს ვატარებ ორი ჯგუფი გააერთიანეს. საერთო ჯამში ერთი დიდი, 45 ბავშვიანი ჯგუფი მივიღეთ. ძიძა ყოველი მათგანის ჭურჭელს რეცხავს დ ამისთვის ჩაის ფულს იღებს? არა! აღმზრდელებს, ექიმებს, მასწავლებლებს, მეშახტეებსაც არავინ უტოვებს ჩაის ფულს. მაღაზიაში მოლარეებისთვის ჩაის ფულის დატოვებაც არ არის მირებული. ამიტომ რატომ უნდა დავუტოვო ფული მიმტანს?”
“სამზარეულოში მზარეული შრომობს, ოფიციანტს კი ყველაზე მარტივი რჩება – მიტანა და თუ მე ამ დაწესებულებაში დავბრუნდები ეს იმის გამო მოხდება, რომ გემრიელად ამზადებენ და არა იმიტომ, რომ ეფექტურად მომიტანეს კერძი ან იმის გამო, რომ ოფიციანტმა გამიღიმა.”- აგრძელებს ქალბატონი.
ვინ მოიგონა ოფიციანტისთვის ჩაის დატოვება?
ითვლება, რომ ჩაის დატოვების ტრადიცია ჯერ კიდევ XVI საუკუნეში – ბრიტანეთში გაჩნდა. როდესაც ჩაის სმის შემდეგ სტუმრები ღამის გასათენებლად რჩებოდნენ, მადლიერების ნიშნად მსახურებს ფულს უტოვებდნენ.
მომსახურების სფეროს განვითარებასთან ერთად დამატებითი ფულის დატოვების ტრადიცია დასავლეთში ყველგან შენარჩუნდა. ჩაის უტოვებდნენ შვეიცარებს და ბარმენებს, ტაქსისტებს და მოსამსახურეებს. რაც შეეხება სასადილოების მომსახურე პერსონალს – ისინი დიდი დროის მანძილზე მხოლოდ ჩაის ფულით ცხოვრობდნენდ ა ხელფასი საერთოდ არ ქონდათ.
აშშ-ში ჩაის დატოვება მომსახურების სფეროს ნებისმიერი თანამშრომლისთვის – ნამდვილი ტრადიციაა. საფრანგეთში მაგარლითად, რესტორნისა და კაფეს ჩეკი მომსახურების გადასახადს ავტომატურად მოიცავს და მისი ბოლომდე გადახდა სავალდებულო სულაც არ არის. თუმცა განსაკუთრებით კმაყოფილი მომხმარებელი ხშირად ტოვებს 5-10%-ს და ეს მადლიერების გამომხატველ ჟესტად ითვლება.
ღირს ჩაის ფულის დატოვება?
საბჭოთა დროში ჩაის დატოვების პრაქტიკა განკითხვის საგანი იყო. ტაქსისტებს ხურდა არასდროს ქონდათ ამიტომ თანხას ყოველთვის მეტობისკენ უმრგვალებდნენ. . პარიკმახერებს კმაყოფილი კლიენტი ყოველთვის მეტ თანხას უხდიდა მათი მონდომების გამო. ჩაის ფულის დატოვება მიღებული იყო სხვა სერვისებში სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების გამო.
თანამედროვე ოფიციანტებს პატარა ხელფას აქვთ და ადამიანები მომსახურების სფეროში სწორედ დამატებითი ფულის – ჩაის გამო იწყებენ მუშაობას. თუ მომსახურების დონე მართლა კარგია რატომ არ უნდა დაუტოვოთ მათ 5 – 10%?! ზოგ კოლექტივში ჩაის ფული მთლიანად გროვდება და ბოლოს მთელი კოლექტივი: მიმტანი, ბარმენი, სამზარეულოს თანამშრომლები და დამლაგებლები ინაწილებენ.
აქვე იმასაც დავამატებთ, რომ იოლი არ არის კარგ ოფიციანტად ყოფნა. ეს ადამიანი ხომ კარგად უნდა ერკვეოდეს კერძებში, სასმელში და კარგ რჩევებსაც უნდა იძლეოდეს. ის კარგ ატმოსფეროს ქმნის და უსიამოვნო მომენტებს აბალანსებს. სწორედ ოფიციანტი ისმენს უსიამოვნო შენიშვნებს, მათ შორის არაადექვატური მომხმარებლისგანაც. ეს კი მცირე შრომა არ გახლავთ. ასეთ თანამშრომელს ორმაგად სიამოვნებს თავისი შრომის გამო მადლიერების გამოხატულების მიღება, განსაკუთრებით თუ ეს მხოლოდ სიტყვებში არ გამოიხატება.
ახლაც დარწმუნებული ხართ, რომ მიმტანს ჩაის ფული არ უნდა დაუტოვოთ?