გზა, რომელიც ახლობლის სიყვარულს და ნდობას ანადგურებს

336

ბევრ მშობელს თავად პირადი სივრცის დარღვევის ცნება წარმოუდგენელი ეჩვენება. როგორ შეიძლება საკუთარი შვილის სივრცის დარღვევა თუ ის ჯერ კიდევ 16 წლის არაა? მშობლები თვლიან, რომ არანაირი საიდუმლო არ უნდა არსებობდეს და მათ აუცილებლად ყველაფერი უნდა იცოდნენ, მათი ცხოვრების თითოეული დეტალი.

პირადი სივრცის დარღვევა

პირველ რიგში, “პაპარაცი” გირჩევთ, შვილთან მსგავსი ქცევის დადებითი და უარყოფითი მხარეები განვიხილოთ. რა შეიძლება ჩავთვალოთ დადებით მომენტად?

Photo credit: Depositphotos

1. თქვენ ყველაფერი იცით, როგორც კარგი, ასევე ცუდი. ბავშვი რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდება, რადგან მთელ ცხოვრებას თქვენ აკონტროლებთ. ნებისმიერ დაბრკოლებას მარტივად აგვარებთ, მაგალითად, სკოლის პრობლემებს.

Photo credit: Depositphotos

2. ჯანსაღი ცნობისმოყვარეობა, რომელსაც საზღვრები აქვს, ბავშვს უსაფრთხოების, ნდობის და დაცულობის შეგრძნებას აძლევს. თუ თქვენი ინტერესი არა მხოლოდ კონტროლის, არამედ მუდმივი ურთიერთობის მხარეს მუშაობს, ეს დიდი პლიუსია. ბავშვი იგრძნობს, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხართ და ახალ ამბებს და ემოციებს სიამოვნებით გაგიზიარებთ.

Photo credit: Depositphotos

აი, რა შეიძლება ითქვას უსასრულო დევნის და ზედმეტი ცნობისმოყვარეობის აშკარა ნაკლოვანებებზე:

1. მუდმივი ეჭვიანობა ყოველგვარ ნდობას ძირს უთხრის. ბავშვს მტრად ნუ აქცევთ, რომელსაც ყოველ წამს ჯაშუშობა სჭირდება. დროთა განმავლობაში თქვენი შვილი წინააღმდეგობის სურვილის გამო წარმოუდგენელ რამეს გააკეთებს. მხოლოდ იმიტომ, რომ გაგაბრაზოთ. და მაშინ ჯაშუშობის მიზეზი ნამდვილად გაჩნდება. რატომ უნდა მიიყვანოთ საქმე აქამდე?

Photo credit: Depositphotos

2. თითოეულ ჩვენგანს პირადი სივრცე სჭირდება. უფრო მეტიც, თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ სხვა ადამიანის პირადი სივრცე არსებობს და ამას პატივი უნდა ვცეთ. როგორ ვისწავლოთ, თუ  თქვენი ცხოვრების ამ ასპექტს ბავშვობიდან უგულებელყოფდნენ?

Photo credit: Depositphotos

ბავშვებისთვის მთავარი მისაბაძი მაგალითი ვართ. სწორედ ამიტომ, მათ ფსიქიკას უნდა გავუფრთხილდეთ. სწორი დისტანცია და მისაღები საზღვრების ცოდნა არა მხოლოდ ბავშვის აღსაზრდელად, არამედ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია.

Photo credit: Depositphotos

ეცადეთ, თავიდან შვილთან ისეთი ურთიერთობა ააწყოთ, რომ ყველაფერზე თავად მოგიყვეთ და ზეწოლა არ იგრძნოს. თუ რაიმე საკითხზე ძალიან ნერვიულობთ, ჰკითხეთ. დიალოგი რბილად დაიწყეთ, უთხარით, რომ ღელავთ და გსურთ, რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდეს.

რედაქციისგან

მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენი წლისაა შვილი. ის უკვე პიროვნებაა, რომელსაც ფსიქიკური ასპექტით სჭირდება ყველაფერი, ზუსტად ისე, როგორც ზრდასრულ ადამიანს. ყურადღება, სიყვარული და ცოტა თავისუფლება.

Photo credit: Depositphotos

მაშინაც კი, თუ გსურთ ბავშვს თვალყური ადევნოთ, უბრალოდ თავი მის ადგილას წარმოიდგინეთ. რას იგრძნობთ, თუ მოულოდნელად ხელისუფლება თქვენზე ჯაშუშობას დაიწყებს? მუდმივი კონტროლი, ჩხრეკა და ყველაფერში ჩარევა. მაშინაც კი, თუ დასამალი არაფერი გაქვთ, განა გესიამოვნებათ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს