ჯეიმს მარტინი (James Martin) – პოპულარული ბრიტანელი მზარეული, ტელეწამყვანი და შოუმენია. ახლახანს მან ყველაზე მარტივი კერძის რეცეპტი გააზიარა და გვიამბო, როგორ მოვხარშოთ მაკარონი სწორად. Paparazzi.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ პასტა ინგლისური რეცეპტით.
როგორ მოვხარშოთ მაკარონი გემრიელად
პოპულარული ბრიტანული კულინარიული შოუს Saturday Morning with James Martin ეთერში შეფ მზარეულმა მაკარონის მომზადების მთავარ ხრიკზე ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ მთელი ჯადოქრობა ზეთის და მარილის სწორ თანაფარდობაშია. მისი თქმით, ზეთი ამ კერძში საერთოდ არაა საჭირო, თუმცა უფრო მეტი მარილი დაგჭირდებათ.
როგორია მაკარონი უზეთოდ? ჩვენთან ცხიმიანი კერძები უყვართ. ბრიტანელები უფრო დახვეწილები არიან, ზედმეტად ცხიმიანი კერძები არ უყვართ. ნისლიანი ალბიონის ლაკონური თავშეკავებულობა უბრალო მაკარონის რეცეპტშიც ვლინდება.
„მაკარონის მომზადებისას ტაფაში ბევრი წყალი და მარილია“ – ყვება მარტინი. მზარეული პასტას მარილს ბლომად აყრის. ჩვეულებრივ, ერთ ტაფაზე 2 დიდ მუჭა მარილს ამატებს. ამავდროულად, ძალიან ცოტა ზეთია საჭირო. სჯობს ადგილი სოუსს დაუთმოთ, მაგალითად, პესტო ან კარბონარა.
მარტინის თქმით, ეს გარდაცვლილი იტალიელი მზარეულის, ანტონიო კარლუჩიოსგან ისწავლა. ვინ–ვინ და იტალიელებმა ნამდვილად იციან, როგორ მოამზადონ ყველაზე გემრიელი მაკარონი. ანტონიო ამბობდა, რომ ყველაზე გემრიელ მაკარონს ზღვის გემო უნდა ჰქონდეს. საინტერესო შედარებაა, არა?
ცნობილი მზარეული აშშ–დან, კულინარიული შოუს Iron Chef–ის ვარსკვლავი, ჯეფრი ზაკარიანი იდეალურად მოხარშული ქათმის კვერცხის მომზადების შესახებ ჰყვება. ამბობს, რომ კვერცხი ზუსტად 12 წუთი სუსტ ცეცხლზე უნდა იხარშებოდეს – არც მეტი, არც ნაკლები. ამის შემდეგ აუცილებლად ცივ წყალში უნდა ჩადოთ. ამრიგად, იდეალურად მოხარშულ კვერცხს მიიღებთ.
უდაოდ, თითოეულ მზარეულს ისეთი უბრალო კერძის, როგორიცაა მაკარონი, მომზადების საკუთარი მეთოდი აქვს. ამასთან, ბევრი რამ დამოკიდებულია სოუსსა და იმაზე, თუ რასთან ერთად გაიტანთ მაკარონს. სხვათა შორის, შეგიძლიათ ნებისმიერ რამესთან ერთად გაიტანოთ. პასტა შეგიძლიათ მსოფლიოში ყველაზე უნივერსალურ კერძად აღიაროთ. მადლობა იტალიელებს, ასევე ბრიტანელებს მომზადების შესახებ სასარგებლო დეტალების გაზიარებისთვის.