სტანდარტული საბავშვო საწოლი ბავშვისთვის ისე გამოიყურება, როგორც დიდი კალათა. საბავშვო საწოლი სხვადასხვანაირი არსებობს: ესაა აკვანი, მანეჟი და ტრანსფორმერი საწოლი. სახლში, სადაც ახალშობილი ჰყავთ, შეგიძლიათ ხშირად ნახოთ საწოლი მოაჯირებით. ასეთი მოაჯირები თითქოსდა მშობლების კომფორტისა და ბავშვის უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი. Paparazzi–ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ შეარჩიოთ საბავშვო საწოლი, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხო და მშობლისთვის კომფორტული გამოსაყენებელი იქნება.
ახლახანს TikTok–ის მომხმარებლებმა დაიწყეს ახალგაზრდა დედის გაკრიტიკება, რომელმაც მოაჯირიან საბავშვო საწოლებზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
სტანდარტული საბავშვო საწოლი
ელის ბენდერი, ბლოგერი და ახლგაზრდა დედაა, რომელსაც ცნობილ სოციალურ ქსელში ნეგატიური კომენტარებით თავს დაესხნენ. ელისი ვიდეორგოლში საუბრობს, რომ მსგავსი აკვნები მოაჯირებით ციხის საკნებისგან არაფრით განსხვავდება: „მშობლები ამ საწოლს საკუთარი კომფორტისთვის ყიდულობენ, ბავშვს გალიაში ტოვებენ, საიდანაც თავისით ვერ გამოძვრება“.
ელის ბენდერი ამბობს, რომ მის 6 თვის შვილს ჩვეულებრივ საწოლში სძინავს და საათობრივად არასდროს იძინებს. ბლოგერი თვლის, რომ არაჰუმანურია ბავშვს დაძინება ვაიძულოთ, როცა ძილი საერთოდ არ სურს. ელისი ამატებს, რომ მისი შვილი დიდ დროს იატაკზე ატარებს, საიდანაც შეუძლებელია გადმოვარდეს. ეს უფრო უსაფრთხოა, ვიდრე საწოლი მოაჯირებით. ალტერნატიული საწოლი შეიძლება იყოს საწოლი მანეჟი ან ჩვეულებრივი სათამაშო პატარა მანეჟი. ამ კონსტრუქციის უპირატესობა ისაა, რომ ადვილად იწყობა და ბავშვს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება გაუჭირდება.
როგორ შევარჩიოთ საწოლი
ახალგაზრდა დედებისთვის ტრასფორმერი საწოლი კარგი ვარიანტია. ფუნქციური ავეჯი ბავშვს 3 წლამდე ემსახურება. საწოლი კომოდთან კომბინაციაში მოზარდის საწოლად და ცალკე კომოდად ადვილად შეგიძლიათ გადააკეთოთ. ასეთ ტრანსფორმერს უამრავი ვარიაცია აქვს.
თქვენი პრეფერენციების და სახლში ბავშვის ავეჯისთვის გამოყოფილი ადგილის მიხედვით რამდენიმე საკითხი უნდა გაითვალისწინოთ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ საწოლს აირჩევთ. საწოლი აუცილებლად გამძლე უნდა იყოს. ავეჯი უსაფრთხო მასალისგან, სასურველია, ნატურალური ხისგან დამზადებული იყოს. საწოლს მკვეთრი კუთხეები, გამოშვერილი და ხორკლიანი დეტალები არ უნდა ჰქონდეს.
სასურველია, რომ საწოლს მოხსნადი მოაჯირი ჰქონდეს. ასე მშობლების საწოლს ადვილად მიადგამთ. კარგია, როცა საწოლის ძირი დამზადებულია ფირფიტებისგან და არა მთელი მასალისგან. ასე ლეიბი უკეთესად განიავდება. შესაკრავები ხარისხიანი და გამძლე უნდა იყოს.
მრავალშვილიანი დედები ამბობენ, რომ საწოლზე მოაჯირების არსებობა აუცილებელი არაა. ზოგჯერ საერთოდ ხელის შემშლელია. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება.