რა მოხდება თუ დილის ყავას ჩავანაცვლებთ თბილი ლიმნიანი წყლით.

5687

იცით რა საერთო აქვთ განუმეორებელ ბიონსეს, ჯენიფერ ენისტონს და გვინეთ პელტროუს? ყოველი მათგანისთვის ლიმონიანი წყალი აუცილებელი რიტუალია. ეს და სხვა მრავალი ცნობილი სახე დარწმუნებულია, რომ ლიმონიანი წყალი შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს და ააქტიურებს მის მუშაობას. სიმართლეა თუ არა ეს ყველაფერი და ყველასთვის კარგია თუ არა ეს საოცარი სასმელი ამაზე Paparazzi-სრედაქცია სტატიაში მოგითხრობთ.

Photo credit: Depositphotos

ლიმონიანი წყალი დილაობით

მსოფლიოში ბევრი ადამიანი დილას ყავის ნაცვლად ლიმონიანი წყლით იწყებს. რატომ? ამის უამრავი მიზეზი არსებობს.

1. დეტოქსიკაცია ღვიძლი მადლობას გეტყვით ლიმონიანი წყლისთვის, ამ შემთხვევაში მას ხომ უფრო ნაკლებ ტოქსინთან მოუწევს გამკლავება.

2. წონის კლება ცნობიალია, რომ ლიმონიანი წყალი საიმედო დამხმარეა მათთვის ვისაც ზედმეტი კილოგრამებისგან სურს გათავისფლება. საქმე იმაშია, რომ ლიმონიანი წყალი საკვების მონელების პროცესს აუმჯობესებს და ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს. ლიმონი შესანიშნავად მუშაობს კოჭასთან ტანდემში, რომელსაც ანალოგიური თვისებები აქვს.

Photo credit: Depositphotos

3. იმუნური სისტემის გამაგრება C ვიტამინის მაღალი კონცენტრაციის წყალობით, ლიმონი ხელს უწყობს იმუნიტეტის გამაგრებას. იმ შემთხვევაში მაინც გაცივდით, ლიმონი დაგემხარებათ ტემპერატურის დაწვეაში და სწრაფად გამოჯანმრთელებაში.

4. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და დახმარება სახსრებისთვის ლიმონიანი წყალი კარგად გამოდევნის შარდმჟავას ორგანიზმიდან და შესაბამისად სახსრებში არსებული ტკივილიც ქრება ან მცირდება.

Photo credit: Depositphotos

5. ტონუსი და კარგი განწყობა კალიუმი რომელსაც ლიმონი შეიცავს დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. მისი სუნი ემოციური მდგომარეობის ნორმალიზებასაც ახდენს, გვეხმარება სიმხნევის შენარჩუნებასა და გონების გაწმენდაში. თუ მიდრეკილი ხართ შფოთვისკენ თქვენ არა მხოლოდ ლიმონიანი წყალი უნდა სვათ, არამედ შენობა ლიმონის სუნის მქონე არომატზატორითაც უნდა მოამარაგოთ. შეგიძიათ არომალამფა ან დიფუზორი გამოიყენოთ.

Photo credit: Depositphotos

უკუჩვენებები ლიმონიანი წყლის სარგებლიანობის სპექტრი საკმაოდ ფართოა, ხომ ასეა? თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მას ზოგიერთი უკუჩვენებაც აქვს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

Photo credit: Depositphotos
  1. ლიმონიანი წყალი აჯობებს საწრუპით მიირთვათ, რადგან მისი მჟავა კბილის ემალს აზიანებს.
  2. ლიმონიანმა წყალმა შესაძლოა ჟავიანობის მომატება გამოიწვიოს მათში ვისაც კუჭი აწუხებს
  3. ლიმონი საკმაოდ ძლიერი ალერგენია, ამიტომ მან შეიძლება ორგანიზმში გარკვეული რეაქციები გამოიწვიოს.

როგორ დავლიოთ ლიმონიანი წყალი

Photo credit: Depositphotos

1 ჭიქა წყალზე 2-3 ნაჭერი ლიმონი საკმარისი იქნება. შეგიძლიათ რბილობი ჭიქაში არ ჩააგდოთ და უბრალოდ ქვენი ცაწუროთ. სურვილის შემთხვევაში არც თაფლის ან კოჭას დამატება იქნება ურიგო. წყალი თბილი უნდა იყოს, მაგრამ ცხელი არა! ამ შემთხვევაში მასში ლიმონის ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნდება. ექსპერტები გვირცევენ ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი უზმოზე მივირთვათ, მეორე პორცია კი საღამოს. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთეთ თუ ზემოთჩამოთვლილთაგან არცერთი პრობლემა არ გაწუხებთ.

იცოდით ლიმონიანი წყალის ამ შესანიშნავი თვისბების შესახებ? იმედი გვაქვს ეს სტატია დილის ლიმონიანი წყლით დაწყებას შთაგაგონებთ. გისურვებთ შთაგონებას და ჯანმრთელ ცხოვრებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს