ხავერდა ანუ ტაგატესი – იდეალური მცენარეა ახალბედა მეყვავილეებისთვის. თუ ამ მცენარით ბაღის მორთვა პირველად გადაწყვიტეთ, მაშინ Paparazzi-ს ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ თუ როდის უნდა დარგოთ ხავერდა და როგორ უნდა მოუაროთ მათ, იმისთვის, რომ დიდი ხნით იყვავილოს.
როდის დავრგოთ ხავერდები
პირველ რიგში თესლი შევიძინოთ. მათი ფასი მცენარის სახეობებზეა დამოკიდებული, თუმცა საერთო ჯამში საკმაოდ იაფი ჯდება. არსებობს სწორმდგომი და თხელფოთლოვანი ხავერდები. ორივე მათგანი სხვადასხვა ნაირსახეობის ჯიშებს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთისგან გარეგნობით განსხვავდება. ყველაზე პოპულარული სახეობა – პატარა გმირი, კარნავალი, ფერბული, არლეკინი, ლემონქუინი და მანდარინია.
მისი დარგვა სხვადასხვაგვარად შეიძლება. მაგალითად შეგიძლიათ თესლი უბრალოდ გაშლილ გრუნტზე დათესოთ ან წინასწარ მოამზადოთ ნერგები მიწაში მოგვიანებით გადასარგავად. როგორც წესი ღია გრუნტში მცენარეს მაისის შუა რიცხვებში თესავენ, ხოლო 2 თვის შემდეგ კი მათ პირველი კვირტები უჩნდებათ. დათესვა მშრალი თესლითაც შეიძლება და წინასწარ დამბალისაც. მოდით ახლა უშუალოდ დარგვაზე გადავიდეთ.
ჯერ ამოთხარეთ და მოასწორეთ ნიადაგი. იდეალური იქნება თუ მიწას სუპერფოსფატს დაუატებთ. შემდეგ კვალში 1 სანტიმეტრის სიღრმის ზოლი გააკეთეთ. შემდეგ თესლი მასში მოათავსეთ, ერთმანეთისგან მცირეოდენი დაშორებით, მოაყარეთ მიწა. ეს ყველაფერი ფრთხილად გააკეთეთ, რატა თესლი ადგილზე დარჩეს. პირველი ამონაყარი ერთი კვირის განმავლობაში გაუჩნდება. თუ ამ პროცესის აჩქარება გსურთ, შეგიძიათ მას ცელოფანი გადააფაროთ.
ნერგის სახლის პირობებში მომზადება
იმისთვის, რომ თქვენმა ყვავილმა უფრო ადრე იყვავილოს, მისი მომზადება თებერვალშივე დაიწყეტ. აპრილის ბოლოს კი ნერგი მზად იქნება გადასარგავად. მისი გაკეთება სხვადასხვაგვარად შეიძლება. ამ სტატიაში შესაძლო ვარიანტებიდან მხოლოდ ერთზე მოგითხრობთ. დაგჭირდებათ საშუალო სიღრმის თავსახურიანი კონტეინერი და კარგი გრუნტი.
აირჩიეთ რბილი, ფხვიერი, ჰაეროვანი და ტენის გამტარი მიწა. თუ მსგავსი საქმიანობით პრიველად ხართ დაკავებული, მაღაზიაში უბრალო, უნივერსალური გრუნტი შეიძინეთ. კონტეინერი მიწით ნახევრამდე შეავსეთ და მიწა მთელს პერიმეტრზე მოასწორეთ. შემდეგ თესლი მიწაზე დაყარეთ. შემდეგ კი მათ გრუნტის თხელი ფენა მოაყარეთ (არა უმეტეს 1 სანტიმეტრისა).
ოდნავ მოასწორეთ მიწა და უხვად მორწყეთ. ახლა კონტეინერს თავსახური დაახურეთ და თბილ, კარგად განათებულ ადგილას დადგით. ნერგისთვის იდეალურ ტემპერატურას 23-25 გრადუს სითბო წარმოადგენს. 5-9 დღის შემდეგ როდესაც პირველი ამონაყარი გაჩნდება თავსახური მოხადეთ. სიმწვანე სუფთა ჰაერს უნდა შეეჩვიოს.
20-ე დღეს როდესაც ნერგს ფოთლები გაუჩნდება შეგიძლაით ისინი ცალ-ცალკე ჭიქებში ან უფრო პატარა კონტეინერებში გადაანაწილოთ. ისინი პირველ ფოთლამდე ჩარგეთ და განაგრძეთ მათი მოვლა. საჭიროა კარგი განათებისა და დროული მორწყვის ორგანიზება. 50-60 დღის შემდეგ ნერგი მზად იქნება გადასარგველად. ამიტომ კარგად გათვალეთ მისი მომზადების დრო – მათი დარგვის ადგილის კლიმატის გათვალისწინებით.
მოვლა
მართალია ხავერდა პრეტენზიული მცენარე არ არის და შეუძლია ჩრდილშიც გაიზარდოს და მზეზეც, თუმცა მზე მათ მაინც ესაჭიროებათ. პირველ რიგში საჭიროა რეგულარული მორწყვა. ზაფხულში აჯობებს ეს საღამოობით გააკეთოთ. საჭიროა კვალის მოვლა და მისი რეგულარული გამარგვლა.
იმისთვის, რომ მცენარის ფესვები ჟანგბადით კარგად მომარაგდეს, საჭიროა ნიადაგის რეგულარული გაფხვიერება. თუ შენიშნათ, რომ მცენარის ფოთოლი ან რომელიმე ნაწილი გახმა, სწრაფად მოაშორეთ ის, ამგვარად ხელს შეუწყობთ მის სწრაფ აყვავებას და გარეგნობის გაუმჯობესებას.
ხავერდა მადლობას გეტყვით თუ მის ნიადაგს გაანოყიერებთ, თუმცა ზედმეტი ნუ მოგივათ. ყველაფერს აჯობებს თუ სასუქს სამჯერ შეიტანთ: როდესაც მცენარე 10 სანტიმეტრზე გაიზრდება, შემდეგ როდესაც პირველი კვირტი გაჩნდება და ბოლოს ყვავილობის დაწყებისას.
რით არის კარგი ხავერდა
ის შესანიშნავად გამოიყურება თქვენს ბაღს გაალამაზებს. მათ ბევრი საინტერესო თვისებაც აქვთ. მაგალითად, მათი სპეციფიური სუნი მავნე მწერებს აფრთხობს. ამიტომ გამოცდილი მებაღეები მათ ბოსტნეულთან ახლოს რგავენ.
ბარხატას ყვავილს სამედიცინო მიზნებითაც იყენებენ. ხალხურ მედიცინაში ისინი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. უძველესი დროიდან მისი ყვავილის ცაი სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და ტკივილის გამაყუჩებლად გამოიყენებოდა.
თუ ბაღი არ აგქვთ და ბინაში ცხოვრობთ, მისი დარგვა ქოთანში შეიძლება. ამის გაკეთება ძლიან იოლია. შეგიძიათ უბრალოდ უფრო მცირე ზომის მცენარე აირჩიოთ და შესაბამისი ზომის ქოთანში ჩარგოთ. შემდეგ კი ზემოთ მოყვანილი სქემისამებრ ვიმოქმედოთ. იმედი გვაქვს სტატია გამოგადგებათ და თვქენთვის სასარგებლო იქნება.