გაზაფხული დიდი სისწრაფუთ გვიახლოვდება. ამიტომ Paparazzi-ს რედაქცია შეგახსენებთ თუ როგორ და როდის უნდა გადარგოთ ოთახის მცენარეები, იმისთის, რომ თავიანთი ზრდითა და ყვავილობით გაგახარონ!
როგორ გადავრგოთ ოთახის მცენარეები – პირველ რიგში გავიგოთ თუ როგორ გვაძლევს მცენარე სიგნალს იმის შესახებ, რომ მისი გადარგვის დროა. გვაქვს რამდენიმე მანიშნებელი:
- ზრდის ტემპი ძლიერად ნელდება, მიუხედავად იმისა, რომ მცენარეს სწორად უვლის.
- დრენაჟიდან ფესვები გამოჩნდა
- ის ახლახანს შეიძინეთ ან გაჩუქეს პლატმასის ქოთნით
- ახალი ფოთლები სტანდარტულ ზომაზე პატარები არიან და გაჯერებული ფერი დაკარგეს.
- მცენარე ვიზუალურად ქოთნის არაპროპორციულია
როგორი ქოთანი შევარჩიოთ? – პირველ რიგში წინა წოთნის ზომა გაითვალისწინეთ. საჭიროა ახალი ჭურჭელი მასზე მინიმუმ რამდენიმე სანტიმეტრით იყოს დიდი, როგორც დიამეტრით ასევე სიმაღლეშიც. რაც უფრო დიდი მცენარე, მით უფრო დიდი ზომის ქოთანი გვჭირდება. გარდა ამისა საჭიროა ქოთნის ნაკეთობა და მასალაც გაითვალისწინოთ. ხშირ შემთხვევაში ტერაკოტა, კერამიკა ან პლასტმასი გამოიყენება. მხედველობაში იქონიეთ, რომ ტერაკოტას ქოთანში ნიადაგი უფრო სწრაფად შრება. ამიტომ აჯობებს მასში ისეთი მცენარე დარგოთ რომელსაც მორწყვა არ ჭირდება. კერამიკისა და პლასტმასის ქოთნები კი სითხის მოყვარული მცენარეებისთვის გამოგადგებათ. ქოთანში დრენაჟის მოთავსება არ დაგავიწყდეთ.
როგორ გადავრგოთ მცენარე სწორად – როდესაც მცენარეს ქოთნიდან ვირებთ და მის ფესვებს გრუნტისგან ვწმენდთ – ამას გადარგვა ეწოდება. ხშირ შემთხვევაში ამის გაკეთება საჭირო არ არის. ძველი მიწის ჩამოფერთხვით მცენარის ფესვების დაზიანებას რისკავთ, რამაც შესაძლოა მისი დაღუპვა გამოიწვიოს. ხოლო მცენარისთვის ქოთნის განახლება კი ნებისმიერ მცენარეს ესაჭიროება. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან, თავის მიწიანად და ახალ ქოთანში მოათავსეთ, დაუმატეთ შესაბამისი რაოდენობის მიწა.
რა უნდა გვახსოვდეს მცენარს ახალ ქოთანში გადატანისას
- მის იოლად ამოსაღებად მცენარეს გადატანამდე ნუ მორწყავთ.
- ყოველთვის გააკეთეთ სადრენაჟო ფენა და გაითვალისწინეთ, რომ პირველი მორწყვის შემდეგ ქოთანში მიწა “დაჯდება”.
- თუ გადარგვის პროცესში, მცენარის ფესვების დაზიანება მოხდა, მის მორწყვას ნუ იჩქარებთ. ამგვარად მათი დალპობის შესაძლებლობას შეამცირებთ.
იცოდით მცენარის გადარგვის ეს წესებ?! თუ გარკვეული რჩევები თქვენც გაქვთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ კომენტარებში!