როგორ მოვიქცეთ თუ რძალმა ვაჟს გონება აურია?!

2234

მშობლისთვის არაფერია იმაზე უარესი ვიდრე შვილის გასაჭირში ყოფნა. თუნდაც ბავშვი უკვე საზოგადოების დიდი და სრულფასოვანი წევრი იყოს. შვილებთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება დეპრესიის სერიოზულ მიზეზად იქცეს.

სწორედ ამიტომ მშობლები შვილებს დიდი ყურადღებით ეკიდებიან და აკვირდებიან თუ რა ხდება მათი შვილის გარშემო. როგორც ამობებენ: პატარა ბავშვი – პატარა პრობლემაა, დიდი ბავშვი კი – უფრო დიდი!

პრობლემები ვაჟთან

“მე და ჩემი მეუღლე, ძველი ყაიდის ხალხი ვართ. მთელი ცხოვრება მასწავლებლად ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე კი ინჟინერი იყო. კარგია იმის გააზრება, რომ ცხოვრებას ტყუილად არ ჩაუვლია, ჩვენ ხომ შესანიშნავი ვაჟი გავზარდეთ რომლისთვისაც არაფერი დაგვიკლია!

ის ჯერ კარგ სკოლა-გიმნაზიაში შევიყვანეთ. იმაზეც ვიზრუნეთ, რომ მის გონებრივ განვითარებას, ფიზიკური განვითარებაც შემატებოდა და სპორტზე შევიყვანეთ. შედეგად მან სკოლა კარგად განვითარებულ, სრულფასოვან მოზარდად დაასრულა, ისე, რომ არცერთი მავნე ჩვევა არ ჰქონია. ჩვენმა ვაჟმა კარგად იცოდ თუ რას აპირებდა მომავალში.

შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. სასწავლი ძალიან ბევრი ჰქონდა და საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მე და მამამისი დახმარებას ვცდილობდით თუმცა მან პრინციპულად გვითხრა უარი. თქვა, რომ ექიმის პროფესია ძალიან საპასუხისმგებლოა და შეცდომები დაუშვებელია. შესაბამისად უნივერსიტეტიც ფრიადზე დაასრულა. რეზიდენტურა დიდად არ გაჭირვებია.

27 წლის ასაკში ის აკადემიაში ასწავლიდა და თან მუშაობდა. ახლა 33 წლის არის და კარიერის მხრივ ყველაფერი იდეალურად აქვს. თუმცა მისი წარმატებები ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარი არ იყო!

მისთვის ურთიერთობების დაწყება ძალიან რთული იყო. სკოლის ასაკიდანვე, მიუხედავად იმისა, რომ ათლეტური და განათლებული ახალგაზრდა იყო გოგონები მას დიდად არ სწყალობდნენ. მე და მამამისმა ვიფიქრეთ, რომ ეს გოგონების ასაკის ბრალია და მათ უფრო სკოლის ბუნტისთავი ბიჭები მოსწონდათ.

ინსტიტუტში გოგონების დრო ნამდვილად არ ჰქონია. ძალიან ბევრი სამეცადინო, გამოცდები და ლექციები ჰქონდა. ამიტომ ამ მხრივ დიდად არ ვნერვიულობდით.

ხოლო როდესაც სწავლა დაასრულა, ვაჟმა ვეღარ გაძლო და გაცნობის ყველა საიტზე დარეგისტრირდა, გოგონებს ეცნობოდა ყველგან – ქუჩაში, კაფეში, კინოში… თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს დადებითი შედეგები ჰქონდა. შედეგად ვაჟმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგა.

ამის შემდეგ მან ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტა, იშვიათად გვირეკავდა. ტელეფონზე ალბათ 2-3 კვირაში ერთხელ, მხოლოდ 5-5 წუთი თუ გველაპარაკებოდა. გავიგებდით ჯანმრთელობის მდომარეობას, რა ხდება ახალი და სულ ეს არის.

Photo credit: Depositphotos

როდესაც 30 წლის გახდა მან მეგობარი გოგონა გაიჩინა, რომელთანაც სწრაფად დაახლოვდა. მე და მამამისს ძალიან გვიხაროდა, მალე დაქორწინდებოდა და შვილიშვილებიც გვეყოლებოდა…

თუმცა ყველაფერი უფრო გაუარესდა. ვაჟი უკვე საერთოდ აღარ გვირეკავდა. რძალი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გვხვდებოდა თუმცა ვგრძნობდით, რომ თავს გვარიდებდა. შვლიშვილიც პირველად ცოტახანს ვნახეთ, ჯანმრთელი ვაჟკაცია. მეორედ ალბათ 5 წლის შემდეგ ვნახავთ.

Photo credit: Depositphotos

არ გვესმის რატომ მოგვიძულა შვილმა. იქნებ ჩვენმა რძალმა მოაჯადოვა. ასეთი რამ ამ განათლებულ 21-ე საუკენეში რამდენად შესაძლებელია?! ან ეს რაში დაჭირდებოდა, მის მიმართ ხომ ასე კეთილად ვართ განწყობილი?

სწორად გაგვიგეთ, მას ყველაფერს ვაძლევდით. ბინა და მანქანაც ჩვენ ვუყიდეთ. ჩვენთან სახლშიც საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა, სულ ვეხმარებოდით და გვერდში ვედექით – ასეთი კარიერაც ამიტომ აიწყო. ვერ ვხვდებით სად დავუშვით შეცდომა და რაშია პრობლემა…

რა მოხდება შვილიშვილი მაინც რომ გვანახოს. ჩვენთან 6 თვე მაინც იცხოვროს, შვილიშვილს მოვუვლით ისინი კი თავის საქმეებს მიხედავენ. არ გვესმის რით გავანაწყენეთ ისინი.”

პაპარაცის რედაქციისგან

ამ შემთხვევაში არც კი ვიცით რა უნდა ვურჩიოთ ამ წყვილს. იმედი გვაქვს დაგვეხმარებით და კომენტარებს არ დაიშურებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს