ცოლქმრული ცხოვრება მარტივი საქმე არაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასში ვიღაც ერევა. საზოგადოებაში სიდედრის და სიძის შესახებ ანეკდოტების თქმა მიღებულია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რძლის და დედამთილის ურთიერთობა შეიძლება უფრო მწვავე იყოს. აქ, ურთიერთობის ტონს უკანასკნელი ადგენს. გამოდის, ოჯახში ატმოსფერო პირდაპირ დედამთილის ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული.
Paparazzi.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ჰოროსკოპს, რომელიც საინტერესოა იქნება როგორც გათხოვილებისთვის, ასევე მათთვის, ვინც დაოჯახებას აპირებს. არ იფიქროთ, რომ ყველა დედამთილი ურჩხულია. ნებისმიერთან შეიძლება მიდგომის პოვნა. ზოდიაქოს ნიშნების დახასიათებით კი უფრო ადვილი იქნება.
როგორი იქნება ოჯახში ატმოსფერო დედამთილის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვერძი
ვერძი დედამთილი – ჩვეულებრივი ვერძია კვადრატში. თუ ფიქრობთ, რომ საკუთარ საქმეზე ბევრ ენერგიას ხარჯავს და შვილის ოჯახისთვის ძალა არ ეყოფა, მწარედ ცდებით. ის მოულოდნელად გამოჩნდება და სწორედ მაშინ, როცა ყველა პრობლემის შესახებ დეტალურად იცის. აქ, მხოლოდ ქმართან კარგი ურთიერთობა და საქმისადმი მარტივი მიპყრობა დაგეხმარებათ.
კურო
გარეგნულად კეთილგანწყობილი და მხიარულია, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ მომთხოვნია. ჩვეულებრივ, რძლები დედამთილების მკაცრი ხასიათის შესახებ მაშინ იგებენ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელიან. ასეთი დედამთილის გულის მოსაგებად საშინაო საქმეებში რჩევები ხშირად კითხეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსების განაწილებას ეხება. ვაჟიშვილის ოჯახში ზედმეტად არ ჩაერევა, მაგრამ რძალთან კონტაქტი სიტუაციის კონტროლის აუცილებელ გრძნობას მისცემს.
ტყუპები
ამ ნიშნის დედამთილის შვილის სახლში წელიწადში 2-3-ჯერ ნახავთ, დიდ დღესასწაულებზე და ისიც ყოველთვის არა. მას საკუთარი დატვირთული ცხოვრება აქვს და როგორც წესი, ზრდასრულ ბავშვებს თავის ნებაზე უშვებს. აი, როცა საქმე შვილიშვილებს ეხება, ასეთი დედამთილი საბანს თავისკენ წაიღებს, თუნდაც უნებლიეთ. მენდეთ, ეს მხოლოდ კარგია. მხოლოდ მათზე ჩაციკვლას მაინც ვერ შეძლებს, მაგრამ ასეთ ბებიასთან ურთიერთობა ბავშვების ფანტაზიას განავითარებს.
კირჩხიბი
კირჩხიბი დედამთილი სწორედ ის ბებიაა ბავშვობის ყველაზე სათუთი მოგონებებიდან. მგონი მას ყოველთვის ყველაფერი ყველაზე გემრიელი, თბილი აქვს და უბრალოდ აქ კარგია. ასეთ ქალთან კონკურენცია რთულია. რძალ–დედამთილის ურთიერთობის გასაღები გულწრფელობა და ზრუნვა იქნება. თუ ქმრის დედა იგრძნობს, რომ მას აფასებენ, უყვართ და ეს ყველაფერი სიმართლეა და არა თამაში, ამქვეყნად საუკეთესო დედამთილი გეყოლება.
ლომი
ქორწინებამდე ლომი დედამთილი თვითკმარი ჩანს, რომელსაც შვილის ოჯახისთვის არ ცალია. დაქორწინების შემდეგ რძალი ბრძოლის ველზე აღმოჩნდება, რომლიდანაც დედამთილს ნებისმიერ ფასად გამარჯვებული გამოსვლა სურს. თავდაჯერებულობა მოიკრიფეთ და პოზიციები არ დათმოთ. უგულებელყოფა სიტუაციას ვერ გამოასწორებს. თუ დედამთილი ღირსეულ მოწინააღმდეგეს 1–2 ბრძოლას პატიოსნად მოუგებს, შემდეგ თქვენ ორს მთელი სამყარო ვერ დაგამარცხებთ.
ქალწული
სწორედ ის დედამთილი, რომელიც შვილის ქორწინებაში განზრახ არ ჩაერევა, რომ ზედმეტი დაძაბულობა და პრობლემები არ შექმნას. სადაც საჭიროა – დაგეხმარებათ, როცა არ ღირს – გვერდზე გადგება. თუმცა თუ რძალს სახლში უწესრიგობა აქვს ან საყვარელ შვილთან ურთიერთობაში რაიმე დისონანსს შენიშნავს, სჯობს დაიკარგოთ. დედამთილი სადავეებს ხელში აიღებს ისე, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ. წესრიგს თავად დაამყარებს და შემდეგ მისი ნდობის მოპოვება გაგიჭირდებათ.
სასწორი
ხანდაზმული ასაკის სასწორი ფილარმონიაში დადის, ლიტერატურულ საღამოებს ესწრება და ბოჰემურ ცხოვრებას ეწევა. ასეთი დედამთილი რძალს მშვენიერის შესახებ სიამოვნებით გაესაუბრება, შეიძლება ბოლოს ნანახ ფილმზე საუბრისას ატირდეს კიდეც. პრაქტიკულ საკითხებში დახმარებას არ ელოდოთ. შეიძლება სახლის უგემოვნო ინტერიერი გააკრიტიკოს, მაგრამ ჭკუის სწავლებას არ დაგიწყებთ, თუ სწორად როგორ გარეცხოთ ჭურჭელი და მტვერსასრუტი.
მორიელი
დედა მორიელს შვილის გულისთვის ნებისმიერის დახრჩობა შეუძლია. მორიელი შვილის რჩეულს რენტგენში გაატარებს, რომ მისი სუსტი მხარეები იპოვოს. რძალმა მას არაფერი არ უნდა დაუმტკიცოს, თამაში უფრო გააღიზიანებს. უბრალოდ გულწრფელი იყავით. დედამთილი შვილის რჩეულს ვერასდროს შეიყვარებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მიიღებს.
მშვილდოსანი
დედამთილი, რომელიც გაჩვენებთ ყველაფერს, რასაც ხელიდან გაუშვებთ, თუ დაქორწინდებით და შვილებს გააჩენთ. ის რძალთან ერთად კაფეში სიამოვნებით წავა, რომ ცხოვრებაზე ილაპარაკოს. ძალიან საინტერესო მოსაუბრეა და რამდენიმე სასარგებლო რჩევის მოცემა შეუძლია. ასეთი დედამთილი მომაბეზრებელი ნამდვილად არ იქნება. ზედმეტი დახმარების იმედი არ გქონდეთ. მას საკუთარი ცხოვრება და საზრუნავი აქვს.
თხის რქა
თხის რქა მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავს. საყოფაცხოვრებო საკითხები საერთოდ არ აინტერესებს. გარეგნულად ძალიან პრაგმატული და პედანტურია, მაგრამ თუ შვილიშვილებს მასთან დატოვებთ, იცოდეთ, რომ უკან განებივრებულ და პრეტენზიულ შვილებს წაიყვანთ. ბებია შვილიშვილებს ისეთი ზრუნვით და სინაზით მოეპყრობა, რასაც საჯაროდ ხალხში არ ავლენს. მოკლედ, დედამთილ თხის რქასთან ურთიერთობის გაფუჭება რთულია.
მერწყული
ვერასდროს გაიგებთ, თუ რას ფიქრობს მერწყული დედამთილი. მოკლედ, თუ რძლის მიმართ რაიმე პრეტენზია ექნება, სავარაუდოდ, სხვა რამეზე უფრო ადრე გადაერთვება, ვიდრე თქმას მოასწრებს. მერწყულ დედამთილთან ყურადღებით უნდა იყოთ. შესაძლოა თქვენ არაფერი გითხრათ, მაგრამ შეიძლება შემთხვევით შვილთან წამოცდეს. მუდმივად თქვენს ურთიერთობაზე უნდა იზრუნოთ.
თევზები
აი, თევზები დედამთილი შვილის სახლს არ დატოვებს. ის ძალიან ემოციურია და შვილის გაშვების ნაცვლად მას და მის ცოლს კიდევ უფრო აეკიდება. ადრე თუ გვიან ასეთი რამ იმავე ნიშნის რძალსაც კი შეაწუხებს. სჯობს სწორი საზღვრები დააწესოთ, მაგრამ დედამთილს ხშირად ესტუმროთ, ესაუბროთ და საერთო ჰობით დაკავდეთ.
აი, როგორი განსხვავებულნი არიან დედამთილები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვაღიაროთ, რომ ოჯახში ატმოსფერო ამ ქალებზეა დამოკიდებული.