დროთა განმავლობაში ნათესაური კავშირები შესაძლოა დასუსტდეს ან პირიქით გაძლიერდეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, სურთ თუ არა ნათესავებს ერთმანეთთან კავშირის ქონა. პაპარაცის რედაქციას მკითხველმა მოწერა, რომელიც თავის ნათესავებზეა უკმაყოფილო და უჭირს იმის გაგება თუ რატომ არ დგამენ ისინი შემხვედრ ნაბიჯებს და მათთან დაახლოების მცდელობებს აიგნორებენ. იხინი ხომ სისხლით ნათესავები არიან. მისი გაგებაც შეიძლება. აი, მის მიერ მოთხრობილი ისტორია.
ახლო ნათესაური კავშირები
“დეიდაჩემს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავს. ჩვენ წარმოშობით სოფლიდან ვართ, მაგრამ, ბევრი წლის წინ დედამ და მამამ ქალაქში გადმოსვლა გადაწყვიტეს. მათთვის პერსპექტივები და ინფრასტრუქტურა პირველ ადგილზე იდგა. ახლა მშობლები უკვე მოხუცდნენ, არც მე ვარ ახალგაზრდა – 50 წელი ცოტა არ არის. ცხოვრებაში ბევრი რამ გადავიტანე და მომინდა ნათესავებთან ურთიერთობები კვლავ დამელაგებინა. მათზე ახლობელი მაინც არავინ მყავს. მეგობრები და ჩემი უსაყვარლესი ქმარი არ ითვლება. შვილები კი სამწუხაროდ განგებამ არ მომცა.
პირველად ჩემს დეიდაშვილთან წავედი. მას მალე დაბადების დღე ჰქონდა და შესანიშნავი საჩუქარიც მოვამზადე: საათი ოქროს სამაჯურით. სწორედ ის ვაჩუქე მას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჩასვლა წინასწარ შევატყობინე – და მაინც ცივად შემხვდა. სუფრაზე მინიმალური მოიტანა, ტელევიზორი ჩართო და ჭამა დაიწყო. ამ დღესასწაულზე არც სტუმრები და არც მისი ქმარი არ იყვნენ. მასთან საღამომდე სპეციალურად დავრჩი რადგან მეგონა, რომ სტუმრები და მისი მეუღლეც მოვიდოდნენ. თუმცა ასეთი არაფერი მომხდარა. აზრები და გამბედაობა მოვიკრიბე და სახლში წამოვედი, რამის ბოლო ავტობუსზე დავაგვიანე. ჩემს დანარჩენ ორ დედიაშვილს ტელეფონითაც ვერ დავუკავშირდი. ისინი სხვა სოფლებში გადავიდენ საცხოვრებლად და ალბათ ნათესავებთან კავშირის ქონა არ სურდათ.
ამის შემდეგ დეიდას დაბადების დღეს დაველოდე. ტელეფონით დავუკავშირდი, დიდხანს ვისაუბრეთ და მის დაბადების დღეზე ჩასვლა შევთავაზე.საკმაოდ კარგად შევემზადე: არაფერი ვაჩუქე, უბრალოდ სანაცვლოდ ბევრი პროდუქტები ჩავუტანე: წითელი თევზი, ხორცი, სასმელები, ბოსტნეული.დეიდას დაბადების დღეზე სტუმრები ყავდა. მას რამდენიმე მეგობარი ესტუმრა. ყოველგვარი საჩუქრების გარეშე. ვიფიქრე, რომ მათ სამეგობრო წრეში ასეა მიღებული და მათ საქმეში ცხვირის ჩაყოფა აღარ დავიწყე.საღამოსკენ ნაცნობი ჩრდილი გამოჩნდა. იუბილარს მიულოცა და მაგიდის ბოლოში დაჯდა. მე კი არ მომესალმა. ეს ჩემი დეიდაშვილი იყო. გარკვეული დროის შემდეგ ვკითხე, თუ სად არის მისი ქმარი და რატომ არ მოვიდა დღესასწაულზე. მან კი მიპასუხა, რომ ის ძალიან დაღლილი იყო და ძინავს.მის ხელზე ჩემი ნაჩუქარი საათი ვერ დავინახე, თუმცა მაჯაზე სილურჯე კი შევნიშნე. ისიც შევამჩნიე, რომ მაგიდაზე ჩემი საჩუქრები არ იდო. დეიდამ ყველაფერი უბრალო გამოიტანა.
დავბრუნდი სახლში. დიდხანს ვფიქრობდი სილურჯეზე და იმაზე თუ რით არის მისი ქმარი დაკავებული. მეორე დღეს ჩემი დეიდაშვილი სადგურზე დავინახე, იჯდა და იმ ბოსტნეულს ყიდდა რომელიც დეიდას ვაჩუქე. მე კი ვხვდებოდი, რომ მათ ძალიან უჭირდათ მაგრამ, ასეთი მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ხომ შეეძლოთ თვითონ ეთქვათ?! ახლა უკვე შევწყვიტე ნათესავებთან კავშირის გამონახვაზე ზრუნვა. დაე ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც იყო. ისინი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ. აჯობებს მეტი დრო მეუღლესთან გავატარო.”
სიტუაცია საკმაოდ უსიამოვნოა. თუმცა ყველა თავისებურად ფიქრობს. ზოგს მოსწონს ნათესავებთან ურთიერთობა, ზოგს კი არა. ადამიანები ხომ სხვადასხვანაირები არიან. ამ შემთხვევაში ეკონომიკურ, კულტურულ და ასაკობრივ ფაქტორებსაც აქვს მნიშვნელობა. თუ ხედავთ, რომ მათ თქვენთან ურთიერთობის სურვილი არ აქვთ, მათთან ურთიერთობას ზედმეტადაც ნუ შეეცდებით.