როგორ ვისწავლოთ გემოვნებიანი ჩაცმულობის უგემოვნობისგან განსხვავება?! დღეს პაპარაცის რედაქცია საგაზაფხულო ჩაცმულობის გავრცელებულ შეცდომებზე მოგითხრობთ.
მოდური ჩაცმულობა
1. დუტი და ტრიკოტაჟის თავსაფარი
2021 წელს ეს ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. თუმცა ნუ იჩქარებთ მოდურ ტენდენციებში თქვენი გარკვეულობის ყველასთვის დემონსტრირებას. აჯობებს დათბობას დაელოდოთ და თავსაფარი/შარფი – კლასიკურ ლაბადასთან ერთად ჩაიცვათ.
რაც შეეხება დუტს, მას უფრო თავსაფარი მოუხდება.
წელს დიზაინერებმა ამ აქსესუარის ბევრი არაორდინალური მოდელი შექმნეს. ინტერნეტში მათი დუტის ვერსიების ნახვაც კი შეიძლება.
2. ლუქი რომელიც მხოლოდ ტანზე მომჯდარი სამოსიგან შედგება
ყველას გვიყვარს ტანზე მომდგარი სამოსი, თუმცა ნუ გადააჭარბებთ და ეცადეთ მხოლო ასეთი სამოსი არ ჩაიცვათ, ამგავრად თქვენი გარეგნობა მოსაწყენი გახდება.
იმისთვის, რომ ნამდვილად შესანიშნავი იმიჯი შექმნათ, გამოცანისთვისაც დატოვეთ სივრცე.
3. ქუდი + შარფი + ხელთათმანი (ერთ ფერში)
რა თქმა უნდა ერთ ტონში გადაწყვეტილი აქსესუარები აქტუალურია. მაგალითად შავი ფერი მოდიდან არასდროს გადავა. ერთი ტიპის აქსესუარებზე იგივეს ვერ ვიტყვით, ისინი წარმოუდგენლად მოსაწყენად გამოიყურებიან.
თუმცა თუ რამდენიმე კომპლექტის დეტალს გააერთიანებთ, მსგავსი ფაქტურითა და ფერით, შეიძლება ნამდვილად გემოვნებიანი იერი შექმნათ.
4. ჩექმა და კაპრონის კოლგოტი
ზამთარშიც და სითბოშიც, კაპრონის კოლგოტის მოკლე ფეხსაცმელთან შეხამება, სრულიად მიუღებელია.
ჯერ ერთი, ცივ ზამთარში ეს სამოსი თქვენ ჯანმრთელობას კარგს არაფერს მოუტანს და მეორე – ეს სამოსი ამ შეხამებაში საკმაოდ კომიკურად ჩანს.
თქვენ რომელ ნივთებს არ შეუხამებდით ერთმანეთს არასდროს?! თქვენს მოსაზრებებს კომენტარებში ველით.