თუ ცდილობთ, სწორად იკვებოთ და გაუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, მაშინ, ბაზარზე პროდუქტის შეძენამდე ყურადღებით უნდა შეისწავლიდეთ მათ იერს. თუმცა, პომიდვრის ხარისხის განსაზღვრა გარეგნული ნიშნებით ყოველთვის შესაძლებელი როდია.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება იმისათვის, რომ ყველაზე მწიფე და გემრიელი პომიდვრები შეარჩიოთ და კარგი პროდუქტის ცუდისგან გარჩევა შეძლოთ.
ყველაზე გემრიელი პომიდორი
როგორ ავარჩიოთ
1. პირველ როგში, პომიდორს უნდა შეეხოთ. თუ იგი ძალიან რბილია – ესე იგი, გადამწიფებულია და რამდენიმე საათში შეიძლება გაფუჭდეს. თუ ძალიან მყარია, შესაძლოა, ჯერ კიდევ მკვახე იყოს.
მწიფე ნაყოფი საკმაოდ მძიმეა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი წვნიანი და ხორციანია, შიგნიდან არაა გამომშრალი. გემრიელ პომიდორს თხელი კანი უნდა ჰქონდეს. თუ კანი სქელია, ესე იგი პროდუქტი ნიტრატებითაა გაჯერებული.
2. თუ ნაყოფისა და ყუნწის შეერთების ადგილი მომწვანოა ან პომიდვრის კანის ფერისგან მკვეთრად გამოირჩევა, დიდი ალბათობით, ნაყოფი ჯერ კიდევ დამწიფებამდე მოწყვიტეს.
3. ხარისხიანი პომიდვრის შერჩევა ყუნწითაც შეიძლება: დაყნოსეთ ყუნწის ნაყოფთან შეერთების ადგილი. თუ მწიფე ბოსტნეულის ცოცხალს სუნს გრძნობთ – შეიძინეთ იგი. ტუ სუნი არ აქვს, ესე იგი პომიდორი რაღაცით დაამუშავეს.
4. ყურადღება გაამახვილეთ პომიდვრის ქვედა მხარეს “ვარსკვლავზე”. რაც უფრო მკვეთრია იგი, მით უფრო ტკბილია ნაყოფი.
5. თუ პომიდორზე ნახეთქებია, ეს კარგია – პომიდორი შაქრიანობის გამო სკდება.
6. სთხოვეთ გამყიდველს ერთი პომიდვრის გაჭრა. შიგნით არ უნდა იყოს სიცარიელე და თეთრი ძარღვები.
7. ბუნებრივ პირობებში, პომიდორი არც ისე მკვეთრი ფერისაა, არც იდეალურად გლუვი და არც გიგანტურ ზომებს აღწევს. ამიტომ, შეძენისას, მოერიდეთ არაბუნებრივად დიდ, მოელვარე და გლუვ ნაყოფებს.
როგორ განვსაზღვროთ ნიტრატების არსებობა
პომიდვრებში ნიტრატების მაღალი რაოდენობა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მათი კონცენტრაციის განსაზღვრა შესაძლებელია სპეციალური ლაბორატორიული ანალიზებით, თუმცა, გარკვეული სახით, ნიტრატების არსებობის განსაზღვრა ვიზუალურადაცაა შესაძლებელი.
1. დაყნოსეთ პომიდორი ყუნწთან – ნიტრატებიან ნაყოფს სუნი არ ექნება.
2. დააჭირეთ პომიდორს კანზე თითით. თუ იგი არ სკდება, ხოლო თითის ადგილას იღუნება, დიდი ალბათობით, იგი ნიტრატებით მოიყვანეს. რაც უფრო სქელია პომიდვრის კანი, მით მეტია მასში ნიტრატები.
3. პომიდვრის შეძენამდე გააჭრევინეთ 1 ც ნაყოფი. თუ რბილობი უფრო ღიაა, ვიდრე კანი, ესე იგი, ნაყოფში ბევრი ნიტრატია.
ნიტრატების რაოდენობას შეამცირებთ, თუ პომიდორს რამდენიმე საათით გააჩერებთ გამდინარე წყალქვეშ. მავნე ნაერთები უვნებელდება ხარშვის დროსაც.