რა მნიშვნელოვანი განსხვავებაა 40 წლის და 46 წლის ქალბატონს შორის

0
1132

სპეციალისტები საკმაოდ გულიხვად იძლევიან რჩევებს 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის. მართალა ექიმებისა და ფსიქოლოგების აზრი მნიშვნელოვანია მაგრამ, ურიგო არ იქნებოდა თავად ამ ქალბატონების შეხედულებებიც მოგვესმინა. ამიტომ, დღეს, პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ იმ ქალბატონის შეხედულებებს გაეცნოთ რომელმაც თავისი ცხოვრების 46-ე დაბადების დღეც აღნიშნა და ისეთი აღარ არის როგორც 40 წლის ასაკში იყო.

რჩევები 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის

  • “ადრე მეგონა, რომ 40 და 46 წელს შორის დიდი განსხვავება არ არის. ვფიქრობდი, 40 წლის შემდეგ აღარაფერი შეიცვლებოდა. თუმცა ყველაფერი სხვანაირად აღმოჩნდა. ახლანდელი გადმოსახედიდან კონტრასტი იმდენად დიდია, რომ მაშინებს კიდეც.”
  • “აქ საქმე მხოლოდ თვითშეგრძნებას, ნაოჭებს ან ჭაღარას არ ეხება. ყველაფერი ძველებურად დარჩა, ჩემში კი ყველაფერი შეიცვალა.” – გვიყვება ელენა.
  • “ექვსი წლის წინ ბოტასებს არ ვიცვამდი. არც კაბები იყო ჩეს გარდერობში. ახლა ერთსაც და მეორესაც შესანიშნავად ვიყენებ. ხშირ შემთხვევაში ერთ ლუქშიც ვათავსებ და ძალიან მომწონს. სხვების აზრი კი უბრალოდ აღარ მაინტერესებს.”
  • “40 წლის ასაკში სახლიდან მაკიაჟის გარეშე არ გამოვდიოდი. ახლა კი ჩემი მაკიაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ჰიგიენური ტუჩსაცხია. ამ პერიოდში მათზეც მეცინებოდა ვინც დეპრესიაზე სერიოზული სახით საუბრობდა. ამ წლებში ეს ჩემს თავზეც გადავიტანე.”
  • “40 წლის ასაკში ყველაფრის გაკონტროლება მინდოდა და მეჩვენებოდა, რომ ყველაფერს ვაკონტროლებ. საბედნიეროდ ეს 6 წელი ბევრი მავნე ჩვევის მოცილებაში დამეხმარა. შევწყვიტე იმის შესახებ ნერვიულობა თუ ხვალ რა იქნება. სამაგიეროდ მივხვდი, რომ მომავალზე მნიშვნელოვანი აწმყოა.”
  • “6 წლის წინ ოჯახი დ ბავშვები ჩემი პრიორიტეტი იყო, მაგრამ ახლა ბავშვები გაიზარდნენ და ამან ჩემს წინაშე ახალი შესაძლებლობები გახსნა. თუ ადრე სახლის საქმეები უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სეიალების ყურება ან წიგნის კითხვა ახლა ყველაფერი პირიქით არის”.
  • “40 წლის ასაკში მეშინოდა შეცდომების დაშვების. ახლა ინტერესით ვერთვები ახალ თავგადასავლებში, რომ ამ შეცდომის დაშვება შევძლო, მერე რა თუ შემდეგ სულელის როლში აღმოვჩნდები.
  • “40 წლამდე ჰარმონიას ვეძებდი თუმცა ვერაფრით ვპოულობდი. ახლა თავად შევქმენი ჰარმონიული გარემო რომელშიც ვცხოვრობ. ახლა უკვე აღარფრის ძიება არ მიწევს, ყველაფერი ჩემს გვერდით არის.”
  • “6 წლის წინ ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა ვიცხოვრო ერთი დღე მაინც ისე, რომ ჭიქა კარგი ღვინო არ დამელია. მიზეზი შეიძლებოდა ყველაფერი ყოფილიყო: ნებისმიერი დღესასწაული ან მოვლენა. შეიძლებოდა განწყობის ამაღლების მიზინითაც დამელია. ახლა კი უკვე დაავიწყდა კიდეც თუ რა გემო აქვს ღვინოს.”
  • “ადრე ადამიანები რომლებიც დღიურებს წერდნენ უცნაურად მეჩვენებოდნენ. ახლა კი დღე არ გავა ისე, რომ რამე არ დავწერო. ეს ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა.”
  • “სულ რაღაც 6 წელი. თითქოს ბევრი არ არის. მეორე მხრივ ეს 2000 დღე – მთელი ცხოვრებაა, რომელშიც დანაკარგიც ბევრია და მონაპოვარიც. როდესაც ვინმე ამბობს:”შენ საერთოდ არ შეცვლილხარ” – ამის არ მჯერა. ეს სიმართლე არ არის”.

ადამიანს ცხოვრების ყველა ეტაპზე ელის საინტერესო აღმოჩენები და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის ის, 30 წელს გადაცილდა, ორმოცს თუ ორმოცდაათს. ნებისმიერ ასაკში შეიძლბეა კარგის პოვნა. ასე არ არის?!