რატომ არ ღირს ქორწილის დიდი ხნით გადადება

430

როდის არ ღირს ქორწილის გადადება და რა დროს აჯობებს ჩანაფიქრის გაუქმება?! პაპარაცის რედაქციამ წერილი მიიღო სადაც მკითხველი თავის ისტორიას გვწერს.

ფეთქებადი ხასიათი

“მე და ლაშას ერთნაირი გემოვნება გვქონდა ყველაფერში. ჯერ რამდნიმე წელი ვხვდებოდით, შემდეგ კი ქორწილიც დავგეგმეთ. ლაშამ ხელი მთხოვა და ბინისთვის ფულის გადადება დაიწყო, რათა ქორწინების შემდეგ მშობლების ხარჯზე არ გვეცხოვრა. ქორწილამდე დრო ამ ყველაფრის გამო 4 წლით გაიწელა…თავიდან მისი მშობლები ქორწინებას სკეპტიკურად უყურებდნენ. როდესაც ქორწილამდე 6 თვე იყო დარჩენილი, მისმა მშობლებმა მათთან ცხოვრება შემოგვთავაზეს. ისინი არაოფიციალურ ქორწინებას გულისხმობდენ. ამით გაარკვევდნენ რამდენად ღირს ურთიერთობების ოფიციალურად გაფორმება.ლაშას მშობლების შეთავაზება მოეწონა მე კი – არა! გარდა ამისა ისინი ქალაქგარეთ ცხოვრობდნენ და სამსახურიდან სახლამდე სიარულში ძალიან დიდ დროს ვხარჯავდით. გარდა ამისა სახლის საქმეებიც დამემატა რადგან მათთან მუდმივად სტუმრიანობა იყო. ჯერ უნდოდათ შეემოწმებინათ როგორი დიასახლისი ვიყავი და შემდეგ დაენიშნათ ქორწილი.მალე მეუღლის შობლებთან მარტო დავრჩებოდი რადგან ლაშა სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიოდა. ეს პერსპექტივა დიდად არ მახარებდა, მისი გამგზავრების წინ საშინლად ვიჩუბეთ…საზღვარგარეთ ყოფნისას ის არცერთხელ არ შემხმიანებია. გადავწყვიტე თავად დავკავშირებოდი მაგრამ, მისი ნომერი დროებით მიუწვდომელი იყო, მშობლებმა კი მისი ნომერი არ მომცეს.

ნახევარი წლის შემდეგ ლაშა გამოცხადდა. დამირეკა და მითხრა მის მშობლებთან მივსულიყავი. თუმცა მისი არც ხმის გაგონება და არც დანახვა აღარ მინდოდა. ერთადერთი რაც მაინტერესებდა ის იყო, თუ როგორ აპირებდა ჩემთვის ამ ყველაფრის ახსნას.როგორც აღმოჩნდა ის თავის მართლებას არც კი ფიქრობდა. შეხვედრისას მან ნიშნობის ბეჭედის დაბრუნება მთხოვა, შემდეგ კი ჩემი დარჩენილი ნივთებით სავსე ჩანთა მომცა და კარამდე მიმაცილა.რაც შეეხება ბინას – იყიდა, თავისი მშობლებისთვის! არ მესმის ყველაფერი ასე რატომ შებრუნდა. იქნებ მაშინ ასეთი კატეგორიული არ უნდა ვყოფილიყავი?!როგორ ფიქრობთ რა გახდა მათი დაშორების მთავარი მიზეზი?! იქნებ ღირდა კონფლიქტისთვის თავის არიდება და ყველაფრის ბედნიერად დასრულება?! გავვიხარდება თუ თქვენს აზრს კომენტარებში გაგვიზიარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს