როდის მოვხსნათ ვარდების გადახურვა, საშინლად ცივი თებერვლის შემდგომ: არსებობს ზუსტი მანიშნებლები

213

ვარდი ნებისმიერი მებაღის სიამაყეს წარმოადგენს და ნებისმიერ ნაკვეთს ამშვენებს თავისი შეუდარებელი სილამაზით. თუმცა ის საკმაოდ კაპრიზული მცენარეა. ელემენტარული შეცდომა და შესაძლოა მცენარე საბოლოოდ დაიღუპოს. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ სტატიას სადაც ვარდების მოვლას და მათი შეფუთვის/გადახურვის მოხსნის შესახებ მოგითხრობთ.

ვარდების გადახურვა

ვარდებს ადრეული გაზაფხულიდან – გვიან შემოდგომამდე საგულდაგულო მოვლა ჭირდება. სანაცვლოდ ეს რთულად მოსავლელი მცენარე გულუხვად აავსებს თქვენს ბაღს შეუდარებელი სილამაზით და თქვენის სტუმრებისა და მეზობლების დაკვირვების საგნად იქცევა. თუ ვარდებს კარგად მოუვლით, მათი ყვავილობა მთელი სეზონი გაგახარებთ.

მებაღეების განსაკუთრებულ საფიქრალს წარმოადგენს ვარდების ზამთრის შეფუთვის მოხსნა. თუ მათ საფარში იმაზე დიდხანს გააჩერებთ ვიდრე საჭიროა – კარგ შედეგს ნამდვილად არ მიიღებთ. ხშირად ხდება, ისე რომ მებაღე დაცვას ზედმეტად გვიან ხსნის. რა ხდება ამ დროს?! ჯანმრთელი წანაზარდების ნაცვლად დაზიანებულ ნარჩენებს ვაწყდებით. გაზაფხული ძალიან მატყუარაა. ერთ დღეს ძალიან ცხელა და მზეა, მეორე დღეს კი თოვს და ყინავს. როგორ უნდა მოვიქცეთ?!

სინამდვილეში ორი მთავარი მაჩვენებლით უნდა ვორიენტირდეთ. სწორედ ისინი გვიკარნახებენ იმას, რომ დროა ვარდები გავხსნათ.

1 თოვლის დნობა. თუ თოვლი ინტენსიურად დნება, ეს უკვე განიშნებთ, რომ დროა ვარდები გახსნათ. თუმცა ეს ნელ-ნელა უნდა გააკეთოთ. ჯერ რამდნეიმე საათით გახსენით, შემდეგ კიდევ უფრო დიდი ხნით და ბოლოს კი შეფუთვას საბოლოოდ მოხსნით.

2. სტაბილური პლუს ტემპერატურა. მნიშნელოვანია, რომ ტემპერატურა დღისით და ღამის პლიუსში იყოს. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვას 4 გრადუსზე დაბლა. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ამინდის პროგნოზს.ზოგიერთი მებაღე გვირჩევს აპრილის პირველ დეკადას დაველოდოთ და მხოლოდ მაშნ დავიწყოთ მცენარის განიავება. აქ ყველაფერი რეგიონზეა დამოკიდებული.ვარდები ვერ იტანენს ვერც ყინვას და ვერც გაზაფხულის მწველ მზეს. საფარის მოხსნის შემდეგ, აჯობებს მცენარისთვის ჩრდილი უზრუნველყოთ. განსაკუთრებით თუ ეს მცენარეები ნაკვეთის მზიან ნაწილში არიან დარგულები.

გახსოვდეთ, რომ ჩრდილის გარდა, ვარდებს სწორი გასხვლა, განოყიერება და მავნებლებისგან დაცვაც ესაჭიროება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს