შოკოლადის ბლინები ხაჭოსა და ხილის გულსართით, რომელიც ყველაზე საშინელ ხასიათზე მყოფ მეუღლესაც კი მონუსხავს

203

კვირას, მასლენიცაზე ჩემ ოჯახის წევრებს უჩვეულო საუზმე ელით. შოკოლადის ბლინები ნაზი, კრემის გულსართით და ხილით რომელსაც როლების სახით მივიტან სუფრასთან. ტკბილი და სასარგებლო რულეტები ხაჭოს გულსართით – რა შეიძლება იყოს უფრო უკეთესი?!

დღეს პაპარაცის რედაქცია შოკოლადის ბლინისგან როლების (რულეტების) მომზადებას გასწავლით. სტატიის ბოლოში კი ამ დესერტის ვიდეო რეცეპტიც გელით!

შოკოლადის ბლინების რეცეპტი

ცომის ინგრედიენტები:

  • 350 გრამი რძე
  • 2 ცალი კვერცხი
  • 130 გრამი ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 10 გრამი ვანილის შაქარი
  • მწიკვი მარილი

გულსართის ინგრედიენტები:

  • 400 გრამი ხაჭო
  • 5 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 10 გრამი ვანილის შაქარი
  • შაქრის პუდრა გემოვნებით
  • ხილი და კენკრა

მომზადების წესი

1. ბლინების მოსამზადებლად ღრმა ჯამში კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი და მწიკვი მარილი მოათავსეთ, კარგად ათქვიფეთ. დაასხით რძე და კვლავ ურიეთ. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო.

2. ცომი ერთგვაროვნებამდე ათქვიფეთ. კონსისტენციით ცომი არაჟანს უნდა გვაგონებდეს.

3. ზეთმოსმულ ცხელ ტაფაზე ბლინები გამოაცხვეთ. ისინი ორივე მხრიდან უნდა შეწვათ. ვანილის შაქრის წყალობით დესერტი ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის.

4. მომზადებისთვის გულსართი ვანილის შაქარს და არაჟანს უნდა შეურიოთ. შეგიძლიათ მას 3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრაც დაუმატოთ. ყველაფერი ბლენდერით ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

5. კენკრა და ხილი გემოვნებით შეარჩიეთ. მე კივის, ბანანისა და მარწყვის ერთობლიობა მომწონს. მარწყვს გაყინულს ვიყენებ. თუ თქვენც გაყინული კენკრის გამოყენებას აპირებთ – მისი გადნობა არ დაგავიწყდეთ.

კენკრა და ხილი კარგად გაასუფთავეთ და დაჭერით. ყოველ ბლინს ხაჭოს კრემი მოუსვით და შემდეგ ხილი დაადევით. ბლინი როლად (რულეტად) გადაახვიეთ. შემდეგ კი მაცივარში ნახევარი საათით მაცივარში შედგით.

6. სანამ სუფრასთან მიიტანთ, ბლინი მაცივრიდან გამოიღეთ და დაჭერით. გემრიელად მიირთვით!

პაპარაცის რედაქციის რჩევა

ამგავრი ბლინების მომზადება მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ. მასთან სხვადასხვა ხილისა და კენკრის გამოყენება შეიძლება. ყველიერზე კი ახლობლები ამ დესერტით აუცილებლად უნდა გაანებივროთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს