ზაფხულში მარწყვის კარგი მოსავლის მისაღებად მომზადება მარტში უნდა დაიწყოთ. თქვენ უკვე შეგიძლიათ ბაღის სამუშაოები დაგეგმოთ და გაითვალისწინოთ სასარგებლო რჩევები, რომელთაც დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია გიზიარებთ.
მარწყვის კარგი მოსავალი
გაზაფხულის დადგომა არა მხოლოდ ბუნებას, არამედ ყველა მეაგარაკეს აცოცხლებს. უკვე მარტში ნერგებზე ზრუნვა, ინვენტარის მომზადება და სათბურის რემონტი, აპრილში კი, კვლების გათხრა და დარგვა იწყება.პირველ რიგში, ნაადრევ გაზაფხულზე ყურადღება მარწყვს უნდა მიაქციოთ. როგორც კი თოვლი გადნება, მისი პირველი ფოთლების დანახვას შეძლებთ. მარწყვის ნაყოფიერება საკმაოდ ადრე იწყება და მასზე ზრუნვა არ უნდა გადადოთ. ამ კულტურის მდიდარი მოსავლის მისაღებად რამდენიმე ძირითადი წესი უნდა დაიცვათ.
მარწყვის მოვლის წესები
- როგორც კი თოვლი გადნება, მარწყვის ნაკვეთი ნაგვისა და ძველი ფოთლებისგან გაწმინდეთ. ასევე მიწა გააფხვიერეთ, შემდეგ ეპინით (ზრდის მასტიმულირებელი საშუალება) დაამუშავეთ.
- ამის შემდეგ სასუქი დაუმატეთ, ყველას სჯობს აზოტის სასუქი. მაგალითად, შარდოვანა ან ნაკელი. მარწყვი მინიმუმ 3–ჯერ მაინც უნდა გამოკვებოთ. პირველი საწყისი გამოკვების შემდეგ სასუქი კვირტების ფორმირების დროს უნდა მიაწოდოთ. ასე მცენარე უკეთ იყვავილებს და ნაყოფიერი იქნება. შემდეგი გამოკვება – მოსავლის აღების შემდეგ.
- კარგი მოსავლის მისაღებად კვლები მულჩით დაფარეთ. ასე ფესვებში ტენიანობის შენარჩუნებას და გამოშრობის თავიდან აცილებას შეძლებთ. თან კვლევებს სარეველებისგან და კენკრას ლპობისგან დაიცავთ. მულჩირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩალა, წიწვები, უნაჭრო ქსოვილი, ტორფი კომპოსტით. ზოგი კვერცხის მუყაოს ყუთსაც იყენებს.
- სწორი მორწყვის ორგანიზება არანაკლებ მნიშვნელოვანია. მარწყვს ზედაპირული, მაგრამ ძლიერი ფესვების სისტემა აქვს, რომელიც გამოშრობას ვერ იტანს. თუმცა ზედმეტი მორწყვაც არ უყვარს. მშრალ და თბილ გაზაფხულს მარწყვი კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ.სხვათა შორის, ზოგი მეაგარაკე მოსავლის აღების შემდეგ მარწყვს აღარ რწყავს და ეს დიდი შეცდომაა. საქმე იმაშია, რომ ზაფხულში მომავალი ყვავილობისთვის როზეტებში ყვავილოვან კვირტებს დებენ. თუ ტენიანობა საკმარისი არაა (რაც ზაფხულში ხშირად ხდება), მომავალ წელს ცუდ მოსავალს მიიღებთ.
- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: დაავადებების და მავნებლების არსებობის კონტროლი. უსაფრთხოების ზომები პირველივე ნიშნებზე უნდა მიიღოთ, მცენარის კვდომა არ უნდა დაუშვათ. პროფილაქტიკის მიზნით მარწყვი ყვავილობამდე 1%–იანი სპილენძის სულფატით დაამუშავეთ. სხვათა შორის, თუ მარწყვს 3–4 წელიწადში ერთხელ განაახლებთ, უფრო ნაკლებად დაავადდება და დაავადებებს უკეთ შეეწინააღმდეგება.
ძვირფასო მეაგარაკეებო, გისურვებთ წელს მარწყვის კარგი მოსავალი მიიღოთ. სათანადო ზრუნვისთვის მცენარე წვნიანი და გემრიელი ნაყოფით მადლობას გადაგიხდით. თუ მარწყვის მოვლის საკუთარი საიდუმლო ხრიკები გაქვთ, აუცილებლად გაგვიზიარეთ!