ჩვენი უმრავლესობა დაუფიქრებლად, ყოველდღე იშორებს ათობით მუყაოს ნაკეთობას. ასე ნაგავსაყრელზე რამდენიმე ათეულ ლარს ისვრით. თუ დღეში ერთი ქალაქის მიერ მოგროვილი ქაღალდის ნარჩენების ღირებულებას გამოთვლით, ჩვენი ქვეყნის საშუალოსტატისტიკური მოქალაქის საშუალო ხელფასს მიიღებთ.
ნაგვის დახარისხებისა და ნარჩენების გადამუშავების, როგორც ეკოლოგიური რაციონალურობის იდეის პოპულარობის მიუხედავად, ბევრ ადამიანს დღემდე არ გასჩენია რომელიმე ნარჩენის ხელმეორედ გამოყენების სურვილი. თუმცა, თუ ამ მასალებზე ისე ვიფიქრებთ, როგორც ქარს გაყოლებულ ფულზე, რომელიც პატიოსანი შრომით მოვიპოვეთ, ნაგვის ურნისკენ გახედვა აღარ მოგვინდება.
როგორ შეიძლება მუყაოს გამოყენება სარგებლიანად, შვებით რომ ამოისუნთქოთ და გაიაზროთ, რომ რესურსები მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენეთ? რეალურად, ამ მასალის გადამუშავების უამრავი ვარიანტი არსებობს. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გიზიარებთ 5 ყველაზე უნივერსალურ იდეას, მუყაოს ნარჩენების საყოფაცხოვრები სარგებლისთვის გამოსაყენებლად.
რისი გაკეთება შეიძლება მუყაოსგან
1. პირველ რიგში, თეთრი თაბახის რამდენიმე ფურცლით შეგიძლიათ ოთახის მცენარეების გადარჩენა ცხელ, მზიან დრეებში. განსაკუთრებით ნაზ მოვლას საჭიროებს ია და ორქიდეა. უბრალოდ დაამაგრეთ მუყაოს ნაჭრები ფანჯრებზე სკოჩით.
2. მეორეც, მუყაოს ნარჩენების გამოყენება სათეს ჭურჭლადაც შეიძლება. განსაკუთრებით გამოსადეგია კვერცხის ჩასაწყობი ყუთები ან ყავის მუყაოს ჭიქები.
3. მესამეც, მუყაო იდეალური მასალაა სხვადასხვა გამანაწილებლის შესაქმნელად. გაგიკვირდებათ, თუმცა, სკოჩის ან ტუალეტის ქაღალდის მუყაოს გამოყენებაც კი შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად. მაგალითად, დაამზადეთ მისგან მაგიდის ორგანაიზერი საკანცელარიო ხელსაწყოების ან კოსმეტიკისთვის. მცირე ფანტაზია, წებო და საღებავი – ვუალა, მაგიდაზე – წესრიგი, სულში სიმშვიდე სუფევს.
4. დიდი ზომის უსარგებლო მუყაოს ყუთები შეგიძლიათ ქსოვილით შეფუთოთ და ნივთების შესანახ კონტეინერად ან სარეცხის კალათად აქციოთ.
5. უფრო მცირე ზომის ყუთებით კი შინაური ცხოველისთვის სახლს გააკეთებთ. სხვათა შორის, მისი გაკეთება მუყაოს ცალკეული ელემენტებითაც შეიძლება (თუმცა, უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ).
თქვენ რას აკეთებთ ხოლმე მუყაოს ნარჩენებისგან? გაგვიხარდება, თუ ახალ იდეებს გაგვიზიარებთ.