„როგორ მოვამზადოთ შამპინიონები ქურაში ისე, რომ მეუღლის ნათესავები გავაოცო?!“ – ვკითხე ჩემს რესტორატორ მეგობარს. მან მიპასუხა: „აიღე ცოტაოდენი მაგარი ყველი, 3 ცალი კვერცხი და 1 ხახვი. მოამზადე ფარშირებული სოკო. ეს კერძი სუფრიდან სწრაფად გაქრება“.
მოზადების წესი შევინახე და მეგობარს მადლობა გადავუხადე. ძალიან მიყვარს მარტივი რეცეპტები შესანიშნავი შედეგით. შეგიძლიათ რეცეპტს ქათამიც დაუმატოთ, თუმცა რადგან მარხვაა გადავწყვიტე ხორცის გარეშე მოგვეწოდებინა რეცეპტი.
როგორ მოვამზადოთ შამპინიონი ქურაში
პაპარაცის ამ სტატიაში სოკოს რეცეპტს გაგაცნობთ.
ინგრედიენტები
- 1 კილო შამპინიონი
- 1 ცალი ხახვი
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 100 გრამი კარაქი
- 3 ცალი კვერცხი
- 100 გრამი მაგარი ყველი
- 1 სუფრის კოვზი მაიონეზი
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი
1.სოკო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და ბოლოები და ქუდები განაცალკევეთ. სოკოს ბოლოები საშუალო ზომის კუბებად დაჭერით. ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.
- ტაფაზე მცენარეული ზეთი მოასხით და ხახვი გაოქროსფრებამდე შეწვით. ხახვს დაჭრილი სოკოს ბოლოები დაუმატეთ. წვით 7 წუთის განმავლობაში და პერიოდულად ურიეთ.
3.კვერცხი მოხარშეთ და დაჭერით კუბებად. დააყარეთ სოკოს და ხახვს. ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ და ნახევარი მასა კვერცხს, ხახვსა და სოკოს მოაყარეთ.
- სოკოს ქუდები მცენარეულ ზეთ წასმულ ჟარუნაზე დადევით. ყოველ მათგანს შუაში მცირე ზომის კარაქი დაადევით და შემდეგ ტაფაზე მომზადებული გულსართიც დაუმატეთ. გულსართს ზემოდან ცოტაოდენი გახეხილი ყველი დაადეთ.
სოკო წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით და ნახევარი საათის განმავლობაში აცხვეთ.
5.სულ ეს არის, სოკოს არომატული კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით!
რედაქციის რჩევა
სანამ მომზადებას დაიწყებთ, სოკოს ქუდებში კბილის ჩხირით რამდენიმე ნახვრეტი გააკეთეთ, შემდეგ კი მარილი და ცოტაოდენი პილპილი მოაყარეთ. დატოვეთ 15 წუთით.
გულსართში შეგიძლიათ კუბებად დაჭრილი პომიდორი ან წიწაკაც დაუმატოთ.
ახლა უკვე იცით თუ როგორ მზადდება უგემრიელესი შამპინიონები ქურაში. შეინახეთ ეს რეცეპტი, ის არაერთხელ გამოგადგებათ!