ყველასთვის ვინც დიდ მარხვას იცავს – პაპარაცის რედაქციამ ჭარხლის სალათის რეცეპტი მოამზადა. მსუბუქი, გემრიელი, უბრალო და რაც მთავარია ვიტამინებით სავსე.
გაზაფხულზე როდესაც ვიტამინების ნაკლებობას ვგრძნობთ, ის ვიტამინებით აგვავსებს, აგვიმაღლებს გემოგლობინის დონეს და დაგვეხმარება დაგროვილი კილოგრამებისგან გავთავისუფლდეთ.
სამარხვო სალათი ჭარხლისგან
ინგრედიენტები:
- 1 ცალი ჭარხალი (70 გრამი)
- 1 ცალი სტაფილო (150 გრამი)
- 100 გრამი კაკალი
- 150 გრამი შავი ქლიავი
- 150 გრამი გარგარი
სოუსის ინგრედიენტები
- 5-6 კბილი ნიორი
- 100 მილიგრამი ზეითუნის ზეთი
- 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- სანელებლები სალათისთვის (სურვილისამებრ)
მომზადების წესი
1. გარეცხეთ და გაფცქვენით ჭარხალი და სტაფილო. გახეხეთ ბოსტნეული კორეული სტაფილოს სახეხზე (გრძლად)
2. შეწვით კაკალი ან ქურაში გამოაშრეთ. წვრილად დაჭერით.
3. გარეცხეთ შავი ქლიავის და გარგრის ჩირი. თუ მაგარია ცხელ წყალში ნახევარი საათით ჩაალბეთ.
4. წვრილ სახეხზე ნიორი გახეხეთ. ერთმანეთში აურიეთ გახეხილი ნიორი, ზეიუთუნის ზეთი, სამარხვო მაიონეზი, მარილი, წიწაკა და თქვენი საყვარელი სანლებლები.
5. დაჭერით შავი ქლიავი და გარგარი – მცირე ზომის ნაჭრებად.
6. ყველა ინგრედიენტი ერთ ჯამში გააერთიანეთ. დაუმატეთ სოუსი. კარგად აურიეთ.
7. სულ ეს არის, სამარხვო სალათი მზადაა!
ჭარხლის მსუბუქი და დაბალანსებული სალათები ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ეცადეთ მას ისეთი ინგრედიენტები დაუმატოთ რომლებიც ჭარხლის გემოს კარგად დააბალანსებენ.
უმი ჭარხლის სპეციფიურ გემოს ამ სალათში შავი ქლიავისა და გარგრის ჩირი აბალანსებს. სალათი საკმაოდ ნოყიერია და მომზადებული პორცია 2-3 დღის განმავლოაბში გეყოფათ.