როგორ გავწმინდოთ ფანჯრები იოდის მეშვეობით

270

ჩემი მეზობლის ფანჯრები ბოლო დროს იდეალურად გამოიყურება, მათზე ერთ ლაქას ვერ ნახავთ. რა თქმა უნდა ვკითხე თუ როგორ აღწევს ასეთ შედეგს. ჩემდა გასაოცრად მისი მეთოდი ძალიან მარტივი და სწრაფია. პაპარაცის რედაქცია ფანჯრების იოდით წმენდის მეთოდზე მოგითხრობთ.

როგორ გავწმინდოთ ფანჯრები სახლის პირობებში

იდეალური ეფექტის მისაღებად აუცილებელიოა იოდის ხსნარის გამოყენება. მეთოდის კიდევ ერთი პლიუსი ის გახლავთ, რომ ეს საშუალება ზედაპირებზე მტვრის დადებასაც უშლის ხელს.

Photo credit: Depositphotos

დაგჭირდებათ:

  • 1 ლიტრი წყალი
  • 5 წვეთი იოდი

საზომ ჭიქაში წყალი და იოდი მითითებული პოროპორციებით შეურიეთ.

მიღებული ხსნარით ფანჯრები ორივე მხრიდან დაასველეთ. წმენდისთვის ნებისმიერი სახის დალაგებისთვის განკუთვნილი ხელსახოცი გამოგადგებათ. თუ შუშაზე ძლიერი დაბინძურებებია პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ბოლოს სველი ფანჯარა კარგად გაამშრალეთ და გააპრიალეთ. ამაში ყველაზე უკეთ ქაღალდის ხელსახოცი გამოგადგებათ. ამ მეთოდის გამოყენებით შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

როგორც ხედავთ ისეთი ბიუჯეტური საშუალების მეშვეობითაც კი როგორიც იოდია- სახლის სისუფთავის შენარჩუნებას იდეალურად შეძლებთ. თქვენ რით წმენდთ ფანჯრებს?! თქვენი მეთოდები კომენტარების სახით გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს