მცენარეების სახლის პიროებში გაზრდა საკმაოდ სასიამოვნო პროცესია, თუმცა ამავდროულად ეს დიდი პასუხისმგებლობაც გახლავთ. თუ მათი მორწყვა დაგავიწყდებათ, ყვავილი დაჭკნება, ამიტომ ახალბედები სახლის გამწვანებას არ რისკავენ და თავს არიდებენ მცენარის მოვლაზე პასუხისმგებლობის აღებას. პაპარაცის რედაქციამ გადაწყვიტა პრეტენზიული მცენარეების მოვლის შესახებ მოგითხროთ. მაშინ რატომ არ უნდა ვიფიქროთ გაზაფხულზე ბუნებასთან ერთად ბინის გამწვანებაზეც?
მცენარეების გაზრდა სახლის პირობებში
სახლისთვის შესაფერისი მცენარის შერჩევა უკვე ნახევარი საქმეა. თუ თქვენს ძალებში დარწმუნებული ხართ და საკმარისი თავისუფალი დრო გაქვთ შეგიძლიათ მარტივით დაიწყოთ, ეს წესი ყვავილის სახეობის შერჩევასაც ეხება. ნელ-ნელა მებაღეობა ისე გაგიტაცებთ, რომ ნამდვილი მწვანე კოლექციის შექმნას დაიწყებთ.
ყველა ტროპიკული ჯუნგლი ერთი მცენარით იწყება. სანამ ვინმე ტყის ქოხზე ოცნებობს სხვებს ბინაში შეუძლია ბუნებრივი სილამაზის შექმნა.
ადვილად მოსავლელი მცენარეები
1. ასპიდისტრა
ჩრდილოვანი მცენარეა რომელიც ნელა იზრდება და ბავშვებისთვის ან შინაური ცხოველებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მოვლისთვის მორწყვაც საკმარიასია – როდესაც ნიადაგი სრულად გაშრება. დროდადრო მისი ფართო ფოთლების მტვრისგან გაწმენდაც იქნება საჭირო.
ასპიდისტრის არჩევისას საკმარისია დარწმუნდეთ, რომ მისი ფესვები ჯანმრთელი და სქელია. ვიქტორიანულ ეპოქასი ვას “თუნუქის ყვავილს” უწოდებდნენ და ლიტერატურაშიც ხშირად იხსენიებენ.
2. სანსევერია
კიდევ ერთი არაპრეტენზიული ოთახის მცენარე, რომელიც შესანიშნავად გრძნობს თავს ჩრდილში და იშვიათად ჭირდება მორწყვა, ისიც ნელა იზრდება. მოვლისთვის მისი რწყვა და მტვრისგან გაწმენდაც საკმარისია. თუ მორწყვა დაგავიწყდებათ არც ეს იქნება კრიტიკული შეცდომა.
მისი დაახლოებით 70 სახეობა არსებობს. შინაურ მცენარეს დაახლოებით 10 სახეობა გამოგადგებათ. შერჩევისას დარწმუნდით რომ მისი ფესვები ჯანმრთელია და ღია-ფორთოხლისფერი ფერი უნდა ჰქონდეს.
3. ფიტონია
მცენარე რომელიც თავად გიკარნახებთ თუ როდის ჭირდება მორწყვა – როდესაც ნიადაგის ზედეა ფენა გაშრება. თვეში ერთხელ მას შხაპი უნდა მიაღებინოთ. ამავდროულად ფიტონიისთვის წყვლის უკმარისობა რთული არ არის. მთავარია – მცენარე მზის პირდაპირი სხივებისგან დაიცვათ.
4. მარანტა
აქტიურად ზრდადი მცენარეა, მას განსაკუთრებული თვისება აქვს: დილით ფოთლებს შლის, საღამოს კი ხურავს. ვერ იტანს მზის სხივებს მაგრამ, შესანიშნავად გრძნობს თავს ჩრდილში.
მარანტის არჩევისას კარგად შეათვალიერეთ მისი ფოთლების უკანა მხარეს: მას ნახვრეტები და თეთრი ლაქები არ უნდა ქონდეს. ფოთლები მკვეთრი ფერის უნდა იყოს. თუ მაქსიმალურად უპრეტენზიო მცენარეს ეძებთ – სამფერა მარანტა შეარჩიეთ.
თითქმის ნამდვილი ხეები სახლში
5. ელასტიური ფიკუსი
თუ სახლში ნამდვილი ხის ქონა გსურთ – ეს კარგი ვარიანტია. მას გაფანტული სინათლე ჭირდება და მზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანს. თუ მას ჩრდილში გააჩერებთ, ის ნელა გაიზრდება, ქვედა ფოთლები კი საერთოდ დაცვივდება.
გაზაფხულზე და ზაფხულში ისინი კვირაში 1-2-ჯერ უნდა მორწყათ. ცივ ამინდში ის უფრო იშვიათად უნდა მორწყათ. ხშირი რწყვისას მას ფოთლები ცვივა. წლის თბილ სეზონზე ფიკუსს თბილი შხაპი უნდა მოუწყოთ – ნიადაგს ამ დროს ცელოფანი უნდა გადააფაროთ.
6. ქლოროფიტუმი
ალბათ ბევრს გინახავთ ეს მცენარე სახლსა თუ ოფისებში. მისი სხვადასხვა სახეობები არსებობს: მაგალითად, ქლოროფიტუმი ოუშენი დიდი ბრტყელი ფოთლებით იწონებს თავს რომლებიც ნებისმიერ სახლს სიმწვანით დაამშვენებენ. მცენარის მოვლისთვის სულ ცოტაც კმარა: გაფანტული შუქი, ყოველდღიური რწყვა და მფლობელის სიყვარული.
7. ჩინური ფულის ხე
ამ მცენარის მრგავლი ფოთლები ბევრ დიასახლისს მოსწონს. თუნდაც სახლში ბევრი სიმწვანე იყოს – ის მაინც მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ის უჩვეულოდ გამოიყურება და ცოტა სითხე ჭირდება. ეს მცენარე თავს ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს როდესაც გაფანტული შუქი წვედება.
იმედი გავქვს ეს სია არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. მცენარეების გაზრდა სახლის პირობებში ჩვეულ ჰობად იქცევა, რომელიც არა მხოლოდ სახლს გაამწვანებს არამედ მას უფრო მყუდროსა და დადებითი ემოციებით სავსეს გახდის.