როგორ შევინახოთ კარტოფილი დიდხანს, პროდუქტი რომ არ გაფუჭდეს

635

ხდება ხოლმე, სოფელში ნათესავებთან წახვალ სტუმრად, სახლში კი კარტოფილით სავსე ტომრით ბრუნდები. გულს უხარია – ეს ხომ სახლის ნატურალური პროდუქტია. თუმცა, ტომარაში გაფუჭებული ნაყოფიც ხვდება ხოლმე. ამ უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ, თუ გეცოდინებათ, როგორ უნდა შეინახოთ კარტოფილი სწორად. Paparazzi.ge-ის რედაქცია დღეს ამაზე ისაუბრებს.

როგორ შევინახოთ ბევრი კარტოფილი

როგორც წესი, კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ, მას აშრობენ, ახარისხებენ, ტომრებში ალაგებენ და სარდაფში მიაქვთ. იქ ინახება სხვა ბოსტნეულიც, მაგალითად, სტაფილო და ბოლოკი. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ყველაფრის ტომარაში ჩაყრა და გრილ ადგილას მოთავსება საკმარისი არაა.

საქმე ისაა, რომ ჰაერის ნორმალური ცირკულაციის არარსებობის გამო, კარტოფილი შეიძლება გაფუჭდეს. ამას მარტივად მოერიდებით, თუ მოსავალს პლასტმასის ყუთებში ჩაყრით. დახვრეტილი კედლები ბოსტნეულს კარგად გაანიავებს. ლპობის მიზეზიც აღარ იარსებებს.

გარდა ამისა, ყუთების ერთიმეორეზე დალაგებაც შეიძლება. ვერტიკალური შენახვა სარდაფში სივრცეს დაზოგავს, რასაც ვერ ვიტყვით უამრავ ტომარაზე.

მოსავალი სოკოსა და ობისგან რომ იხსნათ, ფერფლის გამოყენება შეგიძლიათ. საუკეთესო ვარიანტში, სარდაფში თვითონ კარტოფილიც უნდა გამოაშროთ. შემდეგ, ყუთების ფსკერზე უნდა დაყაროთ ქვიშის ან ფერფლის ერთი ფენა. ასე კარტოფილი უფრო დიდხანს და უკეთ შეინახება. ზოგიერთი მიწათმოქმედი ყუთებს დაფქულ ცარცს აყრის.

კარტოფილს ხშირად ინახავენ ბადეებშიც: ბოსტნეული ასეც კარგად ნიავდება. თუმცა, კარტოფილი ლპობისგან რომ დაიცვათ, ყველა ბადეს ხმელი აბზინდა უნდა დააფინოთ. ამბობენ, რომ ეს კარტოფილის შენახვის უძველესი სლავური მეთოდია.

აბზინდის გარდა (მისი სპეციფიკური სუნის გათვალისწინებით), შეგიძლიათ ხმელი მელისას, გვიმრის და ცირცელის ფოთლების, ფიჭვის ან ნაძვის წიწვების გამოყენება. სხვათა შორის, გვიმრა სარდაფს თაგვებისგანაც დაიცავს.

სხვა ხრიკები

თუ დიდი სარდაფი და ბევრი კარტოფილი გაქვთ, გამოიყენეთ შესანახავად მრავალდონიანი ბადეები. ზოგი მიწათმოქმედი ნაყოფს ყუთებში ინახავს, ყოველ ფენას კი გაზეთს აფარებს.

არსებობენ ისეთებიც, რომლებიც კარტოფილს ხის საფარზე ყრიან და ისე ინახავენ. მთავარია, ამ საფარზე გვიმრა ან სხვა შესაფერისი ხმელი ბალახი მოათავსოთ. გამოდგება ორკბილას ეკლებიც. ამბობენ, რომ ისინი იცავს მოსავალს ვირთხებისა და თაგვებისგან. აქ ყველაფერი თქვენი სარდაფის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ზოგი მიწათმოქმედი კი ბოსტნეულს აივანზე ინახავს. კიდევ, მსმენია, რომ შენახვამდე კარტოფილი 1 საათით უნდა ჩაალბოთ კალიუმის პერმანგანატის (“მარგანცოვკას”) ხსნარში. შემდეგ, რა თქმა უნდა, უნდა გააშროთ და შეინახოთ. ოდესმე გამოგიყენებიათ მსგავსი მეთოდი?

თქვენ რა გზებს იყენებთ კარტოფილის უხვი მოსავლის შესანახავად? გაგვიზიარეთ ხრიკები და გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს