ჩვენს რეგიონში გაზაფხული საკმაოდ თბილი და ნათელია. ჩვეულებრივ, მიწათმოქმედები აპრილიდან მაისამდე უკვე რგავენ ფანჯრის რაფაზე მოძლიერებულ პომიდვრებს. Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ პომიდვრის ჩითილების მომზადების ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგვიანებულ ბუჩქებსაც კი უხვ მოსავალს მოასხამს.
არ არსებობს იმაზე უფრო უხეში შეცდომა, ვიდრე პომიდვრის ცივ ნიადაგში დარგვაა. ტემპერატურა დღისით 20, ღამით კი არანაკლებ 8-10-ს უნდა აღწევდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეები უბრალოდ დაიღუპება! დაელოდეთ გრილი დღეების დასრულებას და დათესეთ პომიდორი ჩითილების მისაღებად, აპრილის ბოლოს.
როგორ მოვამზადოთ პომიდვრის ჩითილები
უკვე ვთქვით, რომ აპრილის ბოლო რიცხვები პომიდვრის დასარგავად ჯერ კიდევ არაა გვიანი. უმჯობესია, სტაბილურ მზიან ამინდებს დაელოდოთ. სინათლის უკმარისობის გამო, ნერგები შეიძლება სიმათღლეში უაზროდ გაიზარდოს და მოკვდეს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია დღეების დათვლაც. ჩითილები 55-65 დღის შემდეგ უნდა გადარგოთ. აირჩიეთ ამ სამი საუკეთესო სახეობიდან რომელიმე:
- გვიანი ჩითილებისთვის რეკომენდებულია ჩიბისი, რომლის ნაყოფს წაგრძელებული, მარინადისთვის მოსახერხებელი ფორმა აქვს. ღია ნიადაგში გამოირჩევა სიმტკიცით, სწრაფად მწიფდება, არ სჭირდება საყრდენი.
- თუ სამეფო ზომის პომიდვრების მიღება გსურთ, აირჩიეთ ისპოლინი. ამ სახეობაზე 300-800 გ წონის ნაყოფი იზრდება.
- თუ სათბურში რგავთ, გაითვალისწინეთ, რომ იქ ტენიანობა უფრო მაღალია, დღისით შესაძლებელია გადახურება, თავად მცენარეები კი დაავადებებისადმი უფრო მიდრეკილი იქნება. ამ შემთხვევაში, უპირატესობა ჰიბრიდულ სახეობებს, მაგალითად, მაზარინის უნდა მიანიჭოთ.
როცა სახეობას აირჩევთ, დაიწყეთ თესლის მომზადება დარგვისთვის. მისი ფორმაში ჩარგვა და მორწყვა საკმარისი არ იქნება. არსებობს ერთი ხრიკი, რომელსაც ყველა გამოცდილი მიწათმოქმედი იყენებს.
ჩაალბეთ თესლი მცირე ზომის ჭურჭელში 10 წუთით. ამ დროში, ზოგიერთი მათგანი ფსკერზე დაილექება – სწორედ ეს მარცვლებია ხარისხიანი, ნაყოფიერი, რომელიც მომავალ მცენარეებს მისცემს სიცოცხლეს. ისინი კი, რომლებიც ზედაპირზე ტივტივებს, სუსტი და დეფექტურია ხოლმე.
ფრთხილად გადაღვარეთ წყალი, მოტივტივე თესლიანად. მიღებული მძიმე თესლი დარგეთ ნიადაგით სავსე ფორმაში. აქაც გაქვთ გასათვალისწინებელი ნიუანსები: მიწა სპეციალურად პომიდვრებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, მჟავე. დათესეთ ტეტრაპაკის დახვრეტილ კოლოფში, ზედმეტი სითხე რომ არ დარჩეს. ჩაყარეთ ნიადაგი ბოლომდე, ამონაცენი რომ არ დაიჩრდილოს.
თითოეულ თხრილში მოათავსეთ ორ-ორი მარცვალი, ამოსვლის შანსი მეტი რომ იყოს. ისღა დაგრჩენიათ, უხვად მორწყოთ და დაახუროთ პარკი, პირველი ამონაცენების მისაღებად, შემდეგ კი დაუთმეთ ჩითილებს თბილი ადგილი ფანჯრის რაფაზე.
ამ ნიუანსების გათვალისწინებით, პომიდვრების გადარგვას მაშინ შეძლებთ, როცა მოახერხებთ. თბილ ან ცივ სეზონზე, სათბურში ან ღია ნიადაგზე. იქნებ, სხვა ნიუანსებიც იცით? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც.