იშვიათია საქართველოში ნახო ადამიანი, რომელსაც იმერული ხაჭაპური არ უყვარს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ნამდვილი იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად დაგეხმარებათ.
საჭირო მასალა:
- კვერცხი- 2 ცალი
- კარაქი- 3ს.კ
- 2 ჭიქა მაწონი
- 500 გ უმარულო იმერული ყველი
- 3ს.კ ფქვილი
მომზადების წესი:
- 500 გ ყველი დაჭყლიტეთ ან გახეხეთ და აურიეთ 1 კვერცხთან ერთად.
- 2 ჭიქა მაწონს, 1 კვერცხს, 3 ჭიქა ფქვილს და მწიკვ სოდას დაუმატეთ ცოტა მარილი და მოზილეთ ცომი. აცადეთ ამოფუება.
- შემდეგ გაყავით 4 ნაწილად და თხლად გააბრტყელეთ და წაუსვით კარაქი.
- შუა ნაწილში მოათავსეთ ერთმანეთში არეული ყველი და კვერცხი. შემდეგ კი შეკარით.
- სქელ ტაფაზე დაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი. მოათავსეთ მასზე ხაჭაპური და აცხვეთ 8- 10 წუთის განმავლობაში თავდახურულ მდომარეობაში. შემდეგ ხაჭაპური ამოაბრუნეთ და ამჯერად თავსახურის გარეშე აცხვეთ.
- მზა ხაჭაპურს წაუსვით კარაქი.
გემრიელად მიირთვით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს