ფსიქოლოგმა აღწერა მამაკაცის ქცევები, რომლებსაც გამართლება არ აქვს

243

იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან მამაკაცები ურთიერთობებში, არაერთი წიგნი დაწერილა. თუმცა, მხოლოდ პირადი გამოცდილება გვაძლევს სწავლისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. წიგნებში შეიძლება წავიკითხოთ ზოგადი აღწერა, თუმცა, ჩვენ ხომ უნიკალურები, განსხვავებულები ვართ და თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. ის, რასაც მარტივად აპატიებს ქმარს ერთი ქალი, მეორესთვის შეიძლება დაუშვებელი აღმოჩნდეს.

როგორ იქცევიან მამაკაცები ურთიერთობებში

მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უპატიებელი საქციელების სიის ჩამოწერას აზრი არ ექნება. ეს არამხოლოდ ჩვენი პარტნიორების, არამედ ჩვენი ნაცნობებისა და მეგობრების ქცევებსაც ეხება. ყველას პრიორიტეტთა და ფასეულობათა თავისეული სისტემა აქვს, რომელიც ბავშვობაში ჩამოყალიბდა და ზრდასრულ ასაკში შესწორდა.

მაგალითად, ავიღოთ ზოგიერთი ქალის აზრით ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება ურთიერთობაში მოხდეს. რაღა თქმა უნდა, ღალატზე მაქვს საუბარი. ალბათ, ახლა აღშფოთებით გაიფიქრებთ, რომ ამის პატიება არავის შეუძლია. დიახ, თქვენი ეს რეაქცია თქვენს დაუღვინებლობაზე მიუთითებს.

მე ღალატი რამე კარგად ან დასაშვებად არ მიმაჩნია. თუმცა, მჯერა, რომ მისი პატიება შესაძლებელია. და არა ზედაპირულად, სულში სიბრაზისა და წყენის შემონახვით, არამედ ნამდვილად, ღრმად. ისე, რომ შემდეგ ყოველ შესაძლო შემთხვევაზე არ წამოაძახო. არა, მსგავსი პატიება თქვენს სისუსტესა და გულუბრყვილობაზე არ მიუთითებს.

ოდესღაც, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იდეალისტი ვიყავი, გულწრფელად მჯეროდა ე.წ. მეორე ნახევრისა, რომელიც უბრალოდ უნდა გეპოვა და შემდეგ ყველაფერი იდეალურად იქნებოდა. მე მჯეროდა, რომ არსებობს რაღაც განსაკუთრებული, ნამდვილი სიყვარული, რომელშიც ღალატსა და სკანდალს ადგილი არ ექნებოდა. როცა მსგავსს ვხედავდი, თავს ვარწმუნებდი, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ ნამდვილი სიყვარული არ აკავშირებდა.

იცით, ასაკთან ერთად მივხვდი, რომ იდეალური სიყვარული შეიძლება მხოლოდ გამოგონილ ადამიანებში არსებობდეს. მხოლოდ ისინი არ უშვებენ შეცდომებს, ყოველთვის ითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს, აგრეთვე, კითხულობენ აზრებს. ასეთი დიდებული არსებები (სხვანაირად მათ ვერ ვუწოდებთ) მხოლოდ ჩვენს წარმოსახვებში, წიგნის ფურცლებსა და მონიტორებზე არსებობენ.

რეალური ადამიანები ისეთივეები არიან, როგორიც ჩვენ ვართ. ისინი სვამენ წვეულებებზე, ეფლირტავებიან უცხოებს და პირად მიმოწერაში რაღაც ორაზროვანსაც კი წერენ ხოლმე. ამავდროულად, მათ ჰყავთ მუდმივი პარტნიორი, რომელიც უყვართ და, ამის დაჯერება გაგიჭირდებათ, თუმცა, ნამდვილად აფასებენ.

ჩვენ ისე გვინდა, რომ სამყარო შავად და თეთრად დაიყოს. ყველაფერი დღესავით ნათელი იყოს. მიღალატა – ესე იგი, არ ვუყვარვარ. უხეშად დამელაპარაკა – ესე იგი, პატივს არ მცემს. გვინდა, რომ საზღვარი მკვეთრი და გასაგები იყოს. თუმცა, ჩვენი სამყარო ასე არაა მოწყობილი, სამწუხაროდ. ადამიანები ხშირად იქცევიან იმპულსურად, შემდეგ კი ამას ნანობენ. მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ადამიანები არიან.

რისი პატიება შეიძლება და რისი – არა?

ვერასდროს მიხვდებით, სანამ ამას არ განიცდით. მხოლოდ ასე შეიძლება გაგება და პრიორიტეტთა სისტემის აწყობა. რაღა თქმა უნდა, იგი თავიდან ბოლომდე ინდივიდუალური იქნება. მაშინაც კი, თუ სხვებს მოეწონებათ თავიანთი პარტნიორების გარკვეული მოქმედებები, თქვენ კი ზოგიერთი რამ არ მოგწონთ, ამის სრული უფლება გაქვთ.

შეგიძლიათ, თქვენი საკუთარი პირობები შექმნათ და ისინი პარტნიორს გააცნობთ. იგივე უნდა გააკეთოს მანაც. ერთადერთი, რისი რჩევაც შემიძლია – იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი უკვე მრავალჯერ გასცდა ზღვარს, რომლის შესახებაც იცოდა, ეს კი თქვენ გაცოფებთ, ასეთი ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს.

ამ ზღვარს თქვენ თვითონ აწესებთ. მნიშვნელოვანია იმ პრობლემების გარჩევა, რომელთა გადაჭრა შეიძლება, იმ სიტუაციებისგან, რომლებიც დაშორებით უნდა დამთავრდეს. არ შეიძლება პარტნიორის პატიება მაშინ, როცა იგი, მიუხედავად თქვენი აშკარა უკმაყოფილებისა, პერიოდულად იმეორებს დანაშაულს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს