
შავი ქლიავის ჩირი არამხოლოდ გემრიელი და პრაქტიკულია ჩაის დალევის დროს, არამედ ძლიერად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ტეხასის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, შავი ქლიავის ჩირი ეხმარება მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენაში და ამით მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს. სტატიაში გაეცნობით ამ პროდუქტში დამალული სარგებლის სამეცნიერო დასაბუთებას და პრაქტიკულ რეკომენდაციებს.
რა სასარგებლო გავლენა აქვს შავი ქლიავის ჩირს ჩვენს ორგანიზმზე?
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მთავარ მიზანსაც მსხვილი ნაწლავის სიმსივნის გამომწვევი მიზეზების შესწავლა წარმოადგენდა. სამეცნიერო კვლევის მსვლელობისას მათ დაადგინეს, რომ ამ საშინელი დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი და მთავარი მიზეზი მსხვილი ნაწლავის მიკრფოლორის დისბალანსია.
ამ პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიების დროს მეცნიერებმა სხვადასხვა პროდუქტები შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, შავი ქლიავის ჩირი საუკეთესო საშუალებაა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის პროფილაქტიკისთვის. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად ექიმებმა საკვლევი ვირთხების ყოველდღიურ კვების რაციონში ეს უნიკალური პროდუქტი ჩაამატეს.
მოგვიანებით მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ შავმა ქლიავმა მთლიანად შეცვალა ვირთხების მსხვილი ნაწლავის მიკროფლორა: ბაქტერია ”Bacteroidetes”-ის კონცენტრაცია საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო ”Firmicutes”-ის – მინიმუმალურამდე შემცირდა.
შავი ქლიავის ჩირი – პროდუქტი, რომელიც გვიცავს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებისგან. ამ საშინელი დაავადების თავიდან ასარიდებლად რეკომენდირებულია დღეში 3-დან 6-მდე ქლიავის ჩირის ნაყოფის მირთმევა.
ხშირად დასმული კითხვები (Q&A)
- რამდენი შავი ქლიავის ჩირი უნდა მივიღოთ დღეში?
3-დან 6 ცალი დღეში საკმარისია – მთავარია მოხდეს რეგულარული მიღება. - არის თუ არა შავი ქლიავის ჩირი დამხმარე მხოლოდ სიმსივნის წინააღმდეგ?
არა. ის ასევე ეხმარება ყაბზობის მოხსნაში, ამცირებს ქოლესტერინს და ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას. - შეიძლება მისი მიღება დიაბეტიანებისთვის?
დიახ, ზომიერად. შავი ქლიავი შეიცავს ბუნებრივ შაქრებს, მაგრამ აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი და ასევე ხელს უწყობს შაქრის დონის სტაბილიზაციას. - როგორ შევინახოთ ქლიავის ჩირი სწორად?
მუქ და მშრალ კონტეინერში, გრილ ადგილას. თუ დიდი რაოდენობით გაქვთ, მაცივარში ან საყინულეში მოთავსებაც შესაძლებელია.
რედაქციისგან:საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში The Journal of Nutrition 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შავი ქლიავის ჩირი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა მიკროფლორის დასაბალანსებლად, რაც პირდაპირ კავშირშია მსხვილი ნაწლავის სიმსივნის პრევენციასთან.
ასევე, Texas A&M University მიერ ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ რეგულარული მიღება შავი ქლიავის ჩირის ხელს უწყობს ბაქტერიული თანაფარდობის ოპტიმიზაციას ნაწლავში – ეს კი პირველ რიგში აუმჯობესებს იმუნურ რეაგირებას და აფერხებს სიმსივნურ პროცესებს.
ბუნებრივია, რომ ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონი უნდა გახდეს არა მხოლოდ სიამოვნების წყარო, არამედ – ჩვენი სხეულის ბუნებრივი თავდაცვის მხარდაჭერაც. შავი ქლიავის ჩირი სწორედ ის შემთხვევაა, როცა გემო, სიმარტივე და ჯანმრთელობა ერთად ერთ პროდუქტში თავს იყრის.