ადამიანის გამომგონებლობის უნარი მუდმივად გვაკვირვებს. მეგონა, ბებიას ყველა საყოფაცხოვრებო ხრიკი ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. ორი კვირის წინ, სოფელში ბებიას სანახავად წავედი და ვიფიქრე, რამეში დავეხმარებოდი. სახლის დალაგების დროს, რაღაც უცნაური დავინახე. ბებიამ ამიხსნა, რომ ასე კვერცხს ინახავს.
მაშინ, როცა მაცივარი იშვიათი სიამოვნება იყო, სოფელში კვერცხის დიდი ხნით შენახვის საიმედო მეთოდი მოიგონეს. ის ახლაც კი გამოადგება მას, ვისაც სამომავლოდ სურს მომარაგება. ამ მდგომარეობაში პროდუქტი მაცივრის გარეშე რამდენიმე თვით ძლებს და ნამდვილად არ ფუჭდება. არ გჯერათ? თავად დარწმუნდით:
როგორ შევინახოთ კვერცხი მაცივრის გარეშე
პირველ რიგში, გადახედეთ კვერცხის მარაგს, რომლის შენახვასაც აპირებთ. პატარა ბზარიც კი ჩააფლავებს ამ საქმეს. კვერცხი ქილებში უნდა ჩაალაგოთ. ამისთვის საუკეთესო არჩევანია სამლიტრიანი ქილა – მასში დაახლოებით 30 ც კვერცხი ჩაეტევა. ფრთხილად, კოვზის გამოყენებით ჩაალაგეთ კვერცხი ჭურჭელში. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ნაჭუჭის მთლიანობის დაცვა.
ახლა კირის ხსნარი უნდა მოამზადოთ: 5-6 ქილისთვის აიღეთ 10 ლ წყალი და დაუმატეთ 4 ს.კ. ჩამქრალი კირი.
მიღებული ხსნარი სავსე ქილებში გადაანაწილეთ. იგი ყელამდე უნდა ამოვიდეს და ჭურჭლის შიგთავსს სრულად უნდა ფარავდეს.
ახლა უბრალოდ მჭიდროდ მოხუფეთ ქილები. კირის ხსნარი კვერცხის ნაჭუჭში ყველა ნასვრეტს დალუქავს. თავისი ბაქტერიციდული თვისებების წყალობით, იგი მიკროორგანიზმების გამრავლებას შეუშლის ხელს.
ქილები ნებისმიერ ადგილად ინახება – საწყობშიც და სამზარეულოს კარადაშიც. თუმცა, რაც უფრო ბნელი იქნება ადგილი, მით უკეთესი. ასეთი მარტივი და ეფექტური მეთოდი კვერცხს ძალიან დიდხანს შეინახავს. საინტერესოა, კიდევ რა საიდუმლო აქვს ბებიას? იქნებ, თქვენც იცით ორიგინალური ხრიკები წარსულიდან?