მაშ ასე, დღეს ტაფას გავაპრიალებ. მასზე ძალიან სქელი მიმწვარი ფენაა და ასე გამოიყურება:
მიმწვარი ფენა იმდენად სქელია, რომ გაქვავებულა. ტაფა წლების განმავლობაში არ გარეცხილა. მის გაწმენდას მკითხველის მიერ შემოთავაზებული ხრიკით ვეცდები. მან უჩვეულო მეთოდი შემომთავაზა და მისი გამოცდა მინდა.
ამ ხერხს “ორი ჭიქა” ჰქვია. მე არც რეცეპტს შევცვლი და არც შემადგენლობას. ვიღებ 1 ჭიქა კარტოფილის სახამებელს. მას ნებისმიერ სურსათის მაღაზიაში იყიდით. ვუმატებ 1 ჭიქა დახეხილ სარეცხ საპონს. მკითხველმა მომწერა, რომ მისი ჩანაცვლება კუპრის საპნითაც შეიძლება – ეფექტი უფრო ძლიერი იქნება.
ახლა მოათავსეთ ქვაბში ტაფა და დაასხით 5 ლ წყალი – ეს ქვაბს გაავსებს. დადგით ქვაბი ცეცხლზე და, ადუღების შემდეგ, ხარშეთ 40-50 წუთი.
დააკვირდით პირველ შედეგს: 40 წუთის შემდეგ, წყალი უნდა გაშავდეს. ტაფის კედლებიდან მიმწვარი ფენა თავისით ჩამოიღვენთება. მიმწვარი ფენა ტაფის ფსკერზე დარჩა.
ახლა ვიღებთ მეტალის ღრუბელს და ვცდილობთ ტაფის წმენდას. ოღონდ, ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოთ – ტაფა თუ გაგრილდება, მის წმენდას აზრი აღარ ექნება – მიმწვარი ფენა ისევ გაქვავდება.
აი, ამდენად სქელი მიმწვარი ფენა იყო ტაფაში. თუმცა, ჯერჯერობით კარგად იწმინდება. დანით აფხეკაც არ დამჭირებია. ჩვეულებრივ, ფსკერი თხელი, მარტივად გასაწმენდი ჩანს, თუმცა, რეალურად, კედლების გასუფთავება უფრო მარტივია.
წმენდას ვაგრძელებ. ტაფა უკვე გაცივდა. ჯერჯერობით დავნებდი.
შედეგი უკვე საკმაოდ კარგი იყო, თუმცა, მე გაპრიალება მინდოდა, ამიტომ, კიდევ 7 წუთი ვხარშე და პერიოდულად ვხეხავდი. ანუ, ჩანგალს მეტალის ღრუბელი ჩავაცვი და, სანამ ტაფა იხარშებოდა, მის გახეხვას ვცდილობდი.
ახლა ეს შედეგი უნდა განვამტკიცო. ტაფა უფრო გაღიავდა, მეტი მიმწვარი მოშორდა. ახლა ამავე პრინციპით დავასრულებ ტაფის ხეხვას. სულ ცოტა დამრჩა, მარტივად გავუმკლავდები. უკვე საბოლოო შედეგს გაჩვენებთ.
ხეხვა დავასრულე. ტაფას მიმწვარი ფენა გავაცალე. იგი სულ შავი იყო, ახლა სუფთაა. რა თქმა უნდა, მცირე ლაქები დარჩა, მაგრამ ადრინდელსა და ახლანდელს შორის რა შედარებაა?! აი, ასე გაიწმინდა ტაფა.
დიდი მადლობა მკითხველს ამ ხრიკისთვის, თანაც, ქიმიის გარეშე. ტაფის შრომისუნარიანობას შევამოწმებ: ვასხამ ზეთს და ტაფაზე კვერცხს ვწვავ.
კვერცხი შეიწვა, ტაფა “მუშაობს”. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ რით გაწმენდდით ასეთ ჩაშავებულ ტაფას?