ქმარი ჩემზე გაცილებით ნაკლებ ფულს აკეთებს და ახლა ნავის ყიდვას მთხოვს

399

მშვენიერია, თუ ოჯახში ქმარიც მუშაობს და ცოლიც. ამ შემთხვევაში ხომ საოჯახო ბიუჯეტი მხოლოდ იზრდება. თან ფულის დაგროვებაც ხერხდება, თან იმდენად კრიტიკული აღარ იქნება, თუ რომელიმე მეუღლეს სამსახურში უსიამოვნება შეექმნებათ. თუმცა, პრობლემა შეიძლება არსაიდან გაჩნდეს, მაგალითად, ქმარი ძალიან ცოტა ფულს აკეთებს, ცოლს კი ეს მდგომარეობა არ მოსწონს.

ქმარს ცოტა ფული მოაქვს

“მე ხელფასი 1200 ლარი მაქვს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგ ფულად ითვლება. აი, ჩემი ქმარი კი 300 ლარს იღებს. ამის თქმისაც კი მრცხვენია. თანაც, შემოსავლებში ამხელა განსხვავება ყოველთვის იყო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 9 წელია, რაც ერთად ვართ.” – წერს ანასტასია.

“თავიდან ეს ყველაფერი პრობლემას არ მიქმნიდა. დავქორწინდით. მშობლების დახმარებით, ბინაც ვიყიდეთ. მართალია, ფულის ნაწილი სესხად ავიღეთ, თუმცა, მისი გადახდა უკვე შევძელით. ახლა ერთი შესანიშნავი შვილი გვყავს.

ალეკოს არასდროს შეეძლო ფულის კეთება, თუმცა, სხვა ბევრი კარგი თვისება აქვს. მაგალითად, ძალიან კარგი მამაა. მე სულ გადარბენებზე ვარ, ზოგჯერ გვიანობამდე ვმუშაობ, ამიტომ, ქალიშვილთან დიდ დროს ვერ ვატარებ. აი, ქმარი კი ყოველ მესამე დღეს მუშაობს, უამრავი თავისუფალი დრო აქვს და შვილსაც მუდმივად უვლის. აჭმევს, ასეირნებს, ეთამაშება, ერთად მულტფილმებსაც უყურებენ.

რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო საქმეებიც მას აწევს. მე არასდროს მიყვარდა სახლის საქმეები და კერძების მომზადება. აი, მას კი ეს ყველაფერი მარტივად გამოსდის. თან გემრიელ კერძებსაც ამზადებს. ჩვენი მშობლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ. დედამთილი პენსიონერია, ამიტომ, ხშირად მოდის მის დასახმარებლად, ბავშვსაც იტოვებს ხოლმე. დედაჩემი ჯერ კიდევ მუშაობს, თუმცა, უქმეებზე მასაც შეუძლია დახმარება. სახლში ყოველთვის წესრიგია.

ქმარმა ისიც თქვა, რომ სამსახურიდან წამოვიდოდა, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. მას ისედაც თვეში 20 დასვენების დღე აქვს. ამასთან, მშობლებიც ძალიან აქტიურები გვყავს, გვეხმარებიან. მისი ხელფასი კი ჩვენთვის ზედმეტი არ იქნება. თუმცა, რაღა თქმა უნდა, მინდა, რომ მეტს აკეთებდეს.

რაში გვჭირდებოდა ძრავიანი ნავი?

სახლის საქმეების გარდა, ალეკოს თევზაობაც უყვარს. დედამისს მდინარესთან ახლოს აგარაკი აქვს, იქ წასვლა და დასვენება ძალიან უყვარს. მეგობრებიც გადამკვდარი მეთევზეები ჰყავს. უკვე დიდი ხანია, ჩემს ქმარს ძრავიანი ნავის ყიდვა უნდა, ამ მეგობრებთან ერთად სიამოვნებით რომ ითევზაოს.

ასეთი ნავი მისი დიდი ხნის ოცნებაა. მან ამაზე უკვე არაერთხელ მესაუბრა. თუმცა, ჯერ სესხი გვქონდა, შემდეგ ბავშვს ძალიან ბევრი ხარჯი ჰქონდა. ჰოდა, სულ რამდენიმე დღის წინ, ალეკომ პირდაპირ მითხრა, რომ ამ ნავის ყიდვას აპირებდა. ჩვენ მცირე დანაზოგი გვქონდა (უმეტესად, ჩემი ხელფასიდან) და, როგორც ხედავთ, ამ ფულს უპოვა გამოყენება.

თავიდან ეჭვი მეპარებოდა, რომ ჩემი რამდენიმე თვის ხელფასი რაღაც ნავში უნდა დამეხარჯა. თუმცა, ის უკან ბავშვივით დამყვებოდა. ყოველდღე ერთსა და იმავეზე მესაუბრებოდა, რომ ეს ნავი ძალიან სჭირდებოდა. მითუმეტეს, დღესასწაულებზე ფასდაკლებაც იყო და ალეკოს უნდოდა, რომ ყიდვა მოესწრო, სანამ ფასი ისევ არ გაიზრდებოდა.

შემდეგ ამ სიტუაციაზე დავფიქრდი და ძალიან მეუცნაურა. ეს რა ქმარია, ცოლმა ნავი რომ უნდა უყიდოს? ნუთუ, ასეთი რამეებისთვის თვითონ არ უნდა აკეთებდეს ფულს?

სკოლის ასაკის ბავშვებიც ხომ, ხშირად, თვითონ იმსახურებენ სმარტფონს ან კომპიუტერს, თუ ძალიან უნდათ. ზრდასრული მამაკაცი კი, ჩემი შვილის მამა, ძრავიან ნავს მეხვეწება. სირცხვილია…” – ამბობს ანასტასია.

უცნაურია, რომ ქმარი მუშაობს და საყოფაცხოვრებო საქმეებსაც უმკლავდება, შვილთანაც დიდ დროს ატარებს, ცოლს კი ეს არ მოსწონს. იგი ბევრ ფულსაც რომ აკეთებდეს, რაღაში დასჭირდება ცოლი, რომელიც მას არ აფასებს?

რა თქმა უნდა, მთელი დანაზოგის ძრავიან ნავზე დახარჯვა საეჭვო აზრია. თუმცა, თუ ოჯახის ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა, რატომ არ უნდა შეიძინოს ასეთი სასურველი ნივთი, ოჯახის უფროსის გასახარებლად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს