ქალთა ბედი, რომელიც ყველაზე ოპტიმისტ ადამიანსაც კი დაამწუხრებს.

87

ქალური ბედისწერა რთულია, განსაკუთრებით, თუ ქალი თავისი რესურსების გადანაწილებასა და პრიორიტეტების განსაზღვრას ვერ ახერხებს. დაღლა, დაქანცვა და თავგანწირვა – აი, რას იღებენ ქალები გარემოცვის გაბედნიერების მცდელობებში… როგორ ცხოვრობენ თანამედროვე ქალები და რატომ უნდა გადახედონ ცხოვრების წყობას, საკუთარი კეთილდღეობისთვის?

ქალური ბედისწერა

რამდენად ხშირად გინახავს ქალი, რომელიც მთელ თავის ენერგიას ერთი მიმართულებით უშვებს? თანაც, იმდენად წირავენ თავს, რომ ავიწყდებათ თვითაღდგენის აუცილებლობის შესახებ. არადა, ადრე თუ გვიან, რესურსები თავდება და მენტალური კრიზისი იწყება. ეს სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს. უმეტესად, თავს იჩენს დეპრესია, რომელსაც მრავალი ფიზიკური უსიამოვნება მოჰყვება.

ოდესღაც, დედაჩემის ნაცნობმა საინტერესო ზღაპარი მიამბო. მასში საუბარი იყო პრინცესაზე, რომელიც კოშკში ჩაუკეტავთ. ჟანრის წესების დაცვით: მკაცრი მშობლები და პრინცი, რომელიც ქალიშვილს ძლიერ უყვარდა. გასაქცევად, პრინცესამ ზღაპრულ დამხმარეებს მიმართა.

თუმცა, თითოეული მათგანი სანაცვლოდ რაღაცას ითხოვდა. ზოგს გოგონას სილამაზე სურდა, ზოგს – მისი ახალგაზრდობა, სხვებს – მისი კეთილი გული. როცა პრინცესამ თავის პრინცამდე მიაღწია, უკვე შეუხედავი ბებერი იყო. რაღა თქმა უნდა, პრინცს მასზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ერთად დიდხანს მაინც ვერ იცხოვრეს. რამდენიმე დღეში, მოხუცი პრინცესა გარდაიცვალა.

სწორედ ასე არიან თანამედროვე ქალებიც, რომლებიც სხვებს ყველაფერს აძლევენ და საკუთარ თავს ივიწყებენ. მაგალითად, დედები, რომლებიც მთელ დროსა და ძალისხმევას სწავლას უძღვნიან. ისინი იმდენად ეჩვევიან ამას, რომ, როცა ბავშვი დამოუკიდებელი ხდება, მის გაშვებას ვერ ახერხებენ. მეტიც, დედები, ხშირად, საკუთარ ვაჟებს ან ქალიშვილებს ბრალს დებენ იმაში, რომ ამაგს სათანადოდ ვერ უბრუნებენ. ბავშვები მაინც იწყებენ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას, დედას კი აღარაფერი რჩება. მას ხომ არც სამსახური აქვს და არც ჰობი, შვილების გამო ხომ პირად ცხოვრებაზეც კი უარი თქვა!

კიდევ ერთი მაგალითი – შუა ხნის ასაკის ქალები, რომლებიც გახვრეტამდე ხეხავენ საკუთარ სახლს, შემდეგ შვილებსაც ულაგებს ბინას, შემდეგ კი აგარაკზე მიდიან. ისინი გადაეჩვივნენ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას და მხოლოდ ვალით ცხოვრობენ. თუმცა, მსგავსი საყოფაცხოვრებო გმირობა მხოლოდ სავალალო შედეგებამდე – ცხოვრებისეულ იმედგაცრუებამდე და ჯანმრთელობის პრობლემებამდე მიგვიყვანს.

აი, ვიღაც კი, მაგალითად, თავს ქმარს უძღვნის. ბევრი ქალი ახერხებს ორ სამსახურში მუშაობას, სახლის დალაგებას, ბავშვების მოვლას და პარტნიორის ემოციურად მომსახურებასაც. ეს დამღუპველი ჩვევაა, რომელიც არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ გამოფიტვამდეც მიგიყვანთ.

გარშემომყოფები ეჩვევიან იმას, რომ დედა, ბებია ან ცოლი დახმარებას  არ საჭიროებს. დროთა განმავლობაში, ეს აზრი რაღაც მტკიცე რწმენად იქცევა. ახლა ეს არა ქალის არჩევანი, არამედ მისი მოვალეობა და ვალდებულებაა. რატომ უნდა დაეხმარონ მას, ვინც ამდენჯერ თქვა დახმარებაზე უარი? რატომ უნდა დაეხმარონ მას, ვინც ყველაფერს თვითონ აკეთებს?

რაღა თქმა უნდა, მსგავსი ქალების მიმზიდველობაც მნიშვნელოვნად მცირდება. ჯანდაბას მიმზიდველობა! ცხოვრებით ტკბობის, სიცილის, გარეგნობისა და ჯანრმთელობის გაუმჯობესების სურვილი მცირდება, ბოლოს კი ქრება.

ეს ყველაფერი პრიორიტეტების არასწორად განლაგების შედეგია. რა ტქმა უნდა, ბავშვები, ქმარი ან მშობლები არ უნდა დაივიწყოთ, თუმცა, დაე, ეს ყველაფერი მეორე ადგილზე იყოს, პირველ ადგილას საკუთარი თავი უნდა დააყენოთ! მხოლოდ დასვენებულ, ბედნიერ და ენერგიით სავსე ქალს შეუძლია საყვარელი ადამიანისთვის რამე კარგის გადაცემა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს