როგორ მოვიყვანოთ ბოლოკი 2 კვირაში: “თაიგულის” მეთოდი

837

მიწათმოქმედების უმრავლესობას ბოლოკი ადრეული დამწიფებისა და მარტივი მოვლის გამო უყვარს. ეს ბოსტნეული მოსავლის აღების სეზონს ხსნის. დარგვიდან 1 თვეში უკვე წვნიანი ბოსტნეულით ტკბობაა შესაძლებელი. ხოლო მათთვის, ვისაც ამ სპეციფიკური გემოს შეგრძნება უფრო სწრაფად სურთ, Paparazzi.ge-ის რედაქციას აქვს ძალიან მაგარი საშუალება, რომელიც ბოლოკს 2 კვირაში მოიყვანს.

პროცესის აჩქარებაში დაგეხმარებათ ჩითილის მოყვანის მეთოდი. ჩითილებს “თაიგულის” მეთოდით დავრგავთ. მთავარია, წინასწარ მოიმარაგოთ შემოწმებული სახეობების თესლი, რომელიც მწვანილებად არ იქცევა და სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორის მიმართ მდგრადია. ახლა კი დაწვრილებით ინსტრუქციას გთავაზობთ.

როგორ მოვიყვანოთ ბოლოკი სწრაფად

ბოლოკის ჰიბრიდების გარდა, დაგჭირდებათ ბიოჰუმუსიანი ნიადაგი და ჩითილების კასეტები. მათ კვერცხის პლასტმასის შეფუთვითაც ჩაანაცვლებთ. თითოეული დანაყოფის ფსკერზე სადრენაჟო ხვრელი გააკეთეთ.

  1. გაავსეთ კასეტები მიწით და დატკეპნეთ რამე ფლაკონით ან თითებით, როგორც მოახერხებთ.
  2. გააკეთეთ მცირე ზომის თხრილები კასეტების ცენტრში და მოათავსეთ თითოეულ მათგანში ბოლოკის 2-3 თესლი. მოაყარეთ ნიადაგი და კიდევ ერთხელ დატკეპნეთ ფლაკონით ან თითებით.
  3. კარგად მორწყეთ მიწა პულვერიზატორით და დაახურეთ ცელოფანი. პირველ სიმწვანეს 3 დღეში მიიღებთ.
  4. კარგი იქნება, თუ ჩითილებს ჭრაქის ქვეშ დააყენებთ. 10 დღეში იგი გადასარგავად მზად იქნება.
  5. ჩახვრიტეთ ნიადაგი და მოათავსეთ მასში ერთი დანაყოფიდან ამოღებული ჩითილი, თავის ნიადაგიანად. დარგეთ ყველა ნერგი.

ორ კვირაში უკვე მოსავალს აიღებთ. როგორც წესი, ერთ-ერთი ბოლოკი თაიგულში ყველაზე დიდი იქნება. გირჩევთ, იგი პირველი ამოიღოთ, დანარჩენი კი დატოვოთ გასაზრდელად. ასე ყოველდღე თითო კონა ბოსტნეულით დატოვებთ სათბურს.

მე ჩითილების თაიგულის მეთოდით დარგვა ძალიან მომწონს. ახლა ბოლოკს მხოლოდ ასე დავგრავ. დათესვა და ნიადაგში გადარგვა მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, სამაგიეროდ, შედეგი ყველაზე სწრაფად მიიღება.

თქვენ როგორ მოგყავთ ბოლოკი? გაქვთ განსაკუთრებული ხრიკები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს