ზოგი მამაკაცი ძალიან პატარა ასაკში პოულობს მეორე ნახევარს, ამ ურთიერთობასა და ნაზ გრძნობებს კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს. სხვები კი 2-3 განქორწინებას გადიან, სანამ შესაფერის ვარიანტს იპოვიან. თუმცა, არსებობენ მამრობითი სქესის ისეთი წარმომადგენლებიც, რომლებიც ვერ ბედავენ ქორწინების უღლის მხრებზე დადებას, 50 წელს გადაბიჯების შემდეგ კი ცდილობენ პარტნიორის პოვნას, სრულყოფილი ოჯახის შესაქმნელად.
და დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ ერთი მამაკაცის ისტორიას, რომელიც წლების შემდეგ მიხვდა, რომ ბედნიერება არა ფულსა და წარმატებულ ბიზნესში, არამედ თბილ და ჰარმონიულ ოჯახურ ურთიერთობებში უნდა ეძებოდს. თუმცა, როგორ უნდა შექმნას ოჯახი 53 წლის ასაკში, თუ ადრე ამისთვის არც დრო ჰქონდა და არც სურვილი?
ქალის პოვნა 50 წლის შემდეგ
“ცოლი არ მოვიყვანე. ახალგაზრდობაში გარშემო ბევრი ლამაზმანი ტრიალებდა, თუმცა, დაქორწინებას არ ვჩქარობდი. ამიტომ, სერიოზულად არც ერთ ურთიერთობას არ აღვიქვამდი. ნუ, არც მქონია ისეთ ქალთან შეხვედრის ბედნიერება, რომელიც რადიკალურ ცვლილებებზე დამაფიქრებდა.” – წერს ვანო.
“53 წლის ასაკში, საკუთარი თავი შეძლებულ და წარმატებულ ადამიანად მიმაჩნია. მაქვს მცირე ბიზნესი, რომელიც ჩემს ცხოვრებას ზედმეტად უზრუნველყოფს. თუმცა, ოჯახი ჯერ კიდევ არ შემიქმნია და ბოლო დროს ამაზე სულ უფრო და უფრო მეტად ვდარდობ.
მყავს საიმედო მეგობრები, ბევრი ნათესავი. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ჩემს უფროს დასა და მის შვილებთან. თუმცა, არ მტოვებს იმის შეგრძნება, რომ მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ, მე კი – საკუთარი. აი, ბოლო დროს შესაფერისი მეწყვილის ძებნა დავიწყე. თუმცა, რამდენიმე პაემნის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ახალგაზრდა მანდილოსნის პოვნის იმედი მქონდა: 30 წელს ოდნავ გადაცილებულის, მაგრამ არაუმეტეს 40 წლის. 36 წლის ლანა საინტერესო ვარიანტად მომეჩვენა. თუმცა, პაემანზე ყველაფერი გაირკვა. მას უბრალოდ ზრდასრული, ფულიანი მამაკაცი სჭირდებოდა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა მის ხარჯებს. 5 წლის წინ ასეთ ვარიანტსაც განვიხილავდი, ახლა კი ფულისა და დროის ისეთ ახალგაზრდა ქალზე დახარჯვას, რომელსაც მხოლოდ საფულე სჭირდება, სულაც არ ვაპირებ.
შემდეგი პაემანი 35 წლის ინგასთან მქონდა. თავიდანვე ვუფრთხოდი მას, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ მასთანაც მეცადა. ის ძალიან საყვარელი და სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, სულ იღიმოდა და ყურადღებით უსმენდა ჩემს ისტორიებს. შემდეგ კი წინა წლის შვებულების ფოტოები მაჩვენა და მაშინ შევნიშნე მის თითზე ბეჭედი.
ვიფიქრე, იქნებ განქორწინებულია და ბეჭედი ჩვევად ჰქონდა შემორჩენილი, მისმა პასუხმა კი გამაოგნა. აღმოჩნდა, რომ ქმრის მიმართ ინტერესი დაკარგა და ახლა ორივე თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. იგი პაემნებზე დადის, თავი მიმზიდველ ქალად რომ იგრძნოს, ეძებს მკვეთრ შეგრძნებებს. მარტოხელა რომ ყოფილიყო, ალბათ, უპირატესობას მას მივანიჭებდი, ასე კი არა, მადლობა.
როცა პაემანზე 44 წლის ილონასთან ერთად წავედი, მომეჩვენა, რომ ყველა წინა შეცდომა უკვე გავითვალისწინე. ეს იყო წარმატებული ქალი, რომელსაც საკუთარი სილამაზის ალონი აქვს. საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, თუმცა, როცა საუბარი იმაზე წავიდა, თუ სად იქნებოდა უკეთესი ჩვენი თანაცხოვრება, აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით.
მე გადასვლაზე ვფიქრობდი, ხმაურიანი ქალაქიდან შორს მინდოდა ცხოვრება. ილონას კი ამ სიტყვებზე გაეცინა. მსგავსი პერსპექტივა მისთვის უინტერესო აღმოჩნდა. ფიზიკური შრომის სურვილიც არ ჰქონია. მალე ჩვენი საუბარი ჩიხში შევიდა, იგი დამემშვიდობა და წავიდა.
49 წლის ცირასთან, რომელიც გარეუბანში ცხოვრობს და რესტორანში საკუთარი მანქანით მოვიდა, პაემანი ძალიან კარგად წავიდა. მისი ასაკი ცოტათი მაღელვებდა, თუმცა, სხვა ყველაფრით შემეფერებოდა. აღზრდილი, განათლებული, აქტიური, უზრუნველყოფილი… ჩვენ მთელი საღამო ვილაპარაკეთ, შემდეგ მასთან წავედით. სახლში დილით დავბრუნდი.
თუმცა, სადილზე ზარმა გამაღვიძა. ცირამ დამირეკა და დაჟინებით დამპატიჟა მის ეზოში საყვავილე სივრცის მოსაწყობად. იმ დღისთვის სხვა გეგმები მქონდა. მეგობრებთან ერთად მივდიოდი ქალაქგარეთ, მწვადებზე. ამის ნაცვლად, უცნობი ქალბატონის ბაღში მიწა უნდა მეთოხნა? სერიოზულად?
მე ვუთხარი, რომ მოვლენებს აჩქარებს და ჩემგან ზედმეტად ბევრს ითხოვს. ჩემი უარი კი მან ცუდად მიიღო, ეგონა, რომ მის წინაშე რამე ვალდებულება მქონდა. საუბარი მისი მხრიდან ჩემი დადანაშაულებით დასრულდა – თურმე, მე ზარმაცი ბებერი ვარ, რომელიც მხოლოდ დროს ართმევს მას. ამის მოსმენას არ ვაპირებდი, გავუთიშე. მეტჯერ აღარ გვილაპარაკია.
ასეთი პაემნების შემდეგ, შესვენება გადავწყვიტე. იქნებ ქალს არასწორ ადგილას ვეძებ? ან, იქნებ, ყველა თანამედროვე ქალი ასეთია და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ? ან, იქნებ, მე მაქვს ისეთი პრობლემა, რომ ღირსეულ ქალთან ურთიერთობა არ გამომდის?” – ასრულებს იგი.
როგორც ჩანს, მამაკაცს ჯერ არ ესმის, როგორ ქალს ეძებს. თანაც, რჩეულებისგან ძალიან ბევრს ითხოვს, თვითონ კი დათმობებზე წასვლა არ სურს. სერიოზული ურთიერტობა ხომ დიდი საქმეა, რომელზეც არამხოლოდ ქალმა, არამედ მამაკაცმაც უნდა იმუშაოს. საპასუხო კომპრომისები ამ კოლოსალური საქმის მხოლოდ მცირე ნაწილია.