ოდესმე გქონიათ ოჯახურ ეგოიზმთან შეხება? ეს მაშინ ხდება, როცა ეგოისტი თავს არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ოჯახში იჩენს. თქვენც იცით, რომ ეს სწორედ ოჯახში ხდება ყველაზე ხშირად.
ერთი შეხედვით, ორსულობის სასიხარულო ამბავს ნათესავებში მხოლოდ აღტაცებისა და გახარების გამოწვევა შეუძლია. რეალურად კი პირიქითაა. აი, სწორედ ამასთან დაკავშირებულ ისტორიას მოგიყვებით. საინტერესოა, მხარს დაუჭერთ Paparazzi.ge-ის რედაქციის აზრს თუ სხვა მოსაზრებას შემოგვთავაზებთ?
რეაქცია ფეხმძიმობის ამბავზე
“ჩემმა ცხოვრებამ სხვა ქალებისგან განსხვავებულად ჩაიარა. ყველა ჩემი დაქალი, კლასელი თუ კოლეგა გათხოვდა, შვილები გააჩინა, მე კი კარიერას ვაშენებდი. ალბათ, გარემოებებმა მოიტანა. ნათესავები თითქმის არ მყავს, ამიტომ საკუთარ თავს მხოლოდ თავად უზრუნველვყოფდი და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მქონდა.
როცა მივხვდი, რომ ფულის მჭრელი მანქანა არ ვიყავი და მომინდა, რომ ცოლი გავმხდარიყავი, ამ მიმართულებით დავიწყე ძებნა. ჰოდა, გამოჩნდა, მამაკაცი, რომელიც, გაცნობის დროს, 50 წელს იყო გადაცილებული. მას უკვე ზრდასრული შვილები ჰყავს და მათ დიდად არ გაჰხარებიათ, როცა მამამ ყურადღება მეც დამითმო.
სხვათა შორის, ეს დიდად არ გვაინტერესებდა, ერთმანეთით ვიყავით გართული. მასში მტკიცე საყრდენს ვხედავდი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც კარგად ვცხოვრობდი, ის კი ჩემში ნამდვილ მებრძოლ მეგობარს ხედავდა, მიუხედავად 13-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა. ბოლოს ერთად გადავწყვიტეთ ცხოვრება, მოგვიანებით კი დავქორწინდით: ქორწილი გვქონდა, ყველა ტრადიციის დაცვით.
იმ მომენტისთვის, ქმრის შვილები შეეგუვნენ ჩვენს ქორწინებას, თუმცა, მათგან თავს მაინც შორს ვიჭერ. ქმარს ესმის ჩემი და ფიქრობს, რომ სწორად ვიქცევი. ბოლო-ბოლო, მათ ჰყავთ ადეკვატური დედა, რომელსაც მეც ვიცნობ. მოკლედ, ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს, შვილებს – თავიანთი. აი, უფროსმა გერმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა.
ლამაზი გოგოა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ანგარებიანი იყო. ჩემი ქმარი ხომ საკმაოდ შეძლებულია. მის შვილს მანქანაც აქვს და დიდი ბინაც. მოკლედ, გოგომ მაშინვე მოირგო დიასახლისის ცხოვრება და პირობების კარნახი დაიწყო. გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მე მისი საქმროს მამის უკანონო ცოლი ვარ და ბლა-ბლა-ბლა.
ამისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია, რადგან არ მაქვს სურვილი, თანამედროვე ახალგაზრდების აზროვნების პატერნში გავრკვე. რაც უნდა, ის იფიქროს. ჩემი ქმარი კი სულ უფრო ღიზიანდებოდა. მისი შვილი ცოლის გავლენის ქვეშ მოექცა და მას ყველა სურვილს უსრულებს. კანონიერი ცოლია და, აბა როგორ?
რეაქცია ორსულობაზე
ეს იქამდე, სანამ ქმარს ახალ მანქანას სთხოვდა. აბა როგორ? მის ყველა დაქალს ჰყავს მანქანა, მხოლოდ ის დადის ფეხით. თუმცა, ეს მათი საქმეა. მე მათთან არ მიკამათია, ნეიტრალურად ვაგრძელებდი ურთიერთობას და ჩემს სამსახურში შევთავაზე მუშაობა, მანქანის ფული თვითონ რომ დაეგროვებინა. მას მოეწონა ეს იდეა, მამაკაცებმა კი შვებით ამოისუნთქეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ზემოდან მიყურებდა, გადავწყვიტე, რომ მუშაობა მას წაადგებოდა. სხვათა შორის, განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით არ გამოირჩეოდა, ბიჭებთან ფლირტი უფრო მოსწონდა. მე ამ ყველაფერზე ფიქრი მაშინ შევწყვიტე, როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. რა თქმა უნდა, ამას არ ველოდი. ჩემი ქმარი საერთოდ განცვიფრდა. ის ხომ 60 წლის იქნება, ბავშვი სკოლაში რომ შევა. მაგრამ ეს ჩვენთვის მაინც სასიხარულო ამბავი იყო.
გერის ცოლმა კი, როცა გაიგო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ფორმალური ისტერიკა მოაწყო. თურმე, უკვე შვილიშვილებზე ფიქრის დრო იყო, რა ორსულობა აგვიტყდა ამ ასაკში. თანაც, ისტერიკა ჩემს სამსახურში მოაწყო მაშინ, როცა იქ არ ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა მისი თმით თრევა, მაგრამ თავი შევიკავე. უბრალოდ ვუამბე ჩემს ქმარს ის, რაც მოხდა.
მომისმინა და გაოცებით განაცხადა, რომ რძალს ზედმეტი მოუვიდა. რა მისი საქმეა, ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ?! მას ყველაფერი მზა-მზარეული აქვს, თავად კი არაფერს წარმოადგენს და ასე იქცევა. იმავე დღეს, სასაუბროდ თავის ვაჟს მოუხმო, შემდეგ კი რძალსაც დაურეკა. ის მაინც ვერ მიხვდა, რატომ უნდა მოეხადა ბოდიში ჩემთვის. შემიძლია, დავიჟინო და ის ამ ოჯახიდან გაქრება, მაგრამ ღირს კი ამის გაკეთება?”
რედაქციის რჩევა
ჩვენ ფეხმძიმეს მხარეს ვართ. თუნდაც იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, მის ნაცვლად გადაწყვიტოს, რა ასაკში გახდება დედა და, საერთოდ, ეყოლება თუ არა შვილი. რაც შეეხება იმ უტუხ ქცევებს – დიდი ალბათობით, ეს კოპლექსია. ყველას უნდა, მეტი მიიღოს, თავი დაიმკვიდროს სხვის ხარჯზე და მოვლენებზე გავლენაც იქონიოს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, რძალი კლასიკური მაგალითია.